Posts

Showing posts from October, 2014

რატომ დაიწყეს ადამიანებმა ყეფა? ანუ საიდან ასეთი ისტერიული ფონი და მზარდი აგრესია?

არასრულფასოვნების კომპლექსი?!... მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ მიღებული თავისუფლების ეიფორია?!... თვითდამკვიდრების სურვილი?!... რეალურად სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვის სურვილი?!... კიდევ ბევრი კითხვა შეიძლება დაუსვა იმას, თუ რაც  დღეს ჩვენს გარშემო ხდება, სოციალურ ქსელში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რესტორნებში, მეგობრების თავყრილობებზე, ტელე ეთერებში და ყველგან საითაც გაიხედავ... რა ხდება? ყველა კამათობს, ჩხუბობს, ყველა რაღაცას განიხილავს, აქილიკებს,  ყველა რაღაცას ამტკიცებს და მიაჩნია, რომ მხოლოდ თვითონ არის მართალი... შეიძლებოდა ეს ყველაფერი ჯანსაღ პროცესადაც კი ჩაგვეთვალა, მაგრამ ამ ყველაფერს ახლავს ორი დეტალი - ისტერიული ტონი და ერთმანეთის შეურაცხყოფა, ისტერიკაშია საზოგადოება, სრულიად საზოგადოება და არა მხოლოდ მისი ნაწილი... გასაგებია, რთულია სიტუაცია, რთულია ეკონომიკური მდგომარეობა, რთულია თანამედროვე ცხოვრებისთვის ფეხის აწყობა, რთულია შრომა, ზრუნვა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება... ამას ჩვენი საზოგადოება მიჩვეული არ არის, მი

მარაზმში მცხოვრები საზოგადოება...

Image
  რამოდენიმე დღე საინფორმაციოს ვერ მივადევნე თვალი, არ ვიცი რა ხდება ქვეყანაში, თუმცა ერთი საზარელი ამბის შესახებ მესმის სულ, დავინტერესდი და რაღაცეებს გადავხედე, გადავხედე და ერთ რამეს მივხვდი, საშინელი დღეშია ადამიანის ფსიქიკა: 4 წლის აუტისტი ბავშვი ბაღის აღმზრდელმა სცემა, მერე ამ ბავშვის ბაბუამ თუ მამამ ეს აღმზრდელი სცემა, ამას გამოეხმაურა განათლების სამინისტრო და რაღაც განცხადება გააკეთა... ძალიან რთულად არის საქმე, როგორც ჩანს ამ ხორცის საუკუნემ საერთოდ გამოაცალა ადამიანებს სული, თანაგრძნობა, სიყვარული და ზოგადად ადამიანობა, და ეს არ ეხება მხოლოდ იმ მასწავლებელს და იმ მშობელს, უმეტესობა მასე ვართ, გვიყვარს მხოლოდ ჩვენი, ვუთანაგრძნობთ მხოლოდ ჩვენსას და თუ თემა სხვა შეეხება მაშინვე დაუნდობლებიც ვხდებით და ცხოველებიც, რატომ ადამიანებო რატომ?!... რ მიყვარს ხოლმე რადიკალიზმი მაგრამ უნდა ვთქვა, ეს არ არის მხოლოდ ერთი და ორი ადამიანის პრობლემა, ეს აჩვენებს რომ საზოგაროებაა ავად, ავადაა იმიტომ რომ, ასეთი რამე ხდება და მართლა ყველა ფეხზე არ დგას, ავადაა რადგან მშობლები მიდიან დ