Posts

Showing posts from September, 2008

ოქროსფერ გოგონას ;)

ნუ აყვებით მოდას, ეს ყველაზე მოძველებული რამეა, რაც კი არსებობს. ნუ დაწერთ სიყვარულზე, მაგრამ წერეთ სიყვარულით.. იყო დრო, როცა ვეძებდი ნამდვილ მეგობარს - ვერ ვიპოვე. იყო დრო ნამდვილ სიყვარულსაც ვეძებდი.. . ეხლა ჩემს თავს ვეძებ და იმედი მაქვს ამას მაინც მივაგნებ. და სულაც არ მინდა რომ ზაფხული მოვიდეს... შემოდგომა უფრო სევდიანია და უფრო ვუგებ ;)

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

ეს პოსტი აგვისტოში დავწერე, მაგრამ არ ვაქვეყნებდი, ვთვლიდი რომ არ იყო ამის დრო და სიტუაცია, იმასაც ვფიქრობდი, რომ როგორც ერთი ჩემთვსი ძალიან საყვარელი და პატივსაცემი ადამიანი იტყვის ხოლმე (შენ ყველაფრის უტრირება გიყვარს და ყველაფერს ძალიან მძაფრად ხედავ ხოლმეო) შეიძლება მართლაც ვაჭარბებ და რაღაცაში ვცდები მეთქი, მაგრამ 1 სექტემბერს აქციაზე რომ გავედი ფოტოაპარატით ხელში და ერთ საათში აღარც პროტესტი რომ აღარ მინდოდა და აღარც სურათების გადაღება გადავწყვიტე მაინც დამეწერა..... დიდი ხანია არაფერი დამიწერია, უფრო ზუსტად აგვისტოს დასაწყისიდან. არადა ამ პაუზამდე თითქოს გადალახული მქონდა კრიზისი და ისევ ძველებურად ვყავდი წერას აყვანილი, მაგრამ ერთმა დღემ და შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა... 7 ში მაგრად დავთვერი და მეორე დღეს მთელი დღე მეძინა. შუადღეს საკმაოდ გადაცილებული იყო რომ გავიღვიძე, ტელევიზორი ჩავრთე და მანამდე რომ არასოდეს მომნდომებია საინფორმაციო გამოშვების ჩართვა, ამჯერად რატომღაც მაშინვე კურიერზე გადავრთე: ქალაქი ცხინვალი ჩვენს კონტროლ ქვეშაა... დაკავ