Posts

Showing posts from August, 2014

* * *

Image
- გამარჯობა - გაგიმარჯოს... - როგორ ხარ? - არ ვიცი, მემგონი კარგად, შენ? - მეც არამიშავს, დავდივარ გიყურებთ და ვფიქრობ... - რაზე ფიქრობ? - თქვენზე, ადამიანებზე... - შენ რა ადამიანი არ ხარ? - კი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში მიანც გარედან გიყურებთ... - და რას ხედავ გარედან? - ცოტათი ვიბნევი თქვენი შემხედვარე... - რა გაბნევს? - ადამიანების საქციელი. თავად არ იციან რა უნდათ, თითქოს იღწვიან რაღაცისთვის, შრომობენ, წვალობენ, ცდილობენ, უნდათ და რა უნდათ თვითონაც არ იციან, მთელი ცხოვრება რაღაცას დასდევენ, დასდევენ და მერე ერთ დღეს კვდებიან, ის რაღაც კი რჩება გაუკეთებელი და შეუსრულებელი, ან ისრულებენ და არ ჰყოფნით მაშინვე ახლის ძებნას იწყებენ და მთელი ცხოვრება დასდევენ ქიმერებს, არადა რატომ?!... ხომ შეგიძლია ფუჭად გატარებული დროის მაგივრად დატკბე მომენტით, ერთი დღით ერთი ბედნიერი წამით და უბრალოდ იცხოვრო.... - და ვის სჯერა მაგის? ადამიანებს ხომ ყოველთვის რაღაც უკეთესი უნდათ... - რომ არ სჯერათ მაგიტომაც არიან უბედურები და წვა