იანვარი


ესეც ასე, ახალი წლის პირველმა თვემაც ჩაიარა, ჩაიარა ძალიან სწრაფად და დინამიურად, თბილისისათვის უჩვეულო ყინვებითა და ნორმალური, განვითარებული ქვეყნებისათვის უჩვეულო მოვლენებით, ყინვაზე რა თქმა უნდა არავინ შემეკამათება, მართლაც უჩვეულოდ ციოდა წელს საქართველოში, აი მოვლენებზე კი შეიძლება ბევრმა თქვას სრულებით ნორმალური იყოო მაგრამ მოდით უბრალოდ ჩამოვთვლი მოვლენებს და მერე თუ გნებავთ ვიკამათოთ იყო თუ არა ეს ყველაფერი ნორმალური, ნოემბერსა და წინასაარჩევნნო მოვლენებზე აღარ შევჩერდები, მაგაზე უკვე ბევრი ვისაუბრე და ჩემზე მეტი კიდევ საინფორმაციო საშუალებებმა, ამიტომ პირდაპირ 5იანვრიდან დავიწყებ (ვიცი ბატონი დავითი მეტყვის 31დან დაიწყეო, მაგრამ ეგ შეუძლებელია, იმიტომ რომ ეგ პერიოდი თითქმის არ მახსოვს) მოკლედ რა მიმაჩნია არანორმალურად:

არანორმალურია ის, რომ არჩევნების დღეს ქალაქში არცერთი სამარშუტო ტაქსი არ დადის (თურმე სხვა საქმეზე წაუყვანიათ ყველა)....

არანორმალურია ის, რომ ეგზიტპოლის წარმომადგენლები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ეკითხებიან ერთ ერთ ცნობილ ადამიანს თავისი არჩევანის შესახებ რომ იციან, ამ ადამიანს თავისი ოპოზიციური განწყობა საჯაროდ ჰქონდა მანამდე დაფისირებული...

არანორმალურია ის, რომ ეგზიტპოლების ხელმძღვანელები, რომლის გამოკითხვების მიხედვითაც მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა მინისტრებად ინიშნებიან, იმ ეგზიტპოლებს კი რომლის მიხედვითაც 30% მიიღო საერთოდ არ აშუქებენ, თითქოს არც ჩატარებულა...

არანორმალურია ის, რომ ამ ეგზიტპოლის ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული ჩამტარებელი საჯაროდ გამოდის და აფიქსირებს განსხვავებულ შედეგს....

არანორმალურია ის, რომ მოქმედი პრეზიდენტის გუნდი ეგზიტპოლების შედეგებს ზეიმობს და მერე ცესკო ცდილობს ეს შედეგები როგორმე ოქმებში ასახოს....

არანორმალურია ის, რომ საარჩევნო კომისიის საიტზე გამოქვეყნებული პროცენტული მაჩვენებლები ორი კვირის განმავლობაში ვერ ბალანსდება და 92დან 96 %მდე მერყეობს...

არანორმალურია ის, რომ კომისიის წარმომადგენლები ოპოზიციის ბრალდებებს კი არ უარყოფენ, ვერ დაამტკიცეთო იძახიან....

არანორმალურია ის რომ ორ ომ წაგებული ქვეყნის პრეზიდენტი ინაუგურაციაზე აღლუმს მართავს.....

არანორმალურია ის, რომ ინაუგურაციის პარალელურად 4მილიონ ნახევრიან ქვეყანაში, -5 გრადუს ყინვაში პროტესტის გამოსახატად 200 000 ადამიანი გამოდის...
მოკლედ საგიჟეთია, ბევრი ლაპარაკი და ანალიზი სიმართლე გითხრათ მეზარება და მგონი ჯერჯერობით აზრიც არ აქვს იმდენად გაურკვეველი და არეულ დარეულია ყველაფერი, ისე ეღთი რამე მინდა ვთქვა, ეტყობა მეტის ღირსები არ ვართ და ვინც გვყავს ის უნდა გვყავდეს... რატომ? რატომ და უამრავი ადამიანი ვიცი ისეთი რომელიც აშკარად უარყოფითად არის განწყობილი დღევანდელი მთავრობის და პირადად ბატონი მიხეილის მიმართ, მაგრამ 200ლარის გამო მის საარჩევნო შტაბშიც მუშაობდა და აგიტაციასაც ეწეოდა, იმ სამარშუტო ტაქსების მძღოლების 40-50 პროცენტი, რომლებიც 5ში კარუსელებს ემსახურებოდნენ სულაც არ უჭერს მხარს ბატონ სააკაშვილს, მაგრამ აიძულეს და ზუსტად ეგ არის ის, რის გამოც ვამბობ მეტს არ ვიმსახურებთ მეთქი, ამ ადამიანებს სამწუხაროთ ეტყობა არ აქვთ ის შეგრძნება რასაც ღირსება ქვია და რის გამოც ამდენი ხალხი ქუჩაში გამოვიდა ნოემბერში (დარწმუნებული ვარ მათი ნახევარი მაინც იყო ნოემბრის აქციების დროს რუსთაველზე, მაგრამ არ ღირსების, არამედ უკეთესი მატერიალური მდგომარეობის მოლოდინით), დარწმუნებულ ვარ მაშინ არ ყოფილა ხალხი სოციალური მოთხოვნებით, როგორც ამას მთავრობის ”ძვირფასი” წარმომადგენლები გვიმტკიცებენ და არც ახლა ყინვაში არ გამოდის პურის და ხელფასის მოსათხოვად.. იმ ადამიანების საქციელი კი რომლებიც 200-300 ლარის, ან შიშის გამო თავის ღირსების და თავმოყვარეობის წინააღმდეგ წავიდნენ უბრალოდ სამარცხვინოა, სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, საქართველოში მასეთი ადამიანები ძალიან ბევრნი არიან....

თვის ფრაზები:

გივი თარგამაძე: მიტინგები რამდენიც უნდათ ატარონ, უნდათ ჩადგმით და უნდა ჩამოტარებით, ეს ჩვენ ხელს ვერაფერში შეგვიშლის.... (ბატონო გივი, სახლში მიტანითაც არსებობს)

ლევან გაჩეჩლაძე: (ლევან თარხნიშვილს) -გამოდი გამოდი, ნუ გეშინია არ გცემ...(და რატომ? )

მიხეილ სააკაშვილი: მთავრობა იქნება ძირეულად გადახალისებული.... (ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსოოოო ნათქვამია)

გუბაზ სანიკიძე: ქუთაისის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პირდაპირ მითხრა, რომ აგიჩემებიათ ეს მკვდარი სულები, თვითონ მკვდრის პატრონები არაფერს ამბობენ და თქვენ ვინ გეკითხებათო?!.... ( მართალია ბატონო გუბაზ, იქნებ მათაც უნდათ ხმის მიცემა და რატომ არღვევთ ადამიანის უფლებებს?....)

გია ნოდია: არც არჩევნები და არც ეგზიტპოლები არ გაყალბებულა (აბა რატომ ხათ ბატონო გია მინისტრი? )

გია თორთლაძე: როდესაც მე აფხაზეთის ომში ვიბრძვოდი, დეფაქტო პრეზიდენტი სააკაშვილი კაგებეს ჯარში მსახურობდა.... (ზუსტად მაგიტომ არის დღეს ეგ კაცი პრეზიდენტი ბატონო გია...)

გოგა ხაჩიძე: (გია თორთლაძეს) -მე დავბრუნდები სცენაზე ბატონო გია და აღარასოდეს ჩამოვალ იქიდან, ორონდ თქვენ პირობა მომეცით, რომ ახვალთ მთაზე და აღარასოდეს ჩამოხვალთ იქიდან....(მოკლედ ვიტყვი: იდიოტი)

თანასწორობის ინსტიტუტის აქცია: მიშა მოვდით!..... (რა აზრი ავს რო? ეს მაინც ტავის ადგილას ზის)

ეკა ხერხეულიძე: ოპოზიციონერების ეს განცხადება ძალიან დაბალი პოლიტიკური კულტურის მანიშნებელია.... (დაბალი პოლიტიკური დონე ექნებათ ქალბატონო ეკა აბა რა იქნება, რუსთაველზე კარავში წოლა, სადაც თქვენ აიმაღლეთ პოლიტიკური კულტურა, არ აცალეთ და გაყარეთ იქიდან....)

გიორგი გუგავა: აბა მივიღეთ ახლა სწრაფად ყველამ ნაჯახივით სახეები... (ნუ შეწუხდებით ბატონო გიორგი, ისედაც გვეშინია ლეიბორისტების)

კახა ბენდუქიძე: ტყემალაძე სანამ ჩემზე საუბარს დაიწყებს კბილები გამოიხეხოს.... (და რატრომ დადის მის ირგვლივ ყველა აირწინაღით ამაზე არასდროს დაფიქრებულა)

გია მაისაშვილი: mr. braiza: no justice, no peace.... (ესმის კაცს საკითხი)

ლევან თარხნიშვილი: სააკაშვილს ხმა მისცა მილიონზე მეტმა ადამიანმა.... (არა ბატონო ლევან ცდებით, ეგ ნოდიამ და იაკობაშვილამა დაუწერეს სააკაშვილს, თქვენ კიდევ დაგავალეს მასე თქვიო)

დავით გამყრელიძე: მე წავაგე არჩევნები, მაგრამ წავაგე არჩევნები არა თვითმარქვია სააკაშვილთან არამედ კანდიდატთან რომელიც აირჩია ხალხმა... (ხომ ვამბობდი, სწორად აზროვნებს მეთქი....)

.

თვის ფოტო:

Comments

Dv0rsky said…
მაგარი ფოტოა!

ვინაა ავტორი?
ნამდვილად არ ვიცი დვორსკ, ინტერნეტიდან მაქვს გადმოწერილი, დავგუგლე :) და ეს მომეწონა ყველაზე მეტად, ისე საინტერესო იყო, ძიებაში 5იანვრის არჩევნები ჩავწერე და 10დან 8 ფოტო საპროტესტო აქციების იყო

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *