ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

ეს პოსტი აგვისტოში დავწერე, მაგრამ არ ვაქვეყნებდი, ვთვლიდი რომ არ იყო ამის დრო და სიტუაცია, იმასაც ვფიქრობდი, რომ როგორც ერთი ჩემთვსი ძალიან საყვარელი და პატივსაცემი ადამიანი იტყვის ხოლმე (შენ ყველაფრის უტრირება გიყვარს და ყველაფერს ძალიან მძაფრად ხედავ ხოლმეო) შეიძლება მართლაც ვაჭარბებ და რაღაცაში ვცდები მეთქი, მაგრამ 1 სექტემბერს აქციაზე რომ გავედი ფოტოაპარატით ხელში და ერთ საათში აღარც პროტესტი რომ აღარ მინდოდა და აღარც სურათების გადაღება გადავწყვიტე მაინც დამეწერა.....

დიდი ხანია არაფერი დამიწერია, უფრო ზუსტად აგვისტოს დასაწყისიდან.
არადა ამ პაუზამდე თითქოს გადალახული მქონდა კრიზისი და ისევ ძველებურად ვყავდი წერას აყვანილი, მაგრამ ერთმა დღემ და შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა...

7 ში მაგრად დავთვერი და მეორე დღეს მთელი დღე მეძინა. შუადღეს საკმაოდ გადაცილებული იყო რომ გავიღვიძე, ტელევიზორი ჩავრთე და მანამდე რომ არასოდეს მომნდომებია საინფორმაციო გამოშვების ჩართვა, ამჯერად რატომღაც მაშინვე კურიერზე გადავრთე:

ქალაქი ცხინვალი ჩვენს კონტროლ ქვეშაა...
დაკავებულია სტრატეგიული სიმაღლეები...
მიმდინარეობს შეტევა ჯავაზე და როკის გვირაბზე...
კოკოითი დაიმალა და სადღაც ბუნკერიდან იძახის რუსეთმა მიგვატოვა და გვიღალატაო...
და ასე შემდეგ...

მივხვდი რომ სხვა ქვეყანაში გამეღვიძა, მივხვდი, რომ ამ დღიდან საქართველოში ბევრი რამ შეიცვლებოდა, თუმცა მე ბრიყვს იმ წუთას მეგონა, რომ ეს ცვლილებები სასიკეთო იქნებოდა, მაგრამ....

ამჯერად არ დავწერ იმაზე თუ ვინ და რატომ დაიწყო ომი, ვინ და რატომ გამოიყვანა ბრძოლის ველიდან სირბილით და ქაოსურად, ყველა ბრძოლა მოგებული ჯარისკაცები, არ დავწერ გაქცეულ მთავარსარდალზე და ერევანში „გადატანილ შარდენის ქუჩაზე“, არ დავწერ იმ რიტორიკაზე რაც ტელევიზორიდან ისმის, თითქოს ომი ჩვენ მოვიგეთ და ამ ორდღიანი ბრძოლების შედეგად რუსეთი დღე დღეზე დაიშლება და ჩვენ არათუ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, არამედ სოჭსაც დავიბრუნებთ, სინამდვილეში კი ისიც დაკარგული გვაქვს რაც აქამდე გვქონდა...

მე ხალხზე მინდა დავწერო, ხალხზე რომელიც მთელი ომის მანძილზე, არ - ან ვერ გაიქცა თბილისიდან.

რას დავწერ?

კარგს არაფერს და ეს ყველას არა მაგრამ ძალიან ბევრს ეხება...

რატომ? ...

აი რატომ:

12აგვისტოს როგორც იქნა ნელ ნელა შემოგვაპარეს ომი წავაგეთო, მაგრამ აქვე დასძინეს არაო არ წაგვიგია, მოვიგეთ მაგრამ თქვენ ჯერ ვერ ხვდებითო, უბრალოდ ჯერ პატარა პრობლემაა მოსაგვარებელი, რუსი თავისი ჩექმით თბილისის ასაღებად მოდის და მოდით ერთად დავდგეთ და ერთმანეთი გავამხნევოთო ( ერთმანეთი თუ გასაქცევად გამზადებული მთავარსარდალი ეგ სხვა საქმეა) შევიკრიბოთ და ვანახოთ მტერს როგორ ერთად ვართო...
სპექტაკლი იყო
რატომ?
იმიტომ რომ რუსისთვის სულერთი იყო ჩვენ ერთად ვიქნებოდით თუ ცალცალკე, თუ გადაწყვეტდა ერთადაც გვესროდა და ნაწილ ნაწილადაც, მათ საკუთარი ჯარი მოსახლეობა და ბავშვები არ ენანებათ და არ ეცოდებათ, (უახლოესმა წარსულმა ეს დაამტკიცა: ბესლანი, ნორდოსტი, სამაჩაბლოს ბრძოლის პირველი ორი დღე) ისე დაგვიშვებდნენ რომ ხელი არ აუკანკალდებოდათ,
არც ბებერ ევროპას სჭირდება მიტინგი საიმისოდ რომ დაინახოს ერთად ვართ თუ არა, თუ უნდა და აწყობს ისედაც დაგეხმარება, თუ არადა გინდა 300 000 დადგეს და გინდა მილიონ ნახევარი, აზრი არ აქვს...

რა გამოდის?

გამოდის ის რომ, თუ რუსისთვის ერთიანობის საჩვენებლად შევიკრიბეთ ბრიყვები ვართ - ერთად მოვგროვდით რომ ადვილად დავეხოცეთ ( სამი ბომბი საკმარისი იყო, რასაც ბომბი ვერ იზამდა გაქცეული ხალხისგან წარმოქმნილი ჭყლეტვა მოუთავებდა ხელს)...

თუ ევროპისთვის დახმარების სათხოვნელად, მაშინ მათხოვრები ვართ - რაც იმითაც დადასტურდა, რომ მიუხედავად ერთი ჩემგან აქამდე მართლაც პატივსაცემი მოხუცის მონდომებისა, ბატონმა სარკოზმა ამ სპეკტაკლში მონაწილეობის მიღება არ იკადრა და არც კი გამოვიდა ხალხთან შესახვედრად...

