Posts

Showing posts from March, 2017

დღე როდესაც ხვდები...

Image
ერთი ჩვეულებრივი დღე... დილას დგები, წესრიგდები, იცვამ და მიდიხარ სამსახურში - სკოლაში - ბაღში - საქმეზე... არ აქვს მნიშვნელობა სად... უბრალოდ დგები და იწყებ დღეს, ერთ ჩვეულებრივს და მორიგს, აი 30 000 რომ უნდა გაიარო ისეთს... თითქმის ისევ ისე ხდება ყველაფერი როგორც გუშინ, ისევ იმავეს აკეთებ, განიცდი და გრძნობ, ისევ ის ადამიანები, ისევ ის ადგილები, ისევ ის სახლი, ისევ ის სამსახური - სკოლა - ბაღი... ყველაფერი თანდათანობით იცვლება, ამ ყოველდღიურობაში თითქოს შეუმჩნევლად, უმტკივნეულოდ და ჩვეულებრივად... გუშინ სკოლა იყო, დღეს სამსახური... გუშინ მამას/დედას ნახულობდი და გეიმედებოდა  - დღეს მამა/დედა ხარ... გუშინ უყვადრი - დღეს გიყვარს... მოიხედავ ერთ დღეს და მიხვდები, რომ ყველაფერი შეცვლილა... ახლა სხვა ხარ და სხვაგან ხარ... გაიზარდე - ან პირიქით დეგრადირდი - ან სხვა მხარეს წახვედი - ან უბრალოდ არსად არ წახვედი და ისევ იქ ხარ... შენ იქ ხარ, ცხოვრება, ადამიანები, დრო, შეგრძნებები, ემოციები და განცდები წავიდნენ... არაუშავს, დროს ვერ მოაბრუნებ - ვერც ადამიანებს...   მაგრამ დარესტა