Posts

Showing posts from February, 2017

„რაღაც აყროლდა დანიის სამეფოში“

Image
(მადლობა ცინიკური ღიმილისთვის, ვიცი რომ ორიგინალში დალპა წერია....) ამჯერად არამატო დალპა,  უკვე აყროლდა, აყროლდა და აგვაყროლა... აგვაყროლა ყველა - მორწმუნე, ათეისტი, ქრისტიანი, ლიბერასტი... რატომ აგვაყროლა?... იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა, გვაინტერესებს თუ არ გვაინტერესებს, გვწამს თუ არ გვწამს, ყველანი აღმოვჩნდით ამ ძალიან საშინელი და ბინძური თამაშის მონაწილე თუ არა შემყურე მაინც... დიდი რელიგიურობით არ გამოვირჩევი, არც ტაძარში დავდივარ ხშირად და არც მრევლად ვთვლი თავს, მიუხედავად ამ ყველაფრისა ძალიან მაწუხებს და მთრგუნავს ის, რაც ახლა ხდება... რატომ ?... იმიტომ რომ ეს ხდება იმ ინსტიტუციაში, რომელიც წესით ერის სულიერების და მორალის „პატრონი“ უნდა იყოს, ერის რომელიც მიუხედავად საკმაო გზასაცდენილობისა და მეტსაც ვიტყვი სიბნელისა (აქ აღარ დავკონკრეტდები პროცენტებზე, მაგრამ სამწუხაროდ საკმაოდ დიდ პროცენტს ვგულისხმობ) ძალიან მიყვარს და მეჩემიანება... გული მწყდება და მტკივა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი კაციბრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ადამიანის (სულის, ტვინი

* * *

Image
ისევ მარტო, ისევ ფიქრები, ისევ სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი ოთახი, ცოტა სევდა და ბევრი ფიქრი, დიდი იმედი, იმედი იმისა რომ შენი შვილი დღეს რომ პიროვნება დაინახე, ის შეძლებს შენი შეუსრულებელი შესაძლებლობების რეალიზებას... იმედი მისი და იმედი იმის რომ ტყუილად არ გიცხოვრია, იმედი იმის რომ მართალი მამა ხარ და შენი შვილის დედაც სწორი ადამიანია, და ისევ ცოტა სევდა, სევდა იმისა რომ შენ ვერ შეძელი და მას უნდა გადააბარო პასუხისმგებლობაც და იმედიც.... - და შენ სად წახვედი? - არც არსად, აქ ვარ.... - და რატომ გადააბარე? - არ ვიცი, ეტყობა დავიღალე.... - და მისგან რას ელი? - ჩემპიონობას.... - რატომ? - იმიტომ რომ ჩემპიონია.... - და შენ ვინ ხარ? - არ ვიცი, ალბათ აღმზრდელი... - მატყუარა ხარ შენ... - რატომ?... - იმიტომ, რომ შეგიძლია და არ აკეთებ, იმიტომ რომ ცდილობ პასუხისმგებლობა აირიდო, იმიტომ რომ დანებდი... - არ დავნებებულვარ... - აბა რა ქენი? - მართალი ხარ დავიღალე, ახლა იმან აკეთოს... - და შენ რატომ არა? - არ ვიცი, ალბათ აღარ შემიძლია - სუსტ

„ბოლოს ვინც წამოხვალთ შუქი ჩააქრეთ…“ – Visafree ვარდისფერი სათვალის გარეშე

Image
კარგია, ნამდვილად კარგია ევროპაში უვიზოდ სიარული, ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვწერდი ერთერთ ბლოგში – დადებითი ამბავია და რა თქმა უნდა ვიაროთ უვიზოდ მეთქი, თუმცა ამ საყოვლთაო ზეიმის დროს, მინდა ცოტა ხნით მოვიხსნათ ვარდისფერი სათვალე და რამოდენიმე კითხვა დავსვათ: ერთმორწმუნე მეზობელი   – რა გარანტია გვაქვს, რომ ჩვენი დასავლური სწრაფვების გამო მორიგ „სასჯელს“ არ „მოგვართმევს“ და ეს „საჩუქარი“ ისეთივე მძიმე და მტკივნეული არ იქნება როგორიც მას სჩვევია ხოლმე?!… რა შეგვიძლია ამას დავუპირისპიროთ?… რამე პრევენციული თუ გვაქვს მოფიქრებული…. ეს კითხვა ალბათ „ქვეყნის თავებს“ ეხებათ და იმედია გაგვცემენ პასუხს, თუმცა ეგ ყველაზე ნაკლებად პრობლემური თემაა… საპარავად წასულები   – დღეს გერმანელი პარლამენტარი ქალბატონი „უბნობდა“ ევროპარლამენტის სხდომაზე, ქართველები პრობლემებს შეგვიქმნიანო და ნახევარმა „წილხვედრმა“ ქოქოლა მიაყარა ვინაა ეს ეშმაკის მოციქულიო, თუმცა რეალობა ხომ ვიცით და ვიცით რითიც არის დაკავებული „სასწავლებლად“  წასული ახალგაზრდების 70 -75  პროცენტი (რეალურად სასწავლებლად წასულებმა დ