საბრძოლო დავალება

რიგითი გ. დავალებაზე გაგზავნეს. უბრძანეს ოცეულის პოზიციის წინ მდებარე სახლში შეეღწია და გაეუვნებელყო სნაიპერი, რომელიც სახლში იმალებოდა და მთელი ოთხი საათის განმავლობაში უშლიდა ხელს ოცეულის წინსვლას...

ოცეულმა სნაიპერის ყურადღების მისაქცევად ცეცხლი გახსნა, რიგითი გ. კი ამასობაში სახლს მიუახლოვდა, უკნიდან შემოუარა და კედელში გაჩენილი ნაპრალიდან შენობაში შეძვრა...

პირველი ეტაპი გადალახული იყო, რიგითი გ. სახლში შევიდა, სნაიპერი მეორე სართულის ფანჯარასთან იყო ჩასაფრებული და ახლა მასთან შეუმჩნევლად და ჩუმად მისვლა იყო საჭირო. რიგითი ფეხაკრეფით დაიძრა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა, არა არ ეშინოდა - ღელავდა, სულ ოცი წლის იყო, პოლიტიკა, ბიზნესი, ომი, სახელმწიფო ინტერესები და დიქტატორული რეჟიმები საერთოდ არ აწუხებდა, ჯარში წასვლამდე ადამიანისთვის ტყვია არასოდეს უსვრია და არც აქ, ომში არ გრძნობდა თავს კაცის მკვლელად. ავაიაცია და არტილერია სუფთად მუშაობდა და რიგითი გ. მთელი საბრძოლო მოქმედებების მანძილზე ცოცხალ მტერს არასოდეს გადაჰყრია. ამჯერად კი ჩუმად უნდა მიპარვოდა და მოეკლა ადამიანი, ადამიანი რომელსაც ასევე არ აინტერესებდა დიქტატურა და პოლიტიკა, ბიზნესი და სახელმწიფო ინტერესები, ის უბრალოდ თავის ოჯახს და სახლს იცავდა...

სერჟანტი მოუსვენრად ელოდა გ.-ს ნიშანს, სჯეროდა რომ რიგითი არ უმტყუნებდა და დავალების შესრულებას ბოლომდე ეცდებოდა - ან თავს შესწირავდა. პროფესიონალი იყო, შრომისმოყვარე და მონდომებული, ამიტომაც ენტო სერჟანტი და მარტო გაუშვა....

რიგითმა ორი ოთახი გაიარა, მესამეში რაღაც შენიშნა, იარაღი მოიმარჯვა და ობიექტს მიუახლოვდა...

იატაკზე ორი ცხედარი დაინახა; ახალგაზრდა ქალის და პატარა ბავშვის, დაბომბვისას მეორე სართულიდან მოწყვეტილი ბეტონის დიდი ფილა დასცემოდათ, ქალს თვალები გახელილი ჰქონდა და მზერა ბავშვზე იკო შეყინული, პატარას კი თვალები დაეხუჭა - თითქოს ეძინა. მოშორებით ახალგაზრდა კაცის წელმოწყვეტილი გვამი ეგდო, ცოლ-შვილისაკენ ხელებგაშვერილს ტყვია ზურგში დასწეოდა...

გ.-ს ცივმა ოფლმა დაასხა, ფერი დაკარგა, დაყვირება მოუნდა, ყველაფრის მიტოვების, გაქცევის, ტირილის, უკანასკნელ ხმაზე ღრიალის სურვილმა მოიცვა.... მაგრამ თავს მოერია, დავალება ჰქონდა შესასრულებელი.

მოშორებით, გვამებისაკენ ზუგრშექცევით ჩამოჯდა, წყალი მოსვა. უცნაური ფიქრები მოეძალა, დედ-მამა და უმცროსი ძმა გაახსენდა, რომლებიც სადღაც შორს ცხოვრობდნენ და საერთოდ არ აწუხებდათ რა ხდებოდა აქ ცხრა მთას აქეთ, რატომ იხოცებოდნენ ადამიანები და ერთადერთი საზრუნავი, მომავალი ზაფხულის მაქსიმალურად კომფორტულად გატარება ჰქონდათ...

ყველაფერი შესზიზღდა, საკუთარი ოჯახის წევრებიც კი, კიდევ ერთხელ მოუნდა ყვირილი და ყველაფრის მიტოვება.... მაგრამ არა, დავალება ჰქონდა შესასრულებელი...

”სად არის ნეტა ამდენ ხანს, ხომ არაფერი შეემთხვა, ან ხომ არ... არა ის პროფესიონალია, საქმეს ბოლომდე მიიყვანს” - ფიქრობდა სერჟანტი და ყოვლე წუთს გაჰყურებდა სახლს ბინოკლით, იქ კი ფანჯრიდან ძველებურად ჩანდა სნაიპერის შაშხანის ლულა, რომელიც ოცეულის ნებისმიერ ოდნავ გამოძრავებაზეც ძველებურად რეაგირებდა...

რიგითმა გ.-მ ძალა მოიკრიბა, წამოდგა და მეორე სართულისკენ ამავალ კიბეს, უფრო სწორად მის ნარჩენებს აუყვა. ძველებურად ჩუმად და ფრთხილად მოძრაობდა, მეორე სართულზე სუნთქვა შეკრული ავიდა, ვიწრო კორიდორი გაიარა და ავტომატის ლულა იმ ოთახში შეყო სადაც მისი გათვლებით სნაიპერი უნდა მჯდარიყო, მის მოქმედებას რეაგირება არ მოჰკოლია და გ. სწრაფი მოძრაობით შეიჭრა ოთახში, იარაღი ფანჯრიდან შემოსული შუქით განათებულ ადამიანის თავს დაუმიზნა...

ხმაურზე, თავი რიგითისაკენ შებრუნდა... გ.-ს თავბრუ დაეხვა, ადგილზე გაშეშდა, დაიბნა, ვერ მიხვდა როგორ მოქცეულიყო, მის წინ ცამეტი - თოთხმეტი წლის გოგონა იდგა, ხმაურისაგან დაბნეულს შაშხანა მიეტოვებინა და თვალებგაფართოვებული უყურებდა ოთახში შემოჭრილ, იარაღ მომარჯვებულ კაცს...

ჯარისკაცს ხელები აუკანკალდა, იარაღი დაუშვა, კედელს მიეყუდა და იატაკისკენ დაეშვა ვეღარაფერს გრძნობდა, მხოლოდ ბავშვის თვალებს ხედავდა და ცრემლი სდიოდა...

ბავშვმა ხელი ქამრისკენ წაიღო და იქიდან რევოლვერი ამოიღო, გ.-ს მოუშვირა, რიგითი არ განძრეულა,ა რც მიმიკა შეცვლია, იატაკზე იჯდა და ცრემლი სდიოდა, ბავშვის მოქმედებას უაზროდ აყოლებდა თვალს...



სახლიდან გასროლის ხმა მოისმა. სერჟანტმა მზადყოფნის ბრძანება გასცა, ოცეული შენობაში შესაჭრელად მოემზადა და გ.-ს დათქმულ ნიშანს დაელოდა... ის კი არ ისმოდა...

სერჟანტმა სნაიპერის ყურადღების მისაპყრობი მანევრი გააკეთა... ლულა დუმდა. დაბნეულმა მეთაურმა შტურმიო დაიძახა...

პირველი თვითონ გაიქცა, გულამოვარდნილმა შეამტვრია სახლის კარი, ქოშინით აირბინა მეორე სართულზე დაოთახში შევარდა:

კედელთანნ იატაკზე გაუნძრევლად იჯდა რიგითი გ. გაფითრებულსა და გაქვავებულს სახე წაშლოდა და არანაირი ემოცია და გრძნობა არ ეტყობოდა, მხოლოდ ცრემლი სდიოდა. მის წინ გულაღმა იწვა ცამეტი წლის გოგონა, იარაღი დავარდნოდა, შუბლზე კი სისხლისფერი წერტილი აჩნდა, თვალები ღია დარჩენოდა და სახეზე გამარჯვებულის ღიმილი შეჰყინვოდა...

ტატო
აპრილი, 2003წელი

Comments

Dv0rsky said…
გაიხარე, მახო, ეგრეა!

დავალება ყოველთვის უნდა შეასრულო.
ყოველთვის.

საბრძოლო დავალება რა, ცხოვრებაშიც ეგრე არაა?

ДОЛГ.
დავალება კი უნდა შეასრულო, მაგრამ ამ დავალების გამო ხანდახან ძალიან ბევრ რამეზე წასვლა გიწევს და მანდ ისევ ბანალურ და მარადიულ კითხვამდე მივდივართ... ამართლებს მიზანი საშუალებას?....
Anonymous said…
გული შემეკუმშა, რას გვერჩი? :)ბოლომდე იმედი მქონდა რომ დავალებას არ შეასრულებდა:(
შენ წარმოიდგინე მარო მეც მასე მეგონა ბოლომდე.....
Anonymous said…
დაიცა და მე რატო მეგონა რო ბავშვმა მოიკლა თავი?

დიახ, ბავშვმა მოიკლა.

ასე დამთავრდა ეგდ ა ვსიო. სხვა არაფერი გამაგონოთ.
დაიხალა გოგომ ტყვია და გამარჯვებული იერიც მაგიტო ქონდა, თუმცა ცოოოტა რთულიწ არმოსადგენია შუბლში ტყვიადახლილი ბავშვის გამარჯვებული იუერი მარა...

ეს ხომ ლიტერატურაააა
ყოჩაღ s.p. მე სპეციალურად არ ვუთხარი არც დვორსკს და არც მაროს თვითონ მოიკლა მეთქი თავი :)))))))))
Dv0rsky said…
ვაბშეტა ჩანს ეგ - თავი რომ მოიკლა.

მაგრამ მაინც, არ მინდოდა რომ ჯარისკაცი გამოსულიყო წარუმატებელი...
ეგ ჯარისკაცი იმ სახლში რო შევიდა მემგონი უკვე წარუმატებელი იყო, მე მასე მგონია....
kai blogia, damscoebia :) martalia zalian gacelilia magrajm mainc araushavs
Anonymous said…
ერთი ორი უძილო ღამე და ყველაფერი დამთავრდებოდა.

ალვა
Anonymous said…
დაძველდა პოსტი,დაძველდაააააა ;)
რამე ახალი დადე ტატო!
სალამი ალვა :) აქაც მომაგენი? :) რა ვიცი, ვერ გეკამათები, მაგრამ არა მგონია რომ მასეთი სტრესი ერთ-ორ უძილო ღამეში გადიოდეს...
Anonymous said…
კაი იყო....

კაი, ნაღდად.


დალშე.........
Anonymous said…
aseti ram ratom dacere tato??
... gaognebuli var...

ar vici ra unda vtkva, magram ubralod minda vikviro da ragac vtkva.... magram tavshi mxolod erti kitxva trialebs, ratom xdeba es kvelaperi???

.....

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *