პატარა ჩანახატი თოვლზე
ბოლო დღეები საკმაოდ ცუდად ვიყავი, სახლში ვიჯექი, უფრო სწორად ვიწექი და წელი მტკიოდა, არც ახალ წელზე, არც სამსახურზე (მომკლავს დალაქა რო წაიკითხოს მარა რა ვქნა ცოდვა გამხელილი სჯობსო) და არც რამე აზრიანზე ფიქრი არ შემეძლო, ვიწექი და ტელევიზორის პულტს ვაწვალებდი (ეს მართლა პულტის წვალება იყო, ამდენ არხზე ნორმალურს ვერაფერს იპოვი კაცი) მერე ესეც მომბეზრდა და ისევ ფიქრი დავიწყე, ბევრი რამე გამახსენდა, კარგიც და ცუდიც, მათ სორის ისიც ადრე ნოველებს რომ ვწერდი და მეგონა ამ ჩემი წერით საქართველოს მომავალი რობაქიძე თუ არა ვინმე ისეთი მოსახსენიებლად რომ ღირს (სპეციალურად არავის ვასახელებ, არ ეწყინოთ) ეზრდებოდა. რამოდენიმე მაშინდელი ნოველა თქვენც შეგიძლიათ იხილოთ აქვე ბლოგის ბოლოში(არცერთი კომენტი რომ არ ადევს ეგენია) მერე წერას შევეშვი და რარაც სხვა რამეების კეთება დავიწყე, მოკლედ საით მივდივარ, გადმოვიღე ეს ჩემი ნოველები წელმტკივანმა და ერთი ცალი მომეწონა (მოკლედ ნელ ნელა გაპარებთ ჩემს ბავშვობისდროინდელ ნაშრომებს) თოვლზე და ზამთარზე იყო, ჰოდა რადგან ბოლო პერიოდი გადავწყვიტე ძირითადად საახალწლო ...