მათთვის ვინც ხელი უკვე ჩაიქნია, ან ზღვარზეა...


გამარჯობა მეგობარო, რამდენი წლის ხარ? 11 – 12? ან 10? - ოკ, მე მესმის შენი, რატომ მესმის? მეც ვიყავი შენხელა, მეც გავიარე ის რასაც შენ ახლა გადიხარ, მეც აღმომაჩნდა ფიზიკური ნაკლი... მერე რაა?!... მესმის რომ ადვილი სათქმელია შორიდან და შენ ახლა და აქ განიცდი ყველაფერს, დამიჯერე მეც განცდილი მაქვს და საიდანღაც არ მომაქვს....

9 წლის ვიყავი როდესაც შევამჩნიე ერთი თვალიდან როგმ ვერ ვხედავდი, ჩრდილებს იკეთებდა ყველაფერი და გაწელილი იყო... დედას ვუთხარი და თანაგრძნობის მაგივგრად გავიკიცხე, რატომ აქამდე არ თქვიო, არადა მანამდე ყურადღება არ მიმიქცევია, როცა შევამჩნიე მაშინ ვთქვი (მშობლებთან ურთიერთობა როგორ გავიაროთ მაგაზე კდევ ცალკე ვისაუბროთ) მოკლედ პრობლემა წარმოიშვა...

პრობლემა იყო ის რომ მე ცალი თვალით ვერ ვხედავდი, რასაც შესაბამისად კომპლექსები და პრობლემები მოჰქონდა, მითუმეტეს ცაცია ვიყავი და მიზანს მარცხნიდან ვასწორებდი, ამ დროს კი მარცხნიდან ვერ ვხედავდი, იცი მეგობარო ამან როგორ დამაკომპლექსა?
აი ძალიან, იცი როგორ ძალიან?...

ალბათ იცი, შენც მასე ფიქრობ, შენც მასე გტკივა და „გიტყდება“,

ხო უნდა გავიაროთ ეგ,..

მასეა, არ განუგეშებ და არ მოგატყუებ, ტყული ყველაზე ცუდი რამეა რაც შეიძლება ვინმემ გითხრას, აქამდე არ მესმოდა, მაგრამ გარემოებების გამო გავიგე და მაგაზე მერე ისევ ვისაუბროთ თუ დაგაინტერესებს, მაგრამ ახლა თემას დავუბრუნდეთ...

9 წლის ასაკში მივხვდი, რომ ისეთი ბავშვი არ ვიყავი როგორიც ყველა, სხვები ეზოში თამაშბდნენ და ბურთს თავს ურტყამდნენ, ჩემთვის კიდე თავში ბურთის მოხვედრა სიბრმავეს უდრიდა...
მერე ოპრაცია, მერე მსჯელობა გადამინერგონ თუ არა, ამასობაში დრო გადიოდა და ყველა ფიქრობდა ჩემ დიაგნოზზე, როგორ „ეშველათ“ ჩემთვის, როგორ დამენახა, მაგრამ არავინ არ ფიქრობდა რას დავინახავდი ამდენი წლის შემდეგ,..

კოლბაში და ძალიან მზრუნველობის ქვეშ, რას ვგრძნობდი და რა მინდოდა 10-11-12 წლისას, მაგაზეც არავინ არ ფიქრობდა...

მოკლედ ასე თუ ისე ჩაიარა ამბებმა, ცალი თვალით ისევ ვერ ვხედავ, მეორეთი კი, პერიოდულად რემონტი მჭირდება მაგრამ მაინც...

არასრულფასოვნება?...

კი იყო ეგეც, დაუცველობაც და უიმედობაც, ეგეც იყო, მაგრამ ახლა აღარ... შენ მინდა გაიგო და მიხვდე, გიორგი,შალვა, თიკო, საკო, თაკო, ლიკა, გივი...

ვინც ხარ მანდ, არასდროს რომ არ უნდა დანებდე, არასდროს რომ არ უნდა შეწყვიტო ბრძოლა და განვითარება....

მე რომ შემეწყვიტა დღეს ალბათ დიდ შავ ოთახში ვიჯდებოდი (ჩემმა მეგობრებმა იციან, ისევ მოვუწიე ჩემ თვალებს და დიდი შანსი მქონდა) მაგრამ არა, მინდოდა..

მინდოდა დამენახა და გხედავთ, მინდოდა მეკეთებინა და ვაკეთებ, მინდოდა და გამომივიდა, -9,5 იმდენი „ვავარჯიშე“ ჩემდანუნებურად რომ - 7,5-ზე ჩამოვიდა, ოღონდ მართლა...

მე მინდა რომ შენც მასე იყო, არ შედრკე და არ დაიხიო არცერთი წამით უკან...

გოგონავ და ბიჭუნავ, უბრალოდ არ დანებდე, შენ ყველაფერი შეგიძლია...

ამ ჩემი ნახევარი მხედველობით მე დღეს ერთერთი წარმატებული კომპანიის შეფი და ძალიან საყვარელ სსიპ-ში ძალიან საკაიფო საქმეზე ვარ, ასე რომ გული არ დაგწყდეს, შენც გამოგივა, თან მაგრად გამოგივა, მთავარია არ დანებდე და იმუშავე შენ თავზე...

შენი ტატო 2017, 20, 06

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *