Posts

Showing posts from April, 2015

ამბავი ტრაგედიაზე, თანაგრძნობაზე, სიკვდილზე, ღმერთსა და უღმერთობაზე....

Image
რთულია გულგრილი დარჩე იმის ფონზე რასაც ბოლო ხანს ყველანი ვხედავთ, რთულია არ გეტკინოს და არ იგრძნო ის ტკივლი რაც ამ ყველაფერს ახლავს, რთულია არ მოგინდეს იყვირო, იტირო, იღრიალო და არ გეტკინოს, რთულია მედიას მოსთხოვო ამაზე ყურადღება არ გაამახვილოს მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ხდება, რთულია მედიას მოსთხოვო აჩვენოს, ეს ყველაფერი რადგან ამით დანარჩენების ფსიქიკა არ დააზიანოს, არადა რომ ხდება?!...  არადა რომ ზიანდება?.... რა უნდა ქნას უბრალო მოკვდავმა რომელსაც ხმამაღლა გამოხატვისა და გაზიარებისა არაფერი შეუძლია?... თითქოს ვერაფერს იზამს, თითქოს უძლურია, თითქოს რწმენაც ინგრევა, მითუმეტეს როცა სულიერი მამები გვეუბნებიან ეს ჩვენი საქმე არ არისო, მითუმეტეს როცა იცი ეს მედიის მიერ აგორებული თემაა და რაღაც მზადდება, როცა ხვდები რომ ადამიანების ტრაგედიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ „ძლიერნი“... უნდა უთანაგრძნოს, სხვა რაღა დარჩენია... უთანაგრძნოს, მაგრამ განაგრძოს ჩვეული ცოხვრება, ისევე როგორც განვაგრძობ მე, განაგრძობ შენ, განაგრძნობს ის... სხვა არაფერი დაგრვრჩენია მანამ სანამ