Posts

Showing posts from February, 2008

პატარა თავგადასავალი

საინტერესო ქვეყანაა საქართველო. პატარა კოხტა და მრავალფეროვანი, ვიცი რომ გაცვეთილი სიტყვებია მაგრამ მასე და რა ვქნა, მიდიხარ, მიდიხარ და უყურებ ველებს, მთებს, მთის ძირებში შეფენილ სოფლებს და ხვდები, ძალიან ბედნიერი ხარ აქ რომ დაიბადე... გავიწყდება პოლიტიკაც, თბილისური საცობებიც, სამსახურის საქმეებიც, გაძვირებული ბენზინიც და სხვა პრობლემებიც, წარმოიდგენ როგორი იყო ეს მინდვრები ადრე, მაშინ როდესაც არც ავტობანი იყო და არც მანქანები, წარმოიდგენ და წარმოგიდგება თვალწინ დიდი მინდორი რომელზეც სამი ან ოთხი მხედარი მაიჭენებს ცხენებს, თითქოს ხედავ კიდევაც მათ იქ სადღაც.... ამ დროს რომელიმე მანქანის სიგნალი გესმის, რომელსაც საჭესთან მჯდომის უკმაყოფილო ტექსტი მოყვება, -რას მისიგნალებ თუ გადიხარ გადი რა შენი კარგიც მოვ...ან... რეალობაში ბრუნდები და მაგნიტოფონს უწყებ წვალებას. რაღაცას რთავ, მოგწონს მარა მალე გავიწყდება და ისევ ფიქრს იწყებ. ისევ მოდიან მირაჟები და წარმოსახვითი ქართველები... ახლა უკვე ომია. ერთი მხრიდან წითელი ფერია ბევრი, მოღუნული ხმლები და თრიაქის ბოლი, მეორე

იანვარი

Image
ესეც ასე, ახალი წლის პირველმა თვემაც ჩაიარა, ჩაიარა ძალიან სწრაფად და დინამიურად, თბილისისათვის უჩვეულო ყინვებითა და ნორმალური, განვითარებული ქვეყნებისათვის უჩვეულო მოვლენებით, ყინვაზე რა თქმა უნდა არავინ შემეკამათება, მართლაც უჩვეულოდ ციოდა წელს საქართველოში, აი მოვლენებზე კი შეიძლება ბევრმა თქვას სრულებით ნორმალური იყოო მაგრამ მოდით უბრალოდ ჩამოვთვლი მოვლენებს და მერე თუ გნებავთ ვიკამათოთ იყო თუ არა ეს ყველაფერი ნორმალური, ნოემბერსა და წინასაარჩევნნო მოვლენებზე აღარ შევჩერდები, მაგაზე უკვე ბევრი ვისაუბრე და ჩემზე მეტი კიდევ საინფორმაციო საშუალებებმა, ამიტომ პირდაპირ 5იანვრიდან დავიწყებ (ვიცი ბატონი დავითი მეტყვის 31დან დაიწყეო, მაგრამ ეგ შეუძლებელია, იმიტომ რომ ეგ პერიოდი თითქმის არ მახსოვს) მოკლედ რა მიმაჩნია არანორმალურად: არანორმალურია ის, რომ არჩევნების დღეს ქალაქში არცერთი სამარშუტო ტაქსი არ დადის (თურმე სხვა საქმეზე წაუყვანიათ ყველა).... არანორმალურია ის, რომ ეგზიტპოლის წარმომადგენლები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ეკითხებიან ერთ ერთ ცნობილ ადამიანს თავისი არჩევანის შესახებ