„ბოლოს ვინც წამოხვალთ შუქი ჩააქრეთ…“ – Visafree ვარდისფერი სათვალის გარეშე


კარგია, ნამდვილად კარგია ევროპაში უვიზოდ სიარული, ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვწერდი ერთერთ ბლოგში – დადებითი ამბავია და რა თქმა უნდა ვიაროთ უვიზოდ მეთქი, თუმცა ამ საყოვლთაო ზეიმის დროს, მინდა ცოტა ხნით მოვიხსნათ ვარდისფერი სათვალე და რამოდენიმე კითხვა დავსვათ:

ერთმორწმუნე მეზობელი  – რა გარანტია გვაქვს, რომ ჩვენი დასავლური სწრაფვების გამო მორიგ „სასჯელს“ არ „მოგვართმევს“ და ეს „საჩუქარი“ ისეთივე მძიმე და მტკივნეული არ იქნება როგორიც მას სჩვევია ხოლმე?!… რა შეგვიძლია ამას დავუპირისპიროთ?… რამე პრევენციული თუ გვაქვს მოფიქრებული…. ეს კითხვა ალბათ „ქვეყნის თავებს“ ეხებათ და იმედია გაგვცემენ პასუხს, თუმცა ეგ ყველაზე ნაკლებად პრობლემური თემაა…

საპარავად წასულები  – დღეს გერმანელი პარლამენტარი ქალბატონი „უბნობდა“ ევროპარლამენტის სხდომაზე, ქართველები პრობლემებს შეგვიქმნიანო და ნახევარმა „წილხვედრმა“ ქოქოლა მიაყარა ვინაა ეს ეშმაკის მოციქულიო, თუმცა რეალობა ხომ ვიცით და ვიცით რითიც არის დაკავებული „სასწავლებლად“  წასული ახალგაზრდების 70 -75  პროცენტი (რეალურად სასწავლებლად წასულებმა და მშრომელებმა მომიტევონ, პირიქით დიდი პატივისცემა მათ) ამიტომ მთლად გერმანულ და ბერძნულ დემაგოგიასაც ნუ დავაბრალებთ შელახულ იმიჯს, რა ვიცით რომ ეს „სასწავლებლად“ წასულები კიდევ უფრო მეტად არ გვასახელებენ ?…

მასიური მიგრაცია  – ყველას გვყავს სამეგობროში და სანათესაოში რამოდენიმე (თუ ბევრი არა) ადმიანი რომელსაც წასვლა უნდა და საბუთებსაც „ჩალიჩობს“ და ანგარიშზე 2 – 3 დღით დასადებ თანხასაც, მაგრამ მხოლოდ იმიტომ ვერ მიდის რომ კონსულმა არ ჩაურტყა, რას იზამენ ეს ადამიანები და რამდენი ეცდება დარჩენას, ან დარჩება… არადა მთლად კარგად დემოგრაფიულად საქმე როგორც ვიცი არ გვაქვს…

მენტალიტეტი  – რამდენად ვართ მზად მენტალურად ევროპისთვის? ერი რომელიც ნაგავს ფანჯრიდან ყრის, ერი რომელიც სოციალურ შემწეობას ითხოვს და არა სამსახურს, (უმეტესობაზე მაქვს საუბარი ისევდაისევ და არა ყველაზე) ერი რომელსაც ბევრი სამსახური ეთაკილება და ერი სადაც ბევრ სფეროში პროფესიონალის პრობლემაა ?!…
ბოლო თემაზე შემიძლია თავადაც გიპასუხოთ – კარგია ევროპაში მიმოსვლა უვიზოდ, კარგი… მენტალიტეტზე დაგვეტყობა, წავალთ ვისწავლით რა არის რეალურად ფსევდო და რა არის რეალურად ევროპული ფასეულობა, როგორია რეალური ცხოვრების წესი, რეალური პროფესიონალიზმი და რელური ლუდი (ეს ისე ლირიული გადახვევა 🙂  ) ჩამოვიტანთ ბევრ ინფორმაციას და თუ სწორად გავაანალიზებთ იქნება გვეშველოს კიდეც რამე…

გმადლობთ ყურადღებისათვის, მე ისევ დაგიბრუნდებით…

ტატო მახაშვილი

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *