Posts

Showing posts from May, 2021

ღამის ბლუზი...

Image
  გაზაფხულია, დაღამდა... ფანჯარა ღიაა, გარე განათება აინთო და ეზო გაყვითლდა... ხმაურიანი ბავშვები სახლებში ავიდნენ, ახლა ალბათ უკვე სძინავთ... ბირჟაც დაიშალა, წავიდნენ სახლებში ქვეყნის და ქვეყნიერების ბედზე დამაშვრალი გოგო-ბიჭები, მხოლოდ ერთი წყვილია შეყუჟული ხის ქვეშ პატარა ბაღის სკამზე, ეზოს ყველაზე ბნელ კუთხეში და ჩუმად ტკბებიან ერთად ყოფნით, არ უნდათ მეზობლებმა შეამჩნიონ და გაიგონ მათი საიდუმლო... ცა აღარ ჩანს, ელექრო განათება ჭამს ღამით ქალაქში ცას... ფანჯარას ვშორდები, ვჯდები სავარძელში, ვუკიდებ სიგარეტს და თვალს ვაყოლებ კვამლს, კვამლი ზანტად მიიწევს ფანჯრეისკენ, იკლაკნება და სიბნელეში უჩინარდება... კვამლს ჩემი ფიქრი მიყვება... ჯერ ეზოს გადაუვლის, მერე მთავარ ქუჩაზე გაისეირნებს, ადის მთა-წმინდაზე, ქალაქს გადმოხედავს... ლამაზია ქალაქი ღამით ზევიდან, ჭუჭყი არ ჩანს, მხილოდ სინათლე და სინათლეები, ფერადი, ყვითელი, თეთრი, მომწვანო... მაცდური რამეა ფიქრი... შეყოლიება იცის...   დიდხანს მაბოდიალა ღამის ქალაქში... ძველი უბნების ვიწრო ქუჩებზე, მთვარი გამზირების ფერადი განა