Posts

Showing posts from November, 2014

***

სადღაც დავწერე ამასწინათ, მემგონი სოციალურ ქსელში, ნუ ქმნით განწყობას თითქოს ქართველი კაცები მოძალადე კანიბალები არიან მეთქი და იქვე მათი ღირსებები ჩამოვთალე, ისევ ჩამოვთვლი: ქართველი კაცი დედას იფიცებს და ბატონს ეძახის, ქართველი კაცი ქალს ფეხზე უდგება და ცეკვის დროს მუხლზე უჩოქებს, ქართველი კაცი ქალს ეფარება და ქალის გადაფარებულ მანდილზე მოსისხლე მტერთან აგებს მახვილს... ეს მცირე ჩამონათვალია, კიდევ შეიძლება ჩამოთვლა, თუმცა აღარ გავაგრძელებ... ჩემს ამ მოსაზრებას კამათი მოჰყვა და ვიღაცამ მითხრა ეს მითია, რეალობა სხვანაირიაო... ნაწილობრივ მართალია, სად წავიდნენ მასეთი ქართველი კაცები? რატომ გახდა სალაპარაკო და რატომ ჩანს ისე, თითქოს მართლაც კანიბალები არიან? ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება რა შეიძლება იყოს მიზეზი, ბევრი შეიძლება კამათი იმაზეც არის თუ არა რეალურად ასე, თუმცა ერთი რამ ფაქტია: თემა არსებობს და თემა გაპრობლემდა... შორს არ წავალ იმაზე საუბრით თუ რატომ, როგორ, საიდან მოდის პრობლემა, რა უნდა ვუშველოთ, ვისი და რისი ბრლია, რატომ მაინცდამაინც დღეს და ასე შემდეგ... უ

როდესაც ვიღაცას გააღმერთებ ის აუცილებლად დაიჯერებს რომ ღმერთია...

პოლიტიკაზე წერა ნაკლებად მაინტერესებს, მირჩევნია სხვა რამეებზე გავამახვილო ყურადღება, ვფიქრობ ადამიანებზე და არა პოლიტიკურ მოვლენებზე, სიმართლე გითხრათ ბოლო ორი წლის განმავლობაში თუ რამე სასიკეთოდ შეიცვალა ამ ქვეყანაში - არის ის, რომ ნაკლებად მჭირდება ამ უკანასკნელზე ფიქრი, მაქვს საშუალება ვაკეთო ის რაც მინდა და ვაკეთო ისე, რომ არ ვიფიქრო არჩევნებზე, უმრავლესობა უმცირესობის ურთიერთობაზე, არ მეშინოდეს არეულობის და მიტინგების... მოკლედ რაღაც გაკეთდა, რაღაცეები არასწორადაც გაკეთდა, მაგრამ მაგაზე სხვა დროს, ბოლო პერიოდის მოვლენების დროს სხვა თემა მომხვდა თვალში და მასზე მინდა გავამახვილო ყურადღება... ჯერ ზვიადი, მერე შევარდნაძე, მერე მიშა, ლევანი, ბიძინა, ახლა ირაკლი... მუდმივად მოდიოდნენ ქართულ პოლიტიკაში ფიგურები, რომლის სახელსაც მაშინვე იტაცებდა საზოგადოება და სკანდირებდა, სკანდირებდა და ელოდა მათგან სასწაულს, მერე იმედი უცრუვდებოდა და ისევე მალე იქცეოდნენ ლანძღვისა და წყევლის ობიექტებად როგორც მანამდე კერპებად ... დიახ კერპებად... და ალბათ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთა