Posts

Showing posts from January, 2003

წარმატებული ექსპერიმენტი

მაიმუნი, რომლის ამბავიც მინდა გიამბოთ, ტყეში ცხოვრობდა, ქალაქთან ახლოს, მარტო და თავისუფალი. ძალზე ჭკვიანი იყო-ფიქრი და ანალიზი შეეძლო. ადამაინებს ხშირად ხედავდა და უნდოდა მათნაირი ყოფილიყო. მათსავით ჩაეცვა, გაბღენძილიყო და ქუჩაში გაევლო, მაგრამ ვერ ბედავდა, ფიქრობდა დამცინებენო. ნაღვლიანად უთვალთვალებდა ხოლმე ტყეში საქეიფოდ ამოსულებს, რომლებიც ჯერ საჭმელს ჭამდნენ, იცინოდნენ, ყვიროდნენ, ბოთლებიდან რაღაცას სვამდნენ და მერე ორ-ორად ბუჩქებში იფანტებოდნენ ხოლმე. ერთ საღამოს, როდესაც ტყეში მოსული ადამიანები, ჩვენთვისაც და მაიმუნისთვისაც უკვე კარგად ნაცნობი საქმის საკეთებლად ბუჩქებში გაუჩინარდნენ, ჩუმად გამოძვრა სამალავიდან და მათი ხორაგიდან ერთი ბოთლი უცნაური სითხე აწაპნა, იქვე დამალა და ადამიანების წასვლად დაელოდა. ნასვამ და ნასიამოვნებწყვილებს ბოთლის დაკარგვა არც შეუმჩნევიათ, მოწესრიგდნენ და ქალაქისკენ წავიდნენ. მარტო დარჩენილი მაიმუნი თამამად გამოვიდა მინდორზე და თავისი განძის შემოწმებას შეუდგა. ბოთლს თავი მოხადა, ჯერ დასუნა, მერე ცოტა მოსვა-ყელი ჩაეწვასავით, სამაგიეროდ მუცელი გაუთბა