მცირედმორწმუნის ნაფიქალი - წირვა აუცილებლად უნდა ჩატარდეს!...


დიახ,  უნდა ჩატარდეს და თან აუცილებლად, ბზობაც, ხარებაც, სააღდგომო ლიტურგიაც და სხვა ყველა დანარჩენი რიტუალიც...

დიახ, უნდ აილოცონ მოძღვრებმა და მონაზვნებმა, უნდა შესთხოვონ მორწუნეების სულები და ჯანმრთელობა ღმერთს...

დიახ, არ უნდა დიაკეტოს ტაძრის კარი და მუდმივად ღია უნდა იყოს:  გაჭრვებულის, უსასოოს, უსახლკაროს, მშიერის და დანამშვრალისთვის...

დიახ, მინდა მივიდე ტაძარში  და დავანთო სანთელი, ვილოცო და დავეხმარო ჩემ ცოდვილ და არეულ სულს...

ბევრი დიახის თქმა შეიძლება და დიახაც ასე უნდა იყოს, მაგრამ ცოტა ხანს არსებულ კრიზისულ სიტუაციას დავუბრუნდეთ...

რა დაშავდება ინტერნეტის, ტელევიზიის და ტექნოლოგიების ეპოქაში,  წირვა ლოცვა მრევლის გარეშე რომ ჩატარდეს და ტელევიზიით გადაიცეს?  (ნამდვილად გამოჩნდება რამოდენიმე ტელევიზია ვინც იდი სიამოვნებით დათანხმდება წირვა ლოცვის ტრანსლირებას, გარდა ამისა საპატრიარქოს თავისი ტელევიზიაც აქვს რომელიც მხოლოდ საკაბელო ქსელშ არ მაუწყებლობს თუ სწორად მახსოვს - ანუ ხელმისაწვდომია ყველასთვის)

რატომ მაგდებთ ჩემსავით მცირედ მორწმუნეს ბრძოლებში?...  დავარღვიო კანონი თუ წავიდე წირვაზე?...

რატომ მცდით?...

რატომ მარისკინებთ, თუ არ ვარ რწმენაში იმდენად ძლიერად  რომ არ დამემართოს, თუმცა მინდა ვიყო, ვისწავლო და ვირწმუნო  და დავდივარ მაინც ტაძარში, მეპარება ეჭვი და დავსნეულდი, რატომ მწირავთ?...

რატომ აქვს ასეთი დიდი მნშვნელობა მრევლის ფიზიკურად სიარულს?... თუ მწამს და მჯერა, სახლში ჩუმად ვლოცულობ და მისაღებ ოთახში ვანთებ სანთელს, არ ვცხონდები?...

მე როდესაც სახარებას ვკითხულობ მაცხოვრის სიტყვები ცოტა სხვანაირად მესმის...
რატომ ჯიუტობს სამღვდელოება ასე, როდესაც პირიქით მე მასწავლის, რომ სიჯიუტე ცუდია?...

რატომ ცდილობს დაუმტკიცოს სახელმწიფოს და მრევლს (რისი შთაბეჭდილებაც აშკარად მრჩება ბოლო დღეების ამბებს როდესაც ვუყურებ) რომ ყველაზე ძლიერია ქვეყანაში?..

არადა პირიქით არ უნდა იყოს და მაგალითს არ უნდა მაძლევდეს მოძღვარი, თავმდაბლობის, მორჩილების და წესების დაცვის, რომელსაც ჩემს სულს და გონს უნდა ვაბარებდე?...


Ps. დამრიგებლური და ჭკუის მასწავლებელი კომენტარები არ დაწეროთ ტყუილად ნუ  ჩამაგდებთ მრისხანებაში, ხომ ხედავთ ისედაც ბრძოლებში ვარ...

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *