Posts

Showing posts from April, 2020

მცირედმორწმუნის ნაფიქალი - წირვა აუცილებლად უნდა ჩატარდეს!...

Image
დიახ,  უნდა ჩატარდეს და თან აუცილებლად, ბზობაც, ხარებაც, სააღდგომო ლიტურგიაც და სხვა ყველა დანარჩენი რიტუალიც... დიახ, უნდ აილოცონ მოძღვრებმა და მონაზვნებმა, უნდა შესთხოვონ მორწუნეების სულები და ჯანმრთელობა ღმერთს... დიახ, არ უნდა დიაკეტოს ტაძრის კარი და მუდმივად ღია უნდა იყოს:  გაჭრვებულის, უსასოოს, უსახლკაროს, მშიერის და დანამშვრალისთვის... დიახ, მინდა მივიდე ტაძარში  და დავანთო სანთელი, ვილოცო და დავეხმარო ჩემ ცოდვილ და არეულ სულს... ბევრი დიახის თქმა შეიძლება და დიახაც ასე უნდა იყოს, მაგრამ ცოტა ხანს არსებულ კრიზისულ სიტუაციას დავუბრუნდეთ... რა დაშავდება ინტერნეტის, ტელევიზიის და ტექნოლოგიების ეპოქაში,  წირვა ლოცვა მრევლის გარეშე რომ ჩატარდეს და ტელევიზიით გადაიცეს?   (ნამდვილად გამოჩნდება რამოდენიმე ტელევიზია ვინც იდი სიამოვნებით დათანხმდება წირვა ლოცვის ტრანსლირებას, გარდა ამისა საპატრიარქოს თავისი ტელევიზიაც აქვს რომელიც მხოლოდ საკაბელო ქსელშ არ მაუწყებლობს თუ სწორად მახსოვს - ანუ ხელმისაწვდომია ყველასთვის) რატომ მაგდებთ ჩემსავით მცირედ მორწმუნეს ბრძ