Posts

Showing posts from January, 2006

***

დილით ცუდ ხასიათზე გაეღვიძა, სიზმრად კვლავ თავისი ცოლი და შვილი ნახა, მასთან ერთად იყვნენ, ერთად ყოფნა უხაროდათ და სამივე ბედნიერი იყო, მერე მიხვდა რომ ეს სიზმარია და როდესაც გაიღვიძებს კვლავ მარტოობა და სევდა ელის... სწორედ ამიტომ გაეღვიძა ცუდ ხასიათზე. თითქმის ყოველ დილით ასე ხდებოდა, ხშირად უნატრია რომ სიზმარი არასოდეს დასრულებულიყო და სამუდამოდ საყვარელ ადამიანებთან დარჩენილიყო, მაგრამ არა, ბედნიერება სრულდებოდა და ტკივილიანი დილა იწყებოდა. თავის მოკვლაზეც ბევრჯერ უფიქრია მაგრამ ვერ შეძლო.... ცხოვრება ძალიან უყვარდა და არ ეთმობოდა... ჩუმად წამოდგა, ჩაიცვა, სამზარეულოში გავიდა, ყავა მოადუღა და ჩუმადვე დალია, ხმის გამცემი არავინ ყავდა მარტო ცხოვრობდა, უცხო ქალაქში. ისედაც არ ლაპარაკობდა ბევრს, ვისთან რაზე უნდა ესაუბრა როცა ირგვლივ ყველა მასზე ბედნიერი იყო და თითქმის ვერავინ უგებდა, არც ცდილობდა ვინმესთვის რამე აეხსნა, თავისი სატკივარი და სადარდებელი მხოლოდ მისი იყო... სახლიდან გამოვიდა და სამსახურისკენ გზას ფეხით გაუყვა, თავჩაღუნული მიდიოდა, ქუჩაში ვერავის და ვერაფერს ამჩნ