Posts

Showing posts from June, 2006

***

Image
გამოეღვიძა, ჩუმად წამოდგა, ფანჯარას მიუახლოვდა და გაიხედა - გარეთ წვიმდა... წვიმის ხმა სიამოვნებდა, ცოტათი ცელქ, ცოტათი სევდიან, რომანტიულ და არეულ განწყობაზე აყენებდა, მისი მონოტონური ხმა კი ნერვებს უწყნარებდა... ბნელოდა. თითქმის ყველა ფანჯარაში შუქი ჩაექროთ და მხოლოდ მოშორებით ცენტრალურ ქუჩაზე ღამის განათების ბოძები ანათებდა ღამეულად ნაცრისფერ ქალაქს, წვიმა არ წყდებოდა... ფანჯარა გამოაღო, გარეთ გრილოდა და სიგრილე მაშჳნვე შემოიჭრა ოთახში, ესიამოვნა სიგრილეც და მას მოყოლილი სისუფთავის სუნიც, გაზაფხულის წვიმის დროს რომ ასდის ხოლმე ქალაქს... სიგარეტს მოუკიდა დაჩაფიქრდა. კონკრეტული არაფერი, უბრალოდ აზრებს გაჰყვა... მის ცხოვრებაში ყოველდღიურად უამრავი რამ ხდებოდა, კარგიც და ცუდიც, სასიხარულოც და საწყენიც, კეთილიც და ბოროტიც... ყველაფერს განიცდიდა და გულთან მიჰქონდა, ზოგჯერ გამოხატავდა, ხანდახან - არა, მერე ეს გამოუხატავი ემოცია აწუხებდა და ხასიათს უფუჭებდა, მაგრამ რა ექნა მასეთი იყო, ხანდახან მასე ამჯობინებდა ხოლმე... ძილის საბოლოოდ გაუტყდა, აბაჟური აანთო და ოთახი მოათვალიერა, ყ