Posts

Showing posts from June, 2017

მათთვის ვინც ხელი უკვე ჩაიქნია, ან ზღვარზეა...

Image
გამარჯობა მეგობარო, რამდენი წლის ხარ? 11 – 12? ან 10? - ოკ, მე მესმის შენი, რატომ მესმის? მეც ვიყავი შენხელა, მეც გავიარე ის რასაც შენ ახლა გადიხარ, მეც აღმომაჩნდა ფიზიკური ნაკლი... მერე რაა?!... მესმის რომ ადვილი სათქმელია შორიდან და შენ ახლა და აქ განიცდი ყველაფერს, დამიჯერე მეც განცდილი მაქვს და საიდანღაც არ მომაქვს.... 9 წლის ვიყავი როდესაც შევამჩნიე ერთი თვალიდან როგმ ვერ ვხედავდი, ჩრდილებს იკეთებდა ყველაფერი და გაწელილი იყო... დედას ვუთხარი და თანაგრძნობის მაგივგრად გავიკიცხე, რატომ აქამდე არ თქვიო, არადა მანამდე ყურადღება არ მიმიქცევია, როცა შევამჩნიე მაშინ ვთქვი (მშობლებთან ურთიერთობა როგორ გავიაროთ მაგაზე კდევ ცალკე ვისაუბროთ) მოკლედ პრობლემა წარმოიშვა... პრობლემა იყო ის რომ მე ცალი თვალით ვერ ვხედავდი, რასაც შესაბამისად კომპლექსები და პრობლემები მოჰქონდა, მითუმეტეს ცაცია ვიყავი და მიზანს მარცხნიდან ვასწორებდი, ამ დროს კი მარცხნიდან ვერ ვხედავდი, იცი მეგობარო ამან როგორ დამაკომპლექსა? აი ძალიან, იცი როგორ ძალიან?... ალბათ იცი, შენც მასე ფიქრობ, შენც მასე გტკივა და „