Posts

Showing posts from February, 2006

მილიონიანი ლატარეა

ჯონი პატარა ქალაქში ცხოვრობდა, ქარხანაში მუშაობდა, შემოსავალიც ნორმალური ჰქონდა, იმდენი რომ საშუალო, ოთხსულიან ოჯახს თავისუფლად ეყოფოდა, მაგრამ ჯონის ოჯახი არ ჰყავდა, მარტო ცხოვრობდა, არც ნათესავები ჰყავდა და არც მეგობრების სიუხვით გამოირჩეოდა, თუმცა თავად ჯონის მისი უცნაური გატაცების გამო მთელი ქალაქი იცნობდა. ჯონის გატაცება ლატარია იყო, მთელი ცხოვრება ლატარიის ბილეთებს ყიდულობდა, მთელ ფულს ამაში ხარჯავდა, თითქმის ყოველ საღამოს ტელევიზორთან იჯდა, გათამაშებას უყურებდა და მოგებას ელოდა... წინასწარ უხაროდა, წარმოიდგენდა როგორ შეიძენდა ძვირფას მანქანას, შემოივლიდა მსოფლიოს, მოგზაურობიდან დაბრუნებული შეირთავდა ცოლს, შეეძინებოდა შვილები... ამასობაში გათამაშება სრულდებოდა, იმედგაცრუებული ჯონი ტელევიზორს გამორთავდა, საწოლს მიაშურებდა და ახლა იქ განაგრძობდა ოცნებას, ასე ოცნებაში იძინებდა და მეორე დღეს ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ასე გადიოდა წლები. ერთ დღეს ადრე გაიღვიძა, სამსახურში დასვენების დღე ჰქონდა, არც ლატარია თამაშდებოდა იმ დღეს არცერთი და ჯონიმ არ იცოდა რა ეკეთებინა. იწვა და ფიქრო