Posts

Showing posts from September, 2020

05:10

Image
უძილო ღამე - ფიქრი... ფიქრები... რაზე?... ყველაფერზე - შენზე, ჩემზე, ჩვენზე... დედაზე, მამაზე, შვილზე... მეგობარზე, ახლობელზე, ქალაქზე, ქვეყანაზე... დედამიწაზე, სამყაროზე, ღმერთზე... მერე?!... მერე სიხარულის და სიყვარულის შეგრძნება... ვის მიმართ?... შენს მიმართ -   ახლა რომ ამას კითხულობ, შვილის, მშობლის, ადამიანის, ოცნების და სიცოცხლის მიმართ... საიდან მოდის?... გულიდან, ღმერთისგან... სად მიდის?!... - შენთან, ჩემთან, იმასთან...   როგორ?!... ფიქრის, გონის და სულის გზავნილით, შენს ფიქრში დაბადებული ტალღებით და ენერგიით...   მიაქვს და მოაქვს სიყვარული, მიაქვს და მოაქვს ენერგია რომელიც ატრიალებს დედამიწას და გაძლევს ძალას...  ძალას გიყვარდეს, გინდოდეს, აკეთო, იმოქმედო... იცხოვრო და რა?!... არც არაფერი, ახლა დილის 5 საათია, არ მძინავს, ვფიქრობ და მომინდა შენთვისაც გამეზიარებინა... თუ ბოლომდე წაიკითხე და გაგეღიმა, ჩემთვის ესეც საკმარისია... უკვე კმაყოფილი ვარ,  3 წუთით მაინც ხომ მოგწყვიტე რუტინას და ოდნავ განსხვავებული განწყობა შეგიქმენი...   დილა მშვიდობისა და წ