Posts

Showing posts from January, 2016

რა კავშირია ვიზალიბერალიზაციას, „ლიბერასტებსა“ და „ჯვარქუდებს“ შორის?

2015 წელი საკმაოდ საინტერესო და მოვლენებით დახუნძლული იყო, ყველას ჩამოთვლას არ დავიწყებ, თუმცა წლის ბოლოს დიდი ზარზეიმით აღნიშნული ვიზალიბერალიზაცია და ცისფრად განათებული ქვეყანა ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა იყო: ევროპამ კარი გაგვიღო…  (და რა?!…) ჩვენ ვიბრუნდებით იქაურობას, სადაც ჩვენი ადგილია…  (იცი კი სადაა შენი ადგილი?) როგორც კი ევროპაში მიმოსვლას შევძლებთ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება…  (რატომ ვითომ, უფრო ბევრ მოპარულ მეორად ტექნიკას შემოიტანთ და გაიაფდება?) მოკლედ ბევრს გაუხარდა, გაუხარდა კი არა, ჩემოდნების ჩალაგება დაიწყეს, გეგონება იმდენი საქმე ქონდეთ ევროპაში რომ ვერ აუდიან და აღარ იციან რით დაიწყონ… თუმცა ცალსახად იმის თქმა, რომ ლიბერალიზაციამ ყველა მოხიბლა რთულია: რა გინდათ ამ ევროპისგან, გარყვნილების და ერთ სქესიანთა ქორწინების გარდა რას ისწავლით იქ… (ბეთჰოვენს, გოეთეს, კაფკას, მოდილიანს და ა.შ ოღონდ ნამდვილს და არა საბჭოთა სკოლიდან ფრაგმენტულად ნასწავლს) ამათ უნდათ ყველანი წავდეთ, ქართველობას გვართმევენ ხალხნო…  (დაეტიე მერე სადაც ხარ, ვინ გექაჩ