თუ მთავრობისთვის მხარდასაჭერად - მაშინ მომიტევეთ და დეგენერატები ვართ, იმიტომ რომ ამ მთავრობას მხარს ვუჭერთ, მთავრობას რომელმაც ავანტიურაში ჩაითრია ქვეყანა, უაზროდ ჩაახოცინა მართლაც გმირი ვაჟკაცები და რომელთა უმეტესობასაც ცოლ-შვილი, მაგ დროისთვის უკვე გახიზნული ჰყავდათ და თავადაც ერევნის გზას დაადგნენ იმავე ღამეს (მაინც ყოველი შემთხვევისთვის)

ალბათ თვითონაც მიხვდნენ სიტუაციის მარაზმულობას და გამოაცხადეს აქ ჩვენი დაღუპული გმირების პატივსაცემად და სატირლად მოვედითო, მაგრამ მაშინ რა შუაში იყო ლელა წურწუმია და ლექსენი?!...
მითუმეტეს მაშინ როდესაც ის გმირები რომლებზეც გველაპარაკებოდნენ ცხინვალის ქუჩებში და მიმდებარე სოფლებში ესვენენ, ოსები ცხედრებს ფეხსაცმელებს ხდიდნენ , წვავდნენ და მთავრობა და სარდლობა მათ გადმოსასვენებლად არაფერს აკეთებდა (არავინ თქვას ხო გადმოასვენესო, ამათ არავინ არ გადმოუსვენებიათ, სამი დღე ეზიდებოდნენ ჯერ თავად პატრიარქი დამ მერე სხვა სასულიერო პირები ცხედრებს ქართული სოფლებიდან, მერე კი თავად რუსებმა მოგვცეს დანარჩენი, ისიც იმიტომ რომ ეპიდემია არ დაწყებულიყო შიდა ქართლში ).
ერთადერთი ადამიანი ვინც სიცრუისაგან თავის დაღწევა სცადა პატრიარქი იყო და მართლაც გმირების სულის მოსახსენიებლად ხალხი სამებაში მიიყვანა, ეცადა უთავმოყვარეო ყრილობა როგორმე დაეშალა.
მაგრამ რად გინდა, ეს მგლოვიარე ხალხი ტაძრიდან რუსთაველზე დაბრუნდა და კონცერტის და ჩვენი ძვირფასი ქალაქის მერის (რომელსაც რა ესაქმებოდა ომში მაშინ როდესაც მერიის წინ მოედანი მშიერი და უსახლკარო ლტოლვილებით იყო სავსე) გულზე მჯიღის ბრახუნის მოსასმენად დაბრუნდა...

აბა როგორ მოქცეულიყვნენ?

მგლოვიარე არ ცეკვავს, არ დახტის და გამაყრუებელი სიგნალებით მთელს ქალაქში არ დარბის.

მგლოვიარეს შავ არშია შემოკრული დროშა უჭირავს ხელში დაშვებული და მდუმარედ დგას, დგას და ამით ძალაც ჩანს, ერთად დგომაც და შეუდრეკელობაც...

პროტესტი არ არის მანქანით წინ და უკან სირბილი, ეგ უკვე პანიკაა, პროტესტი რეალური დაუმორჩილებლობა და ბრძოლაა...

სამასი ათასის წინ ყვირილი პროტესტი არ არის, ეგ საკუთარი შიშის დემონსტრირებაა, პროტესტი ცოტნე დადიანია...

საქრკო სარკოს ყვირილი პროტესტი არ არის, ეგ საპონია და ვაზელინია, პროტესტი შავლეგო და ქართველო ხელი ხმალს იკარ არის...

ლექსენი და ლელა წურწუმია გლოვა არ არის, ეგ საკუთარი მკვდრის უპატივცემობაა, გლოვა საგალობელი და ზარია...

სინამდვილეში რა მოხდა?

სინამდვილეში ჩვენს მთავარსარდალს შეეშინდა, შეეშინდა ისე როგორც მაშინ, ქართულმა არხებმა რომ არ ანახეს და მთელმა მსოფლიომ ნახა, გორში საკუთარ დაცვას რო გაასწრო და კუთხეში დაიმალა, შეეშინდა და ალბათ გაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ მისმა პიარშიკებმა უმალ მოიფიქრეს გამოსავალიდ ა სასწრაფოდ აახლეს ბატონს 300ათასიანი მიტინგი, ხალხი შენს გვერდითააო დაარწმუნეს და დაამშვიდეს (მართალია ბოლომდე ვერ დამშვიდდა და ნერვიულობისაგან ჰალსტუხი მაინც სახალხოდ შემოეჭამა, მაგრამ არა უშავს მთავარია რომ არ გაიქცა)

თუნ ვინმე არ მეთანხმება მზად ვარ მის დასარწმუნებლად იმის ნახევარი ინფორმაციის დემონსტრირება მოვახდინო, რაც მე თვითონ ვნახე და მოვიძიე ინტერნეტში, ამ დღეების განმავლობაში...

რა ვქნათ?

ყველამ ჩვენს სულში ჩავიხედოთ რამდენად მართლები ვიყავით 2003წლის 23ნოემბერს, რამდენად მართლები ვიყავით მაშინ როდესაც სანდრო გირგვლიანის მკვლელების დასასჯელად გამართული მანიფესტაციების მონაწილეებს უსაქმურებს და მოცლილებს ვეძახდით, რამდენად მართლები ვიყავით მაშინ როდესაც 7ნოემბერს იმედის დარბევის შემდეგ ყველანი ქუჩაში არ გამოვედით, მაშინ როდესაც 5იანვრის არჩევნების მერე ნოდია, იაკობაშვილი და თარხნიშვილი კინწისკვრით არ გავყარეთ და მაშინ როდესაც 21 მაისს 20ლარად ვაძლევდით ხმას... (ვიცი ბევრი იტყვის რას იქექები წარსულში, რა დროს ეგააო, მაგრამ ეს უბედურება ციდან ხომ არ ჩამოვარდნილა, ეს ხომ რაღაცის შედეგია და შედეგია იმისა რაც ზევით დავასახელე )

...და კონკრეტულად რა ვქნათ?

სიმართლე გითხრათ ბევრს ვერაფერს ვიტყვი ამ სიტუაციაში, ბრძენი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ რასაც ვხედავ ერთია, რომ რეალურად უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი მდგომარეობის სირთულე, გამოვიდეთ არქიფო სეთურის სამფლობელოდან, რეალურად ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ და ვოლოცოთ, (ოღონდ ვილოცოთ გულით და გულწრფელად და არა მოჩვენებითად, სამგლოვიარო პარაკლისიდან დაბრუნებულები ლექსენის სასმენად რომ მივდივართ)

რა საჭირო იყო ამ ყველაფრის დაწერა?

მემგონი საჭირო იყო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მაწუხებს, მაწუხებს და მეცოდებიან ის გმირები რომლებმაც თავი დადეს მათთვის ვისაც სულაც არ ანაღვლებს მათი სიცოცხლე და ვისთვისაც სინამდვილეში სულერთია რუსი მოტყნავს თუ ამერიკელი, მთავარია იყვიროს და ყველას გააგებინოს ადამიანი ვარო.
ეგ არ არის ადამიანობა, ეგ საკუთაერი სილაჩრის და სისუსტის დემონსტრირებაა.
და ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ თუ ერთი ეგეთი მაინც წაიკითხავს ამ წერილს რაღაც აეწვას, რაღაცაზე დაფიქრდეს და შერცხვეს თავისი საქციელის, დაფიქრდეს და გამოფხიზლდეს...

ტატო
2008წლის აგვისტო

p.s.
თქვენ წარმოიდგინეთ ამ პოსტის მერე შეურაცხმყოფელი კომენტებიც რომ დამიტოვოთ არ წავშლი, თუ თქვენს რეალურ სახელს მიუთითებთ (გადამოწმება ხომ იცით რომ მარტივად შეიძლება) ანონიმუსებს აუცილებლად წავშლი

p.p.s.
აქვე გავმეორდები და ვიტყვი, რომ ეს ყველას არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრს

Comments

Anonymous said…
ეხლა მისმინე. ჯერ ერთი ცხინვალში დახოცილი ჯარისკაცები არ არიან ცოდოები. იმიტომ რომ საქართველოსთვის დაიხოცენ. ცოდოები დარჩენილები ვართ, იმიტომ რომ იმათი სიკვდილით ბევრად მეტი ვალდებულება გვაქვს, რომ რისთვისაც მოკვდნენ ის გავაკეთოთ.
მერე მეორე, თუ არ იცი როგორ უნდა მოვიქცეთ სახლიდან სხვისი კრიტიკა ადვილია. მე ამ მთავრობის დამცველი და მხარდამჭერი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ეხლა მთავრობა არაფერ შუაში არ არის. ვინც არ უნდა ყოფილიყო, ეს ომი მაინც იქნებოდა. რაც შეეხება მიტინგების ფორმას, მართალია არ იყო იდეალური, მაგრამ სიტუაცია 1993 წლის სიტუაციას ნამდვილად ჯობდა, თუნდაც იმიტომ ,რომ მთელი ერი ერთად იდგა და აფხაზეთში რომ რუსი შემოდიოდა ქობალია არ მოგვდგომია ქუთაისთან.
ჯარის უკან გამოყვანას რაც შეეხება, იმიტომ გამოიყვანეს, რომ ჯარმა თავის ფუნქცია შეასრულა. აიძულა რუსეთი კონფლიქტის ზონას გაცდენილიყო და დანარჩენი საქართველოს დაბომბვა დაეწყო, და თავისი აგრესიული სახე გაემჟღავნებინა. რითი აიძულა? იმით რომ გორის და ფოთის დაბომბვის გარეშე ვერ მოუგო ჩვენ ჯარს ომი და არჩევანის წინაშე დადგა. ან ცხინვალი უნდა დაეთმო ან საქარველო მთლიანად უნდა დაებომბა. რაც აირჩია ყველამ ვნახეთ. რასაც მოიმკის ამ არჩევანით მაგასაც მალე ვნახავთ. ისე ალბათ ყველამ იცის მაგრამ მაინც აღვნიშნავ, რომ ცხინვალიდან რომ არ გამოსულიყო რუსეთი ვერავინ მსოფლიოში ხმას ვერ ამოიღებდა ჩვენს დასაცავად.
რაც შეეხება შიშს. შიში სირცხვილი არ არის. ყველა ნორმალურ ადამიანს ეშინია, მით უმეტეს ომში. მარტო გიჟები არიან უშიშრები. მთავარია დაძლევ თუ არა იმ შიშს. დაძლია თუ დააძლევინეს სხვა თემაა, მაგრამ მიშას თბილისი არ დაუტოვებია, არც ცოლშვილი გაუხიზნავს, იმიტომ რომ მიტინგზე ყავდა და ყველამ ვნახეთ.
და ბოლოს. მოგებული ომის მერე ყველა კარგ შემართებაზეა. მთავარი, ეხლაა, რომ წაგებულმა ომმა არ გაგვტეხოს და იმ პესიმიზმს არ მიეცეს ერი რასაც შენ წერ. ცუდად არის საქმე და გამოსავალს ვერ ვხედავთ. ვიცით, რომ ცუდად არის საქმე, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ამაზე უარეს სიტუაციაშიც ყოფილა საქართველო. მე დარწმუნებული ვარ რომ ერთად თუ ვიქნებით რუსეთის ჭირსაც დავძლევთ და სხვა ბევრსაც. ასე რომ ეხლა პესიმიზმი ყველაზე დამღუპველია რუსთაველის ნათქვამი გავიხსენოთ ყველამ "ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვიტკირსაო". ტირილს და წუწუნს მოვრჩეთ, მით უმეტეს ირონიას და ნიჰილიზმს და ყველა ერთად ვეცადოთ, რომ გავიმარჯვოთ.
აი ასე. (აქ წესით "ვოტ" უნდა დამეწერა მაგრამ რუსული აღარაფერი აღარ მინდა.)
Manana said…
Tato, yvelaferSi geTanxmebi.
rac Seexeba imas, Cveni daRupuli jariskacebi codoebi arian Tu ara, diaxac rom codoebi arian. isini ra Tqma unda gmirebi arian da martlac samSoblostvis daiRupnen, magram rodisRa unda gaigos xelisuflebam mati vinaoba, rodisRa unda mianiWos maT gmiroba. nuTu ase Znelia mati vinaobis dadgena. meore msoflio omis drosac ki ar yofila amdeni usaxelo daRupuli jariskaci. nuTu arc ert jariskacs ar aRmoaCnda raime sabuTi an elementarulad piradi nomeri. saocaria da amazrzeni.
Anonymous said…
მანანა, პირადი ნომრებით ომში არ დადიან, და ვინაობას რაც შეეხება ყველა ჯარისკაცის დნმ არის გაგზავნილი ამერიკაში და არცერთი არ დარჩება ამოცნობის გარეშე.
Anonymous said…
tato ar mcxvenia imis rom 23 noembers aqciaze videqi, ar mcxvenia vinaidan maSin danamdvilebiT vicodi erTi ram_ SevardnaZe (Tavisi amaliT) da aslan abaSiZe unda wasuliyvnen, azri dResac ar Semicvlia.
rac Seexeba mitings, geTanxmebi ar jdeboda CarCoebSi, magram modi imazec vifiqroT, rom samoqalaqo sazogadoebis mxolod Canasaxi gagvaCnia am etapze, is nel-nela viTardeba da erTad dogma im momentSi, roca ruseTs ebrZvi raRacas namdvilad niSnavs.
kritika Zalian kargia, kritikuli azrovnebis deficiti albaT yvelaze didi tragedia, magram is cinizmSi ar unda gadadiodes.
Unknown said…
სამწუხაროდ არც მთლად მასეა საქმე როგორც ნიკამ დაწერა, ჯერ ერთი შეცდომა იყო საერთოდ ცხინვალში სამხედრო ოპერაციის დაწყება და არავინ არ თქვას რომ ეს იძულებით მოხდა და რომ სხვა გზა არ ქონდათ(გვქონდა) იმიტომ რომ ეს ყველაფერი გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი და რა საოცარიც არ უნდა იყოს მე ვიცოდი ეს !!! მართლა ვიცოდი და ამის მოწმეებიც არიან ორი თვით ადრე რო ვეუბნებოდი.
ანუ ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა და გაცილებით უფრო მომგებიან პოზიციაში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა ვიდრე ეხლა არის (რუსეთთან მიმართებაში)
რაც შეეხება იმას რომ ერთად უნდა დავდგეთ და გავერთიანდეთ ეგ მართალია მაგრამ ამისათვის ომი და უბედურება არაა საჭირო, მანამდე უნდა დაგვეწყო ეგ..
და მარტო ჯაჭვში დგომით ან მიტინგზე სიარულით ვერ ვიქნებით ერთნი (ნუ ეს საერთოდ სხვა თემაა და არ ვიცით ვერ ვისწავლეთ ერთობა)
საერთოდ პრობლემებს, უფრო სწორედ მიზეზებს ვეძებთ ყოველთვის სხვაგან რუსეთში,ოსეთში,ამხაზეთში,ამერიკაში და ასეშემდეგ სანამ არ მივხვდებით რომ ჩვენშია ეს პრობლემა და ჩვენ გვაქ შიგნით ჩვენ ქვეყანაში ჩვენ ქალაქში ჩვენ უბანში ჩვენ სახლში ჩვენ თავში მოსაგვარებელი ურთიერთობა გასარკვევი საერთოდ რა გვინდა და რისთვის და გადასაწყვეტი ეს როგორ გავაკეთოდ,ისე სპონტანურად და მე ეგ არ მეხება და მიშა ან გრიშა გააკეთებს და დავაი და მერე გამოჩნდებათი აჰაა ვხედავთ რა ქაქშიც ვართ
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ყველაფერი გაცილებით ადვილია ვიდრე ჩანს და ”გვაჩვენებენ” იმიტომ რომ ჩვენშია რა პრობლემა სიყვარულის დეფიციტი აქ ჩვენ ქვეყანას დიდი და აქედან მოდის ყველაფერი!
მაგარი აბდაუბდა გამომივიდა მარა სიტუაციაც ეგეთია და..
Anonymous said…
როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს გეთანხმებით ყევლას. ანუ ყველას განწყობებს ვიზიარებს ნაწილ ნაწილ, ყველა მარტალია, ყველა სხვადასხვა კუთხით ხედავთ და ყველა კუთხე სწორია.

