Posts

E60

Image
  ადრე მკითხა ერთმა ადამიანმა, რა გაქვს შენიო?... რა არის ნამდვილად შენი... არა მატერიალური... უბრალოდ შენი... რამოდენიმეჯერ მეფიქრა მაგ ამბავზე:    - გზა... გზა რომელიც უნდა გაიარო... მხოლოდ შენ... და რომელიც მხოლოდ შენია... მიხარია და მიყვარს ჩემი გზა...

„გილოცავთ“ - დღეს თქვენ ეს ბავშვი მოკალით!...

Image
  მთელი დღეა აფრიკის დასახლების ამბები მესმის, ვუყურებ, ვკითხულობ და ვუსმენ... ძალიან ბევრი ადამიანის კედელზე შემხვდა ეს ფოტო... არ დავიწყებ ახლა იმ დისკუსიაში შესვლას, როგორ მოიქცა მერია, გამოასახლა თუ არ გამოასახლა, დაუმთავრებელი იყო შენობები თუ დამთავრებული და შესახლებული, კანონიერი თუ უკანონო, ამაზე მერე ვისაუბროთ, სხვა დროს... ახლა მინდა ყველას მოგმართოთ, ვინც ეს ძალიან საყვარელი, ჩემი უმცროსი შვილისხელა ძალიან მაგარ თვალებიანი შეშინებული ბიჭუნა სახის დაუფარავად კედელ-კედელ „ათრიეთ“... თქვენ ყველანი ხართ მისი მკვლელობის თანამონაწილეები... გაუცნობიერებლად, სხვადასხვა მოტივით...   ზოგს მართლა შეგეცოდათ (მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდით, რომ ამ ოჯახს სახლი აქვს და არც არავის დაუნგრევია, ის და მამამისი მეზობელბის საგულშემატკივროდ, ამბის გასარკვევად რა ხდებოდა მათ გარშემო ან თუნდაც სეირის საყურებლად იყვნენ იქ იმ დროს), ზოგმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდით და „ქოცების“ არაადამიანური სახის საჩვენებლად გამოიყენეთ, ზოგმაც კი უბრალოდ ჩათვალეთ, რომ რაღაც უნდა გეთქვათ და „სამოქა...

მცირედმორწმუნის ნაფიქალი - წირვა აუცილებლად უნდა ჩატარდეს!...

Image
დიახ,  უნდა ჩატარდეს და თან აუცილებლად, ბზობაც, ხარებაც, სააღდგომო ლიტურგიაც და სხვა ყველა დანარჩენი რიტუალიც... დიახ, უნდ აილოცონ მოძღვრებმა და მონაზვნებმა, უნდა შესთხოვონ მორწუნეების სულები და ჯანმრთელობა ღმერთს... დიახ, არ უნდა დიაკეტოს ტაძრის კარი და მუდმივად ღია უნდა იყოს:  გაჭრვებულის, უსასოოს, უსახლკაროს, მშიერის და დანამშვრალისთვის... დიახ, მინდა მივიდე ტაძარში  და დავანთო სანთელი, ვილოცო და დავეხმარო ჩემ ცოდვილ და არეულ სულს... ბევრი დიახის თქმა შეიძლება და დიახაც ასე უნდა იყოს, მაგრამ ცოტა ხანს არსებულ კრიზისულ სიტუაციას დავუბრუნდეთ... რა დაშავდება ინტერნეტის, ტელევიზიის და ტექნოლოგიების ეპოქაში,  წირვა ლოცვა მრევლის გარეშე რომ ჩატარდეს და ტელევიზიით გადაიცეს?   (ნამდვილად გამოჩნდება რამოდენიმე ტელევიზია ვინც იდი სიამოვნებით დათანხმდება წირვა ლოცვის ტრანსლირებას, გარდა ამისა საპატრიარქოს თავისი ტელევიზიაც აქვს რომელიც მხოლოდ საკაბელო ქსელშ არ მაუწყებლობს თუ სწორად მახსოვს - ანუ ხელმისაწვდომია ყველასთვის) რატომ მაგდებთ ჩემსა...

ერთი დილა...

Image
ახლა დილის 8 საათია, დეკემბერია. ფანჯარაში ვიყურები, ჯერ ბოლომდე არ გათენებულა, ნაცრისფერ კორპუსებს შორის ნელ-ნელა ლურჯდება ქალაქის მტვრით და ოხშივარით დამძიმებული ჰაერი, თან წვიმს და ჭუჭყიანი წვეთები ეფინება ქალაქს... არც ისე ხალისის მომცემი და მხიარული დასაწყისია დღის, მაგრამ მაინც მოაქვს დადებითი ამბები... მაინც რა?... ის რომ თენდება - თენდება მორიგი დღე... ნაფაზს ვურტყამ და კვლავ ვფიქრობ გუშნდელზე, გუშნწინდელზე და ბოლო დროს მომხდარ ამბებზე, ამბებზე რომელმაც ყველაფერი შეცვალა - რა ხდებოდა? შეცდომა, დანაშაული, ბოღმა, ბრაზი, იმედგაცრუება, ისევ იმედის ნაპერწკალი, ტყუილი, მართალი, დაბნეულობა, შიში - საკუთარ თავთან მარტო დარჩენის (ეს ხომ მართლა ყველაზე საშიში რამეა როცა არასწორად ცხოვრობ, ეს არის სარკე სადაც ვერ ითვლთმაქცებ, ითამაშებ და მოიტყუები, მხოლოდ საკუთარი თავი გაშიშვლებს ბოლომდე) და ტკივილი... ტკივილი მწარე, ტკივილი ყოვლისმომცველი, ტკივილი გაუსაძლისი და დამანგრეველი სულის ტკივილი, დამანგრეველი რომელიც საბოლოო ჯამში საუკეთესო რამაა, რაც კი შეიძლება და...

მათთვის ვინც ხელი უკვე ჩაიქნია, ან ზღვარზეა...

Image
გამარჯობა მეგობარო, რამდენი წლის ხარ? 11 – 12? ან 10? - ოკ, მე მესმის შენი, რატომ მესმის? მეც ვიყავი შენხელა, მეც გავიარე ის რასაც შენ ახლა გადიხარ, მეც აღმომაჩნდა ფიზიკური ნაკლი... მერე რაა?!... მესმის რომ ადვილი სათქმელია შორიდან და შენ ახლა და აქ განიცდი ყველაფერს, დამიჯერე მეც განცდილი მაქვს და საიდანღაც არ მომაქვს.... 9 წლის ვიყავი როდესაც შევამჩნიე ერთი თვალიდან როგმ ვერ ვხედავდი, ჩრდილებს იკეთებდა ყველაფერი და გაწელილი იყო... დედას ვუთხარი და თანაგრძნობის მაგივგრად გავიკიცხე, რატომ აქამდე არ თქვიო, არადა მანამდე ყურადღება არ მიმიქცევია, როცა შევამჩნიე მაშინ ვთქვი (მშობლებთან ურთიერთობა როგორ გავიაროთ მაგაზე კდევ ცალკე ვისაუბროთ) მოკლედ პრობლემა წარმოიშვა... პრობლემა იყო ის რომ მე ცალი თვალით ვერ ვხედავდი, რასაც შესაბამისად კომპლექსები და პრობლემები მოჰქონდა, მითუმეტეს ცაცია ვიყავი და მიზანს მარცხნიდან ვასწორებდი, ამ დროს კი მარცხნიდან ვერ ვხედავდი, იცი მეგობარო ამან როგორ დამაკომპლექსა? აი ძალიან, იცი როგორ ძალიან?... ალბათ იცი, შენც მასე ფიქრობ, შენც მასე გტკივა და „...

„რაღაც აყროლდა დანიის სამეფოში“

Image
(მადლობა ცინიკური ღიმილისთვის, ვიცი რომ ორიგინალში დალპა წერია....) ამჯერად არამატო დალპა,  უკვე აყროლდა, აყროლდა და აგვაყროლა... აგვაყროლა ყველა - მორწმუნე, ათეისტი, ქრისტიანი, ლიბერასტი... რატომ აგვაყროლა?... იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა, გვაინტერესებს თუ არ გვაინტერესებს, გვწამს თუ არ გვწამს, ყველანი აღმოვჩნდით ამ ძალიან საშინელი და ბინძური თამაშის მონაწილე თუ არა შემყურე მაინც... დიდი რელიგიურობით არ გამოვირჩევი, არც ტაძარში დავდივარ ხშირად და არც მრევლად ვთვლი თავს, მიუხედავად ამ ყველაფრისა ძალიან მაწუხებს და მთრგუნავს ის, რაც ახლა ხდება... რატომ ?... იმიტომ რომ ეს ხდება იმ ინსტიტუციაში, რომელიც წესით ერის სულიერების და მორალის „პატრონი“ უნდა იყოს, ერის რომელიც მიუხედავად საკმაო გზასაცდენილობისა და მეტსაც ვიტყვი სიბნელისა (აქ აღარ დავკონკრეტდები პროცენტებზე, მაგრამ სამწუხაროდ საკმაოდ დიდ პროცენტს ვგულისხმობ) ძალიან მიყვარს და მეჩემიანება... გული მწყდება და მტკივა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი კაციბრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ადამიანის (სულის, ტ...

„ბოლოს ვინც წამოხვალთ შუქი ჩააქრეთ…“ – Visafree ვარდისფერი სათვალის გარეშე

Image
კარგია, ნამდვილად კარგია ევროპაში უვიზოდ სიარული, ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვწერდი ერთერთ ბლოგში – დადებითი ამბავია და რა თქმა უნდა ვიაროთ უვიზოდ მეთქი, თუმცა ამ საყოვლთაო ზეიმის დროს, მინდა ცოტა ხნით მოვიხსნათ ვარდისფერი სათვალე და რამოდენიმე კითხვა დავსვათ: ერთმორწმუნე მეზობელი   – რა გარანტია გვაქვს, რომ ჩვენი დასავლური სწრაფვების გამო მორიგ „სასჯელს“ არ „მოგვართმევს“ და ეს „საჩუქარი“ ისეთივე მძიმე და მტკივნეული არ იქნება როგორიც მას სჩვევია ხოლმე?!… რა შეგვიძლია ამას დავუპირისპიროთ?… რამე პრევენციული თუ გვაქვს მოფიქრებული…. ეს კითხვა ალბათ „ქვეყნის თავებს“ ეხებათ და იმედია გაგვცემენ პასუხს, თუმცა ეგ ყველაზე ნაკლებად პრობლემური თემაა… საპარავად წასულები   – დღეს გერმანელი პარლამენტარი ქალბატონი „უბნობდა“ ევროპარლამენტის სხდომაზე, ქართველები პრობლემებს შეგვიქმნიანო და ნახევარმა „წილხვედრმა“ ქოქოლა მიაყარა ვინაა ეს ეშმაკის მოციქულიო, თუმცა რეალობა ხომ ვიცით და ვიცით რითიც არის დაკავებული „სასწავლებლად“  წასული ახალგაზრდების 70 -75  პროცენტი (რეალ...