Posts

Showing posts from May, 2012

ნატატის

Image
საკმაოდ საინტერესო ასაკს მივუახლოვდი - 30 უკვე თემაა და რაღაცეების შეჯამება გადაფასება და ანალიზიც შეიძლება, სულ ვფიქრობ წარსულზეც, მომავალზეც, დღევანდელ დღეზეც და იმაზეც თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, რა შეცდომა დავუშვი და რა გავაკეთე სწორად, ბევრი რამეა ყველა საკითხში, შეცდომაც ბევრია და კარგიც, გამოსასწორებელიც ბევრია და გასათვალისწინებელიც, საამაყოც და ტკბილად მოსაგონარიც, გულდასაწყვეტიც და სასიხარულოც, მაგრამ ყველაზე მაგარი და ტკბილი პატარა 1 წლის ბურთია რომელიც ჯერ კედელ-კედელ დადის, ლაპარაკს ახლა სწავლობს და სულ 3კიჭი აქვს, მაგრამ მოასწრო და ამ ერთ წელიწადში იქცა ყველაზე დიდ სიხარულად, იმედად და უდიდეს სტიმულად ცხოვრებაში, მადლობა ჩემო პატარა კნუტო შენ რომ არსებობ და ასე ძალიან რომ მიხარიხარ (შენი უკვე მობერებული თითქმის 30 წლის მამიკო)