Posts

Showing posts from January, 2008

დეკემბერი

Image
მაშ ასე, თითქმის გავიდა დეკემბერიც და 2007წელიც, სულ რაღაც ერთი დღე დარჩა მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ დღეს აქ წერისათვის ვერ მოვიცლი ამიტომ ახლავე შევაჯამებ გასულ თვეს: როგორც შეგპირდით დეკემბერი საკმაოდ ცხელი და მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა, თან რაც მთავარია დაძაბული და საინტერესო, შეიძლება ითქვას ნოემბერზე მეტადაც კი, იქ ყველაფერი გარკვეული იყო, იყო მიტინგი, იყო გინება, იყო ბრძანება და იყო არაადამიანების ლუსტრაცია. აი დეკემბერში კი ყველაფერი დეტექტიურ რომანს დაემსგავსა (ისე წესით წინა საარჩევნო მზადებას უნდა დამსგავსებოდა) ვერავინ მიხვდებოდა, რა მოხდებოდა მეორე დღეს, ვისი რიგი იყო ნაგიჟრობისა და ვინ ვის რა კომპრომატს დაუდებდა, ის კი არა ჩემ თავშიც კი შემეპარა ეჭვი, ამას წინათ მეგობარს ვესაუბრებოდი ტელეფონში ძილზე და მერე სხვათა შორის ვკითხე არჩევნებზე მიდიხარ მეთქი?, ჰოდა შემეშინდა (შემეშინდა რააა, დავეჭვდი თორემ ისე ჩვენ ხომ არ გვეშინია) ე მანდ მეც სახელმწიფო გადამტრიალებელი არ ვიყო მეთქი, მოკლედ ისე აირია ყველაფერი ვეღარ გავიგე ხმა ვის უნდა მივცეთ და ვინ უნდა ავირჩიოთ. ისე სიმა

პატარა ჩანახატი თოვლზე

ბოლო დღეები საკმაოდ ცუდად ვიყავი, სახლში ვიჯექი, უფრო სწორად ვიწექი და წელი მტკიოდა, არც ახალ წელზე, არც სამსახურზე (მომკლავს დალაქა რო წაიკითხოს მარა რა ვქნა ცოდვა გამხელილი სჯობსო) და არც რამე აზრიანზე ფიქრი არ შემეძლო, ვიწექი და ტელევიზორის პულტს ვაწვალებდი (ეს მართლა პულტის წვალება იყო, ამდენ არხზე ნორმალურს ვერაფერს იპოვი კაცი) მერე ესეც მომბეზრდა და ისევ ფიქრი დავიწყე, ბევრი რამე გამახსენდა, კარგიც და ცუდიც, მათ სორის ისიც ადრე ნოველებს რომ ვწერდი და მეგონა ამ ჩემი წერით საქართველოს მომავალი რობაქიძე თუ არა ვინმე ისეთი მოსახსენიებლად რომ ღირს (სპეციალურად არავის ვასახელებ, არ ეწყინოთ) ეზრდებოდა. რამოდენიმე მაშინდელი ნოველა თქვენც შეგიძლიათ იხილოთ აქვე ბლოგის ბოლოში(არცერთი კომენტი რომ არ ადევს ეგენია) მერე წერას შევეშვი და რარაც სხვა რამეების კეთება დავიწყე, მოკლედ საით მივდივარ, გადმოვიღე ეს ჩემი ნოველები წელმტკივანმა და ერთი ცალი მომეწონა (მოკლედ ნელ ნელა გაპარებთ ჩემს ბავშვობისდროინდელ ნაშრომებს) თოვლზე და ზამთარზე იყო, ჰოდა რადგან ბოლო პერიოდი გადავწყვიტე ძირითადად საახალწლო