Posts

Showing posts from December, 2007

ლონდონი–თბილისი–პეკინი

Image
მაშ ასე, ჩაიარა საკმაოდ დატვირთულმა და ემოციურმა ნოემბერმაც, ისევე როგორც მანამდე ოქტომბერმა, სექტემბერმა და ა.მ. (ასე მანამდე) ნოემბერმა რომელიც ორი რამით იყო დასამახსოვრებელი, ერთი ყველასათვის ცნობილი მოვლენებით და მეორე იმით, რომ მთელი ნოემბერი საშინელი ამინდები იყო, არ ვიცი დაემთხვა თუ მე მომეჩვენა, მაგრამ აშკარად 7დან 25ამდე სულ ცუდი ამინდი იყო, არა არაფერს არ ვამტკიცებ, ეს უბრალოდ დაემთხვა.... მოკლედ როგორც იყო.... ამინდი გასაგებია, ასე იყო თუ ისე დღეს უკვე მზიანი დღეა და ბებერი ძვლების გათბობაც შეიძლება, დავუბრუნდები ნოემბრის ცნობილ მოვლენებს: ყველაზე საინტერესო ის იყო რა უნდოდა 100 000 კაცს 2 ნოემბერს რუსთაველზე, თვითონ ფაქტი რომ ხალხი ამ მთავრობას პროტესტს უცხადებდა კარგია. ჩემი პირადი მოსაზრებით ეს პროტესტი მაშინ უნდა ყოფილიყო როცა ჯერ ბუტა რობაქიძე მოკლეს და მერე სანდრო გირგვლიანი. სწორედ მაშინ უნდა გაეპროტესტებინა ხალხს, მაშინ უნდა გამხდარიყო ხელისუფლება იძულებული, დაესაჯა ნამდვილი დამნაშავეები და დღეს ცოტა სხვაგვარად იქნებოდა საქმე, მაგრამ ერთი ქართული ანდაზა არსებობს: სხ

ზამთარი

Image
აჰა ზამთარიც მოვიდა, თბილად ჩაცმის, თოვლის, არყის, ახალი წლის და თხილამურების სეზონი. ჰო, კიდევ, ამ ზამთარს საკმაოდ ცხელ ამბებს გვპირდებიან პოლიტიკოსები, მაგრამ ახლა ეგ დავიკიდოთ, ზამთარში სხვა რამეა მთავარი: ძალიან გცივა, თბილად გაცვია, მაგრამ ლოყებზე, ცხვირზე და ყურებზე მაინც ძალიან გცივა, წამოწითლებული ხარ, მობუზულიდა სწრაფი ნაბიჯით მიდიხარ სახლისკენ. სადარბაზოში სანამ კარს გაგიღებენ ადგილზე ვერ ჩერდები, ცმუკავ და ხვანცალებ, სადარბაზოებში როგორც წესი ყველაზე ცუდად ცივა ხოლმე, მერე შედიხარ სახლში და იქ ძალიან თბილა, გაზი გაქვს მოპარული, მრიცხველი გაჩერებული და გკიდია ენთოს მთელი დღე რა შენგან რა მიდის, სასწრაფოდ შედიხარ სამზარეულოში და ჩაიდანს ადგამ გაზქურაზე, ჩაი ზამთარში ყველაზე კარგი სასმელია (მართალია ფიფია შემეკამათება არაყი ჯობიაო, მაგრამ მე მაინც ვთლი, რომ ჩაი ბევრად კარგი რამეა) სანამ მოწესრიგდები და სახლის ვიდზე მოხვალ(ფუმფულა ჩუსტები, ძველი, გარეთ რომ აღარ იცმევ ისეთი ჟაკეტი, თუ ძალიან გცივა პლედიც შეიძლება, მერე ძალიან ცხელი წყლით იბან ხელპირს, გაყინულ სახეზე ცხელი გსი