Posts

Showing posts from December, 2019

„მე ეს არ დამემართება“ - ორიოდ სიტყვა ლუდომანიაზე

Image
ხშირად გაგვიგია - ვალებში ჩავარდა, ყველაფერი გაყიდა, დაღუპა ოჯახი, უფრო მეტიც - ყველაზე ტრაგიკული, თამაშის გამო წარმოქმნილ პრობლემებს ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა... დანანებით გავაქნევთ თავს და გავიფიქრებთ ხოლმე - „მე ეს არ დამემართება“... არადა საფრთხე ძალიან   ახლოსაა!!!... თამაში შეიძლება თამაში რამოდენიმე მოტივით დაიწყო - გართობა, ფულის შოვნა, „აბა ერთი ვცდი“ და ა.შ. თითქოს არაფერი, შეიძლება რამოდენიმეჯერ მოიგო კიდეც, ან ცოტას წააგებ და გიჩნდება აზარტი - რაც წააგე დაიბრუნო, მერე შეიძლება ცოტა პლიუსშიც გახვიდე და თითქოს არაფერი... სინამდვილეში ლუდომანია ისეთივე დაავადებაა, შეიძლება უარესიც - როგორიც ნარკო ან ალკოჰოლ დამოკიდებულება. ნარკოტიკი და ალკოჰოლი პირველ რიგში ორგანიზმს ვნებს და მერე გონებას აბნელებს, თამაში კი პირდაპირ სულს ურტყამს... გაიხსენეთ რამდენჯერ უთხოვია საკმაოდ არა შინაურ ტიპს ფული ძალიან უცნაური რაოდენობით და სრულიად უკონტექსტოდ?!... დიახ, ხშირ შემთხვევაში ეს ისაა რაც გაიფიქრეთ... წარმოიდგინეთ რა ხდება ამ ადამიანის სულში ამ დროს...

ერთი დილა...

Image
ახლა დილის 8 საათია, დეკემბერია. ფანჯარაში ვიყურები, ჯერ ბოლომდე არ გათენებულა, ნაცრისფერ კორპუსებს შორის ნელ-ნელა ლურჯდება ქალაქის მტვრით და ოხშივარით დამძიმებული ჰაერი, თან წვიმს და ჭუჭყიანი წვეთები ეფინება ქალაქს... არც ისე ხალისის მომცემი და მხიარული დასაწყისია დღის, მაგრამ მაინც მოაქვს დადებითი ამბები... მაინც რა?... ის რომ თენდება - თენდება მორიგი დღე... ნაფაზს ვურტყამ და კვლავ ვფიქრობ გუშნდელზე, გუშნწინდელზე და ბოლო დროს მომხდარ ამბებზე, ამბებზე რომელმაც ყველაფერი შეცვალა - რა ხდებოდა? შეცდომა, დანაშაული, ბოღმა, ბრაზი, იმედგაცრუება, ისევ იმედის ნაპერწკალი, ტყუილი, მართალი, დაბნეულობა, შიში - საკუთარ თავთან მარტო დარჩენის (ეს ხომ მართლა ყველაზე საშიში რამეა როცა არასწორად ცხოვრობ, ეს არის სარკე სადაც ვერ ითვლთმაქცებ, ითამაშებ და მოიტყუები, მხოლოდ საკუთარი თავი გაშიშვლებს ბოლომდე) და ტკივილი... ტკივილი მწარე, ტკივილი ყოვლისმომცველი, ტკივილი გაუსაძლისი და დამანგრეველი სულის ტკივილი, დამანგრეველი რომელიც საბოლოო ჯამში საუკეთესო რამაა, რაც კი შეიძლება და

კიდევ ერთი არასაბავშვო ზღაპარი

Image
იყო და არა იყო რა, ისევ და ისევ ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?!... არც არაფერი და ვერც ვერაფერი... ამიტომ დავიწყოთ პირდაპირ თხრობით: იყო ერთი პატარა ბიჭი, პატარა სხეულით, ასაკის შესამაბისი ტვინით, შესაძლებლობეით და განვითარებით, მაგრამ დიდი დიდი სიყვარულით... მისი სიყვარული იმხელა იყო, რომ სხეულში ევრ ეტეოდა და თვალებიდან გადმოღვრას ცდილობდა... ვიღაცეები ამას ამჩნევდნენ და ხვდებოდნენ რაც ხდებოდა ბიჭის თავს, ვიღაცეები ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ გრძნობდნენ, იმიტომ რომ მისი სიყვარული იმხელა იყო და ისეთი თვალებით იყურებოდა, ყველა ვარიანტში იგრძნობოდა.... მოკლედ, როგორც იყო... ჰქონდა ამ ბიჭს ეს სიყვარული, და დაჰქონდა თან... ცოტა ხანში აღმოაჩინა, რომ გონებაც თანატოლებისაგან განსხვავებულად უმუშავებდა, შესაბამისად მიხვდა, რომ კარგი რაღაც ჰქონდა (ჯერ ბოლომდე გაცნობიერებული რა თქმა არ ქონდა რამხელა რამ წამოიღო თან წინა სამყაროდან) და ცდილობდა სხვებისთვისაც გაეზიარებინა, გარდა იმისა, რასაც ისედაც ასხივებდა... პატარა იყო, გამოუცდელი და სწორედ აქ უშვებდა შეცდომას, ის ხომ ისედაც ასხივებდა და

არასაბავშვო ზღაპარი

Image
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?!... ღვთის უკეთესი მართლაც არაფერი...  და რა არის ღვთიური?...  ღვთიური ხარ შენ...  დიახ შენ, ჩვეულებრივი ბიჭი, გოგო, ქალი, კაცი, ბავშვი თუ მოხუცი... ღვთიური ხარიმიტომ. რომ ხარ ადამიანი, გაქვს ის რაც უნდა ქონდეს ღვთიურ არსებას - სული... და რა არის და სად არის სული?... არსადაც არ არის შენ თავად ხარ სული... სული რომელიც მოგზაურობს, ამჯერად დედამიწას ეწვია და მერე სადღაც წავა... სად წავა?... წავა სადმე, საითაც გაუხარდება, წავა იქით საით წასვლასაც „დაიმსახურებს“... ანუ რა მდგომარეობასაც მიაღწევს და საითაც ძალა ეყოფა...  ან დარჩება დედამიწაზე და მოჩვენება გახდება, ან სხვა ინკარნაციით ისევ აქ დაბრუნდება და იტრიალებს ერთ წრეზე... რამ გამახსენა?... რამ გამახსენა და როგორც გითხარით დავრჩი მარტო, დავფიქრდი და მივხვდი რამდენ დროს, ენერგიასა და ძალას ვხარჯავთ ყოველდღიურობაზე, რამდენ რუტინაში ვართ ჩაბმული და როგორი ამაოა ეს ყველაფერი...  რეალურად კი თითქმის არაფერი გვჭირდება... როგორ არ გვჭირდება?... როგორ

* * *

Image
- გამარჯობა!... - გაგიმარჯოს!... - დიდი ხანია არ გამოჩენილხარ... - გადავყევი ყოფიერებას... - ვიცი, გიყურებ ხოლმე როგორ ფუსფუსებ... - მაპატიე ძალიან დავიკარგე... - საპატიებელი არაფერია, შენ შენი ცხოვრება გაქვს, როგორ ხარ?... - დაბნეული და არეული... - რამ დაგაბნია? - ბოლო დროინდელმა ამბებმა... - და რა ხდებოდა ბოლო დროს?... - მომატყუეს... - მერე? - მერე ეს რომ გავიგე მე უარესად მოვიქეცი!... - როგორ?... - ამაზრზენად... - და შედეგად რა მიიღე?... - არაფერი, უარესად ავურიე ყველაფერი... - და ახლა რას გრძნობ?... - სიბრაზეს და სინდისის ქეჯნას... - სიბრაზეს რატომ?... - რომ არ მენდნენ, მე ხომ გულწრფელი ვიყავი... - შენი ბრალია... - ჩემი?... - დიახ, შენი, გულწრფელი შეიძლება იყავი, მაგრამ არა დამაჯერებელი, ან არასაკმარისად გულწრფელი... - გულწრფელი ნამდვილად ვიყავი... - შენ თვითონ იცოდი რა გინდოდა? სხვისგან ნდობას რომ ითხოვდი? საკმარისად არ იცოდი რა გინდოდა და რაში უნდა დაეჯერებინათ შენთვის... - ... - სინდისის ქეჯნას რაზე გრძნობ?... - იმაზე რეებიც გავაკეთე, ეს მე არ ვ