Posts

Showing posts from December, 2020

„გილოცავთ“ - დღეს თქვენ ეს ბავშვი მოკალით!...

Image
  მთელი დღეა აფრიკის დასახლების ამბები მესმის, ვუყურებ, ვკითხულობ და ვუსმენ... ძალიან ბევრი ადამიანის კედელზე შემხვდა ეს ფოტო... არ დავიწყებ ახლა იმ დისკუსიაში შესვლას, როგორ მოიქცა მერია, გამოასახლა თუ არ გამოასახლა, დაუმთავრებელი იყო შენობები თუ დამთავრებული და შესახლებული, კანონიერი თუ უკანონო, ამაზე მერე ვისაუბროთ, სხვა დროს... ახლა მინდა ყველას მოგმართოთ, ვინც ეს ძალიან საყვარელი, ჩემი უმცროსი შვილისხელა ძალიან მაგარ თვალებიანი შეშინებული ბიჭუნა სახის დაუფარავად კედელ-კედელ „ათრიეთ“... თქვენ ყველანი ხართ მისი მკვლელობის თანამონაწილეები... გაუცნობიერებლად, სხვადასხვა მოტივით...   ზოგს მართლა შეგეცოდათ (მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდით, რომ ამ ოჯახს სახლი აქვს და არც არავის დაუნგრევია, ის და მამამისი მეზობელბის საგულშემატკივროდ, ამბის გასარკვევად რა ხდებოდა მათ გარშემო ან თუნდაც სეირის საყურებლად იყვნენ იქ იმ დროს), ზოგმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდით და „ქოცების“ არაადამიანური სახის საჩვენებლად გამოიყენეთ, ზოგმაც კი უბრალოდ ჩათვალეთ, რომ რაღაც უნდა გეთქვათ და „სამოქალაქო პოზი