Posts

Showing posts from April, 2003

საბრძოლო დავალება

Image
რიგითი გ. დავალებაზე გაგზავნეს. უბრძანეს ოცეულის პოზიციის წინ მდებარე სახლში შეეღწია და გაეუვნებელყო სნაიპერი, რომელიც სახლში იმალებოდა და მთელი ოთხი საათის განმავლობაში უშლიდა ხელს ოცეულის წინსვლას... ოცეულმა სნაიპერის ყურადღების მისაქცევად ცეცხლი გახსნა, რიგითი გ. კი ამასობაში სახლს მიუახლოვდა, უკნიდან შემოუარა და კედელში გაჩენილი ნაპრალიდან შენობაში შეძვრა... პირველი ეტაპი გადალახული იყო, რიგითი გ. სახლში შევიდა, სნაიპერი მეორე სართულის ფანჯარასთან იყო ჩასაფრებული და ახლა მასთან შეუმჩნევლად და ჩუმად მისვლა იყო საჭირო. რიგითი ფეხაკრეფით დაიძრა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა, არა არ ეშინოდა - ღელავდა, სულ ოცი წლის იყო, პოლიტიკა, ბიზნესი, ომი, სახელმწიფო ინტერესები და დიქტატორული რეჟიმები საერთოდ არ აწუხებდა, ჯარში წასვლამდე ადამიანისთვის ტყვია არასოდეს უსვრია და არც აქ, ომში არ გრძნობდა თავს კაცის მკვლელად. ავაიაცია და არტილერია სუფთად მუშაობდა და რიგითი გ. მთელი საბრძოლო მოქმედებების მანძილზე ცოცხალ მტერს არასოდეს გადაჰყრია. ამჯერად კი ჩუმად უნდა მიპარვოდა და მოეკლა ადამიანი, ადამიანი