ტატოსაც ვეთანხმები...
მესმის რო უფრო მეტად განიცდის და ღრმად ამ ყველაფერს ვიდრე ბევრის სხვა...

თუმცა არ ნიშნავს რო ის სხვები მოღალატეები და არაფრის მაქნისები არიან.
ყველას თავისი მისია და აგგილი აქვს,.. ხედვაც.

მესმის ნიკასი, ოპტიმიზმი და იმედი რო არა, სადღაც თემურ ლენგის მერე ჩვენი ხსენება არარ უნდა ყოფილიყო ისტორიაში.
აგერ ვართ ვბლოგავთ ვპოსტავთ, ზნაჩიტ ამ დედაპუტინმედვედევსაც გადავაგორებთ.

მესმის სანდრიკასი...
ხო კი, ნამდვილად ბევრი გვაკლია. ერთობაშიც. რო ემზადებოდნენ ცხინვალზე მაგიც ყველამ ან იცოდა ან ვინც არ იცოდა გული უგრძნობდა...

ნინოსიც მესმის...

შევარდნაძე და ასლანი მითუმეტეს რო უნდა წასულიყვნენ ცხადი იყო და ფაქტი...

ჩემიც მესმის...

დიდი მღელვარება გადავიტანეთ... იშვიათი ქართველი თუ დარჩა ვინც ეს ამბები გულთან არ მიიტანა და არ განიცადა. ნუ ყველამ სხვადასხვაგვარად გამოხატა.
მიტინგზეც ვიყავი. იმიტო არა რო ლელა წურწუმიასთვის მომესმინა. უბრალოდ ყველას უნდა დაგვენახა რო მეტნაკლებად ერთ აზრზე ვდევართ: იმ აზრზე მინიმუმ, რომ ჩვენ ვართ აქეთ და გვინდა რაღაც და ისინი (რუსები და პოსტსაბჭოთა ნაგავი) იქით და და სხვაგან გვექაჩებიან.
მიჭამ გალსტუკი ჭამა და ხო მეც შემრცხვა მარა მისიც მესმის, დედაჩემს ძალიან შეეცოდა და ერთი რამე თქვა: მის ადგილას მე მთელ შარვალკოსტუმს შევჭამდი სიმწრისგანო... არის ამაში სიმართლის მარცვალი. ის იმ წუთას ცოდო იყო, უზარმაზარი წნეხის და პასუხისმგებლობის ქვეშ მოქცეული, თუნდაც უამრავი სულელური შეცდომის გამო.

მოკლედ....

არ დავწვრუილმანდები, განსახილველი ისეც უამრავი საკითხია, თუნდაც ის ერთეული მარა არამზადა ვინც ამ არეულობაში ხელის მოთბობა მონდომა, ან ის მოღალატე ვინც რუსებთან თანამშრომლობა, არც უამისობა იყო...

ჩვენ გადავიტანთ.

ჭაბუა ამბობს მე ცხოვრებაში იუმორის გრძნობამ გადამარჩინაო.
ხოდა სანამ შეგვიძლია გავიცინოთ...
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებთ.

აი ეგრე.

მე მჯერა რო მთელი ამ ყველაფრიდან რაღაც გამოვა.



უნდა გამოვიყვანოთ!

სხვანაირად არ გამოვა და აბა ჰე ახლა.. ყველამ თავის საკეთებელს მიხედოს!
KLAKLA said…
tato, magaria. nika, yvelani codoebi vart, magram tan pasuxismgeblebi imaze, rac moxda. dartsmunebuli var, rom ro gekitxat omamde, rogor unda davibrunot apxazeti da osetio, bevri ityoda mshvidobit ar gamodis da ese igi omito. xoda ai omi...
ნიკოლოზ, შენ მემგონი ამ პოსტის შინაარსი ზუსტად ვერ გაიგე, მე ამ შემთხვევაში ომზე, ომის მიზეზებზე და იმაზე თუ როგორ აწარმოეს ეს ომი არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორ მოვიქეცით ჩვენ, უბრალო ადამიანები, მართალი ხარ ერთ რამეში სხვისი კრიტიკა ადვილია სახლიდან და ომში არც მე ვყოფილვარ,მეც მეშინოდა და მეც ვფიქრობდი რა უნდა მექნა იმ შემთხვევაში თუ რუსი თბილისში შემოვიდოდა, მეტსაც გეტყვი, მიტინგზე წასვლასაც ვაპირებდი და ტაძარშიც ვიყავი მაგ დღეს, მაგრამ არ დამიწყია ქუჩაში სირბილი და სტვენა და ყვირილი, მე ისევე როგორც ბევრი თქვენგანი (ნორმალურები ვინც ხართ იმათ გგულისხმობთ) სხვა რამისთვის ვემზადებოდი, ვემზადებოდი ბრძოლისთვის, ნამდვილი პროტესტისთვის, ძალიან დიდი და დამქანცველი შრომისთვის... მაგ დროს ყვირილი და სირბილი აბსოლიტურად არაადექვატურია დ ზუსტად მაგიტომაც ვწერ ასე მძაფრად, რომ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რაშია პრობლემა, პრობლემა რომელმაც ამ ომამდე და ბევრ სხვა უბედურებამდე მიგვიყვანა და ცოტათი შეგვრცხვეს, შეგვრცხვეს იმისა რომ ამდენ შეცდომადაშვებულ საზოგადოებას არ გვყოფნის საღი აზრი და ნაცვლად იმისა, რომ ადექვატურად მოვიქცეთ ღრიანცელს ვტეხთ და ვჩხავით... ვიცი რასაც ფიქრობ, რომ ეს მასაა და ვერავის აუკრძალავ მასეთ საქციელს, მაგრამ ზუსტად მაგაშია საქმე რომ კი არ უნდა აუკრძალო, თავად არ უნდა უნდოდეს და თუ ვერ ხვდება როგორ მოიქცეს, მაშინ შენ უნდა იყო მაგალითი და როდესაც პატრიარქი მრევლს სალოცავად წაიყვანს უკან არ უნდა მოაბრუნო ლექსენის სასმენად.... რაც შეეხება იმას თუ რატომ მეცოდებიან ჯარისკაცები, მეცოდებიან იმიტომ, რომ მათ თავი დადეს, სიცოცხლე შეწირეს და ჩვენ სამაგიეროდ მიწა არ ვაღირსეთ, მართლა ერთერთი ყოფილი სამხედროსი არ იყოს (გვარს სპეციალურად არ ვასახელებ, ამან კიდე ცალკე კამათი რომ არ გამოიწვიოს) მთელი ერი უნდა მივსულიყავით გორის შესასვლელთან და უნდა გვეხვეწნა რუსებისთვის და ოსებისთვის, ჩვენი გმირების ცხედრები გადმოეცათ, რომ ქრისტიანულად და ღირსეულად დაგვეკრძალა, მეცოდებიან იმიტომ, რომ მათი გლოვის დღეებში როდესაც წესით მართლა მთელ ერს შავი უნდა ცმოდა მათ გამო ( მომიტევეთ უტრირებისთვის ) ქართული ტელეარხები რაღაც გამარჯვების ჰიმნს ატრიალებდნენ ეთერში 24 საათი, მეცოდებიან იმიტომ, რომ მათი დაღუპვა ხშირ შემთხვევაში ჩვენი სარდლობის (ან მთავრობის) შეცდომების ბრალი იყო, ვერანაირად ვერ დავიჯერებ რომ საქართველოს სჭირდებოდა სენაკის სამხედრო ბაზაზე რადარის დაბომბვისას გამოუცდელი რეზერვისტების დაღუპვა, რომლებიც იმ წუთას იქ მხოლოდ იმიტომ იყვნენ (უშუალოდ რადართან) რომ არ იცოდნენ იმ კონკრეტულ მომენტში როგორ მოქცეულიყვნენ,
მე მაინც მგონია ეს ომი არ იყო გათვლილად და გამიზნულად დაწყებული და წარმოებული ჩვენი მხრიდან, თორემ არც მსხვერპლი იქნებოდა ამდენი და არც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპებოდა ქართულ სოფლებში, და არ მითხრათ ახლა რომ გჯერათ იმ ციფრის მსხვერპლის შესახებ რასაც ტელევიზორში აცხადებენ... თუნდაც მართალი იყოს, ან კიდევ უფრო მეტიც სულ 3 მშვიდობიანი მოსახლე იყოს დაღუპული, ვინც მეტყვის რომ ეს საჭირო იყო იმისთვის რომ რუსეთის სახე გვეჩვენებინაო უბრალოდ არაადამიანად ჩავთვლი, და ვეტყვი საკუთარი თავი ან საკუთარი ახლობელი წარმოიდგინოს იმ ხალხის ადგილას...
ნინ,
შენ ნამდვილად არ უნდა შეგრცხვეს იმის რომ 23ნოემბერს მიტინგზე იყავი, ჯერ ერთი იმიტომ, მაშინ ამათი ბევრს სჯეროდა, მეორეც იმიტომ რომ შევარდნაძეს მართლა იმდენად ჰქონდა იმიჯი წამხდარი რომ ძალიან ბევრი მხოლოდ მის გამო უჭერდა მხარს ამ ყმაწვილებს, მესამე იმიტომ რომ ამ ახვრებმა მაშინ პიარზე ძალიან კარგად იმუშავეს და თუ მაშინდელ სენს ასაკს გავითვალისწინებთ არ მიკვირს რომ მართლა გჯეროდა, სამაგიეროდ შენ ახლა შეგიძლია გაანალიზო ის რომ მაშინდელმა რევოლუციამ კარგი არაფერი არ მოიტანა და რეალურად მხოლოდ ფასადი შეიღება და ასფალტი დაიგო... სამაგიეროდ მე დარწმუნებული ვარ შენ 12აგვისტოს და 1სექტემბრის აქციებიშ შესახებ ჩემს აზრს იზიარებ...
დანარჩენებს კიდევ რა გითხრათ, მიხარია რომ ერთი არ ვარ ვინც ისე ვფიქრობ როგორც აქ ვწერ და მიხარია რომ არსებობთ თქვენ ვისაც შეგიძლიათ ( ჩემი აზრით რა თქმა უნდა ნიკუშ, ვიცი რომ ეს სამყაროს საზომი არ არის მაგრამ მე მაქვს ეს ჩემი აზრი და ეგ თემა არ დააკომენტო;) ) სიტუაციის ჯანსაღად აღქმა და მჯერა რომ მართალია ძნელად, მაგრამ მაინც შევძლებთ და დროტა განმავლობაში უკეთესობისკენაც შევცვლით რაღაცეებს
Anonymous said…
კაროჩე რა. კომენტარებით კამათი ძნელია. საუბარი უკეთესი ფორმაა. მაგარი ნათქვამია და ახლა ვხვდები ბოლომდე ამის აზრს :"გამარჯვებულებს არ ასამართლებენო". ეხლა რომ ჩვენ ცხინვალი დაბრუნებული გვქონდეს ამაზე 10–ჯერ მეტი მსვერპლი რომ ყოფილიყო ბოზიშვილივიყო(ბოდიში უცენზურობისთვის, მაგრამ ვერ ვითმენ ამ ადგილას)თუ ვინმეს მოგსვლოდათ თავში აზრად ის რასაც აქ წერთ.მიშას გალსტუკის ჭამაზე გაიცინებდით, დაღუპულების ხსოვნას ფეხზე ამდგარი დალევდით, და სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახს 3000 წლიან სახლემწიფოსთან გააიგივებდით. მე არ ვმსჯელობ იმ არგუმენტებზე რაც თქვენ აქ მოგყავთ. შეიძლება მართალიც იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალში ცეცხლი შეწყდა, ომი ჯერ არ დამთავრებულა, კვლავ მიდის და ეხლა სხვისი შეცდომების თვლის დრო ნამდვილად არ არის. რაც შეეხება იმას თუ ვინ დაიწყო ომი, სანდრო შენ რომ ორი თვის წინ იცოდი მიშა სააკაშვილი 6თვის წინ იძახდა აგვისტოსი რუსები ცხინვალში შემოვლენო და რუსულ საიტებს თუ კითხულობ, დაჭრილი რუსი კაპიტნის ინტერვიუ იყო თავდაცვის სამინისტროს გაზეთში 7 აგვისტოს უკვე ცხინვალში ვიყავით 58–ე არმიის ნაწილებიო. დანარჩენი შენ თვითნ განსაჯე. და კიდევ ერთი, თვითნებურად დაწყებულ ომში (1993 წელი გაიხსენეთ)მთელი მსოფლიო ასე არ დაგიდგება გვერდში.
თუ ამ კომენტარში აგრესიული ტონი იგრძნობა ბოდიშს გიხდით, იმიტომ რომ თქვენს მიმართ არ არის ეს აგრესია, უბრალოდ ყველა დაძაბულები ვართ დღეს და ეს იმის შედეგია.
Anonymous said…
და კიდევ ერთი ინფორამცია იმათთვის ვინც არ მიცნობს:
ნაციონალად არ ჩამთვალოთ, 23 ნოემბერსაც წინააღმდეგი ვიყავი მიშასი, მერეც და იუსტიციის მინისტრი რომ იყო მაშინაც არ მევასებოდა.არადა ამ ბოლო დროს ისეთ ხალხთან ვიცავ მიშას, 23–ში რომ დროშა ვერ გავაგდებინე ხელიდან და მოღალატეს და შევარდნაძისტს რომ მეძახდნენ. ჰმ, უცნაურია ცხოვრება :)
Anonymous said…
revolucia cudia, is ukan daxevas niSnavs. asakis miuxedavad es vicodi, isic rom am gziT xelisuflebis Secvla sakmaod sarisko iyo, Tumca gadawyvetileba miviRe da arc pasuxismgeblobas ar gavurbi da amaze xmamaRla vsaubrob. es ar niSnavs imas, rom romelime konkretul pirs an partias vuWerdi mxars. marTalia tato, Secdomebi iyo, jer kidev omamde. piradad me maTze vsaubrobdi, Tumca Cvens qveyanaSi imdenad miRebulia radikalizmi, rom problemis wamoweva samwuxarod xelisuflebis Secvlis moTxovnasTan asocirdeba, rasac isev revoluciamde mivyavarT. mokled Caketili wrea, mizezi ki imaSia, rom sazogadoebis dakveTaa aseTi, politikosebi gabrazebuli mosaxleobis azrs “gabrazebulad” gamoTqvamen da maT guls igeben.
rac Seexeba oms, 8 agvistomde gamokiTxva rom Cagvetarebina merwmuneT mosaxleobis didi nawili mxars dauWerda saomar moqmedebebs. samwuxarod, veTanxmebi nikas mier daxatul gamarjvebis scenars.
da bolos ubralod imis Tqma msurs, rom realoba is aris rasac vxedavT, imaze fiqriT ra iqneboda omi rom ar dagveSva an mogvego, verc jariskacebs gavacocxlebT da verc devnilebs davabrunebT. axla imaze fiqria saWiro ra unda movimoqmedoT, am realobis Sesacvlelad.
Anonymous said…
ახლა მეც ბევრი რამის დაწერა მომინდა მარა დამეზარა.

რო შევიკრიბებით მერე....
Anonymous said…
ტატო ვთვლი რომ ამ სტატიით(არ ვიცი ამას როგორ უწოდებთ) კიდევ ერთხელ დაამტკიცე რომ ჟურნალისტი ხარ, ქართველი ჟურნალისტი. მგონი კარგად იცი ამაში რასაც ვგულისხმობ, ამიტომ გავაგრძლებ...

უბრალოდ ძალიან ბევრი ფაქტი არ მომეწონა და მინდა ამაზე გავაკეთო კომენტარი.
1) რატომ გამოიყვანეს ჯარისკაცები? 300 კაცი დაიღუპა და ნახე რა ამბავია და წარმოგიდგენია 3000 რომ დაღუპულიყო რა მოხდებოდა? დამიჯერე მაგ ომს ყველა რომ დავღუპულიყავით მაინც წავაგებდით და ეს შენც იცი. არ ვიცი გაქვს თუ არა ნანახი ბრძოლის მათემატიკური მოდელი. მე პირადად არნოლდის წიგნში ვნახე, მართალია საკმაოდ უხეშად იყო დახაზული, მაგრამ მაინც შეიძლება რეალურ სიტუაციაზე მორგება. ომი ღირს მაშინ სანამ შანსი გაქვს და თან არც ისე პატარა. აბა როდის უნდა შეგვეწვყვიტა როცა მთელი მთელი არმია ამოწყდებოდა?! ეს ხომ კომპიუტერული თამაში არაა და საქმე რეალურ სიცოცხლესთან გვაქვს. ჩემი აზრით ჯარი ზუსტად დროზე გამოიყვანეს, ამის შემდეგ უკვე, როგორც ოპოზიციურად განწყობილები იტყვიან, "ბიჭების ამოწყვეტა" დაიწყებოდა.
ომი ვინ დაიწყო ეს ყველამ იცის, და ეს 1 თვის წინ არ დაწყებულა. კონკრეტულად ეს ბრძოლა ვინ წამოიწყო ეს იმაზე დამოკიდებული რას უწოდებ დაწყებას: პირველ შეტევას, თუ პირველი შეტევის მოგერიებას.
შენ ამბობ აქციაზე ჩვენ მიშას გასამხნევებლად ვიყავით... საინტერესოა ჩვენი გამხნევება ასეთი მნიშვნელოვანი რატომ იყო, როცა 6 პრეზიდენტი იყო ევროკავშირიდან ჩამოსული. მე იქ იმიტომ გავედი რომ არ მინდოდა სახლში ვმჯდარიყავი და მთავრობა მეგინებია ზოგიერთებისგან განსხვავებით. მინდოდა ჩემი წვრილი შემეტენა ყველაფერში. სამწუხაროა რომ მხოლოდ დაღუპულების დათვლა შეგვიძლია და ომად მხოლოდ ის მიგვაჩნია როცა ჯარები ერთმანეთის წინ დადგება. საინტერესოა როცა ომალოს გიბომბავენ რატომ არ არის ომი? იმიტომ რომ თვითმფრინავს არ ვესვრით ჩვენ?!
ამბობ რუსეთისთვის სულ ერთი იყო ერთად ვიქნებით თუ ცალ-ცალკეო. ჯერ ერთი რუსეთს რა ურჩევნია ეგ კიდე საკითხავია და მერე მეორე ნორმალურ ხალხს არ "კიდია" ეს ყვეალფერი. ევროპაში იტყოდნენ ჯერ ამათ თვითონ გაარკვიონ რა უნდათ და ჩვენ მერე დაველაარაკებითო.
ამბობ სამიზნედ შევგროვდითო. მართლა სამიზნეები ვიყავით ოღონდ არა ვიღაც ვანიასთვის, არამედ CNN, BBC, EuroNews-სთვის... თავადაც იცი ეს რას ნიშნავს. საინტერესოა რა არის იმის ალბათობა რომ დაგბომბავენ, როცა გვერდით 6 პრეზიდენტი გიდგას და მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში გიყურებს?!
იცი ევროპაში "დახმარების სათხოვნელად" სულხან-საბა ორბელიანიც იყო, ე.ი. ისიც მათხოვარია? გასაგებია როცა ვინმეს რამეს თხოვ, არ ხარ მთალდ კარგ მდგომარეობაში მაგრამ მათხოვრობა მგონი გადაჭარბებულია. საინტერესოა 3 მილიარდი რატომ გამოგვიყო ევროპამ, ძალიან მაინტერესებს შენი აზრი.
იცი საიდან ჩანს რომ ჭორებია? რატომ გახიზნეს ოჯახები სომხეთში და არა აზერბაიჯანში და იქედან სადმე "ნორმალურ" ქვეყანაში. თავში ვთქვი რომ ჟურნალისტი ხარ და ეს პირველ რიგში მთავრობაზე დამოკიდებულებაში გეტყობა. იმ კაცს მაგონებ, ფეხბურთში პიველ 10 წუთს რომ უყურებს და მწვრთნელის კრიტიკას დაიწყებს.განსაკუთრებით საქართველოს ნაკრებს ეხება ეს.
რატომ უნდა დავუჭიროთ ამ მთავრობას მხარი? ბოლო-ბოლო იმიტომ მაინც რატომაც შენი ძლიერი კოლეგები უჭერენ. ეხლა საქართველოში მგონი მხოლოდ 1 ადამიანი ვისზეც დაზუზსტებით შეიძლება ითქვას რომ გაშიფრულია, ეს სააკაშვილია. იმედია ხვდები რომ რუსეთისთვის მჯოკერი იქნება თუ ეხლა მთავრობას შევცვლით. ახლა მთავარი სტაბილურობაა და გირჩევ ამაზე იფიქრო. ეგეთი დისიდენტობით მხოლოდ ხალხი შეგყავთ შეცდომაში და მეტი არაფერი. მართლა ჯობია რომ მიშას უბრალოდ დავუჯეროთ. მას მხარს ამერიკა უჭრს, ის მარტო არაა(ამაში მგონი იცი რაც იგულისხმება). იქნებ როგორმე ამირიკის მხარდაჭერაც დავკარგოთ ახლა...
იცი ძმაკაცმა რა მითხრა ომის დროს? რუსები უკვე მცხეთაში არიან და ტანკებზ ე გიორგაძე აწიერიათო, გჯერა რომ ასე იყო? ასევე არასერიოზული მგონია აქ მოყვანილი მრავალი ფაქტი.

1 სექტემბერს მეც ბევრი რამ არ მომეწონა, მაგრამ მთავარი სხვა იყო, მთავარი იყო რომ ყველამ ერთად რაღაც გავაკეთეთ, თუნდაც ეს სახლის დატოვება იყოს. არ მომეწონა როცა ნაწილი კომფორტულად იჯდა მანქანებში და მეორე ნახევარს ყურებს უჭედავდა რომლებიც სიცხეში იხრუკებოდნენ.

ტატო მე მაინც არ ვკარგავ იმედს რომ როდესმე მედლის სამ განზომილებაში აღქმას ისწავლი და დაამუგამებ სიტყვას: "მაგრამ იქნებ". წარმატებებს გისურვებ და გირჩევ თავი დააღწიო ქართველი ჟურნალისტების ნაცრიფერ ბრბოს. ნუ ეცდები იყო მატერაცი, იყავი ზიდანი.

წარმატებებს გისურვებ!!!
DaTval said…
იმედია სწორად გამიგე.
არ მიგულისხმია რომ მატერაცი არაკაცია და ზიდანი ვაჟკაცი.
დათუნა მარტო იმიტომ არ დაგიწყებ კამათს და გავჩუმდები, რომ დღევანდელ ქართულ ტელესივრცეში მომუშავე კორესპოდენტები (მაგათ ჟურნალისტებიც არ ქვიათ) ძლიერები გგონია და გგონია რომ რეალურად უჭერენ ვიღაცას მხარს, ეგენი მხოლოდ ხელფასს უჭერენ ნმხარს და სხვა რამის კეთება უბრალოდ არ იციან... ;) ასე რომ მოდი ნუ ვიკამათებთ და მე მართლა გისურვებ რომ მეტად გაიზარდო და მეტად შეგეძლოს რაღაცეების ანალიზი და შენ ამის მონაცემები გაქვს თუ მოინდომებ და ძალიათ არ დაიბრმავებ თვალს, ერთ რამეს გირჩევ, კიდევ ერთხელ გადაავლე თვალი ნაწერიან კომენტებიანად და დაფიქრდი ისეთი განწყობით რომ რატომ შეიძლება მე და ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი ვფიქრობდეთ ასე და წინასწარ საკამათოდ ნუ განეწყობი ;) ისე მაინც მადლობა რომ შენი მოსაზრება გამოთქვი, ყველანაირ აზრს აქვს არსებობის უფლება და მართალია თუ არა ის მაგას დრო გამოაჩენს და რაც შეეხება ზიდანობას, მე იცი რომ გერმანული ფეხბურთი მიყვარს და შასაბამისად გერმანულ მაგალითს მოგიყვან :) მე თუ რამეს ვაკეთებ გერმანული სკურპულოზურობით, ან საერთოდ არ ვაკეთებ და სწორედ ამიტომ არ ვმუშაობ დღეს ტელესივრცეში და სამაგიეროდ სინდისი მაქვს სუფთა, რომ ჩემი თანამემამულეების მოტყუებაში წვლილი არ მიმიძღვის, დანარჩენი კიდე დროს მივანდოთ და შენ კიდე თუ მართლა მედლის მეორე მხარის დანახვასაც ისწავლი (მესამე განზომილება საიდანღა მოიტანე არ ვიცი:) ) ძალიან გამოგადგება ცხოვრებაში
Anonymous said…
ტატო პირიქით, მე ქართველ ჟურნალისტებს ძალიან სუსტებად ვთვლი. ყველას ვინც მუშაობს და ვინც არ მუშაობს. უმეტესობა ჩემი აზრით უბრალო "ნეუდაჩნიკია". საერთოდ არ მესმის როგორ შეიძლება ამათ შემხედვარე ადამიანს მოგინდეს ჟურნალისტობა. უბრალოდ მინდა რომ მათ არ გავდე, არადა მაგრად გავხარ. შენც ხარ უზომოდ ტენდენციური. არც მე ნეიტრალური, მაგრამ არეულობის არ ვუჭერ ორი ხელით მხარს. ეხლა ომია და არაა ზედმეტი დემოკრატიის და გახურებების დრო.

ტატო დაფიქრდი რა სურს რუსეთს რომ ჩვენ ვიფიქროთ. რა იქნება მათვის საუკეთესო ვარიანტი?! მე თუ არ მეტყვი, შენ დაფიქრდი, და მერე შენს ნაერს შეადარე. ოღონდ გთხოვ ასაკში განსხვავების გამო ამას უბრალოდ ნუ გადაიკითხავ
დათუნა მოდი არ ვიკამათოთ და ზუსტად ამ ასაკში განსხვავების გამო რაღაცეებში დამიჯერე და მერე შენც მიხვდები რომ მართალი ვიყავი, რუსეთს რა სურს ზუსტად ვიცი და რუსეთის ინტერესებს ვინც ატარებს რეალურად მაგიც ძალიან კარგად ჩანს და შენ თუ რეალურად დღევანდელ ჟურნალისტებსა და ჩემს შორის განსხვავებას ვერ ხედავ მაშინ უბრალოდ გეტყვი რომ შენ აბსოლიტურად მართალი ხარ და მიშა მაგარია :)))))))))))
Anonymous said…
ტატო მსგავსება ის კი არ არის რასაც ლაპარაკობთ, არამედ ის როგორ ლაპარაკობთ. გირჩევ CNN ან BBC უყურო. ბოლო-ბოლო ალია წაიკითხე, ან ასავალ-დასავალი და მიხვდები რა დონეც არის.
ჩემს თავს ვერ ვაპატიებ შენ რომ გენდო :)))
ჩემი თუ არ გჯერა ავთოს კითხე და აგიხსნის დაწვრილებით ყველაფერს.
ტატო შენ მუდმივ ოპოზიციონერად წარმომიდგენიხარ, წარმოუდგენელია როდესმე მთავრობაზე კარგი თქვა, სანამ შენ არ მოხვალ მთავრობაში. დაფიქრდი იქნებ მათ მომავალი 10 სვლა აქვთ გათვლილი, როცა შენ მხოლოდ 3-ს ხედავ.
ტატო რეალურად არაა გამორიცხული შენ მხარს მეხუთე კოლონას უჭერდე და ამაზე დაფიქრდი.

შეგიძლია მითხრა ვის თვლი დღეს უკეთსად, როცა მიშას გადაგდება გინდა? გაითვალისწინე რომ შენ პრეზიდენტად არავინ აგირჩევს :)
დათუნა, შენ ახლა მხოლოდ კამათისთვის კამათობ და შინაარსისგან აშკარად შორს მიდიხარ, რაც შეეხება ნდობა არ ნდობას, მგონია რომ ცოტა უზრდელობაში გადაგდის და მაგაზე კიდე იცი მე შენთვის რა პასუხიც მაქვს მომზადებული :)))))))) გაიზარდე გაიზარდე მეტად და არც მეხუთე კოლონა მოგელანდება და არც ის, რომ მე მაინცდამაინც მთავრობის გადასაგდებად მოვუწოდებ ვინმეს, აქ ლაპარაკი ხალხზე და მის მენტალიტეტზე იყო და არა მთავრობის გადაგდებაზე ასე რომ სანამ ბრძვნას დაიწყებ დაფიქრდი რაზე ბრძნავ :)
Anonymous said…
დათო, რაღაც–რაღაცეებში გეთანხმები. მაგრამ სწორედ შენი ნაწერის ტონია დამღუვპველი ჩვენი ერისთვის. ნაციონალური პარტიის ხელწერას გავს.ვინც აკრიტიკებს ყველა მე–5 კოლონის რიგებში გადაჰყავს ხოლმე. გეთანხმები, რომ ეხლა არეულობის დრო არ არის, მაგრამ მხარი მთავრობას კი არ უნდა დაუჭირო, შენს ქვეყანას უნდა დაუჭირო. ერთი რამე უნდა განვასხვავოთ, ომში ქვეყანა იღებს მონაწილეობას და არა მთავრობა, ჯარი ქვეყანას ემსახურება და არა მთავრობას. კრიტიკას რაც შეეხება, კრიტიკა დიახაც რომ უნდა იყოს, უბრალოდ ზომიერების ფარგლებში და ასევე, იმის თქმას, რომ ვიღაცამ რაღაც ცუდად გააკეთა აუცილებლად უნდა მოყვეს როგორ უნდა გაკეთდეს საქმე.
ყველა მხარს ვუჭერთ ჩვენ ქვეყანას, და რითიც შეგვიძლია ვეხმარებით, მაგრამ თავს ვერ დავიბრმავებთ, და ვერ ვიტყვით, რომ ჩვენმა მთავრობამ კარგად უხელმძვანელა ომს. იმიტომ რომ გვაქვს საკმაო ინფორმაცია,რა მიუტევებელი შეცდომები დაუშვეს ომის დროს. თუმცა ამის გამო მთავრობის გადაგდებას არავინ არ ვითხოვთ. მაგრამ ვერც ტაშს დავუკრავთ რა მაგრები ხართ და რა კარგად გააკეთეთ ყველაფერიო.
ggg333 said…
kargia da mixaria rom adamianebs chven kvekanaze guli shestkiva,da zdiloben situaziis analizs da samshoblostvis mzireditaz daxmarebas.
lex-seni axsena tatom,zustad kargad ver gavige,ra kontextshi axsena. mgoni gulisxmobda omis dros gamartul konzerts rustavelze. minda gitxrat rom lexom im dros szenaze gamosvlas amjobina kvevit xalxtan mdgariko.da ik idga tavis megobrebtan ertad. magram verz im mogerlebs gavamtkuneb vinz im dros imgeres. kvelam vizit rom es ar iko sazeimo simgerebi. es ubralod auzilebeli iko evropistvis rom dagvenaxebina rom,dedakalakshi xalxi gamoxatavs mshvidobian protests rusetis mimart.es azri ido ziritadad. rom ruseti agar zamosuliko tbilisisken.anu im dros imi chveneba undodtat rom xalxi da mtavroba am sakitxshi ertiani iko.
ggg333 პირადად ლექს-სენის საწინაარმდეგო არაფერი მაქვს უბრალოდ ის სხვებთან ერთად ჩანდა იქ და ამიტომ მოყვა ამ გაუგებრობაში 9ეს ისე მაინც დაკონკტრეტებისატვის ნაწყენი რო არავინ დარჩეს)

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

* * *