- გამარჯობა! - გაგიმარჯოს!... - როგორ ხარ? - ახლა უკვე კარგად... - და მანამდე რა მოგსვლია?... - რაღაცები დავკარგე... - ?!... - ადამიანები, უფრო სწორად ადამიანების მიმართ რწმენა... ტრადიციულად, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა მათ მიღალატეს, მათ უარმყვეს და ვერ დაინახეს რაც მათთვის მინდოდა... - მერე?... - მერე მეწყინა, გავბრაზდი, გავსასტიკდი... ვიყვირე, ვიჩხუბე... ავირიე და ჩემს ირგვლივ გარემოც ავრიე... - ... - მერე იმედი დავკარგე, დავიბენი და ბრძოლა შევწყვიტე... - მანამდე იბრძოდი? - კი, ყველაფრისთვის ვიბრძოდი, თუ რამე მაქვს, ყველაფერი ბრძოლით მაქვს მიღწეული, მონდომებით და ძალისხმევით... - მერე რა მოხდა? - მერე ბრძოლა რომ შევწყვიტე, მივხვდი, რომ სწორედ ამ ბრძოლით ვუშვებდი შეცდომას, არასწორი რამეებისთვის და ვინმეებისთვის ვიბრძოდი, ბრძოლა არ მეზარება, მაგრამ არც ის ადმაიანები იმსახურებდნენ ჩემ ბრძოლას და არც ის ამბები რისთვისაც ვიბრძოდი... - რისთვის და ვისთვის იბრძოდი?... - რისთვის და მატერიალური პრობლემების დასალაგებლად, რაღაც თემების მოსაგვარებ...
Comments
აქამდე არ მეცალა, ამ წელს ნამდვილად წავალ!