Posts

Showing posts from May, 2008

ზღვარი

Image
ქუჩაში მიდიოდა, ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა, არაფერი აინტერესებდა, ვერც წვიმას გრძნობდა; წვიმას რომელიც ასველებდა, წვიმას რომელიც დასიცხულ ქალაქს აგრილებდა და წვიმას, რომელიც ოდესღაც ძალიან უყვარდა, წვიმას რომელსაც დარდს აყოლებდა და ბევრს სეირნობდა ხოლმე... ახლა მისთვის არ ეცალა, სულ სხვა რამეზე ფიქრობდა. ფიქრობდა თავის უბედურებაზე, სიმარტოვესა და დაჩაგრულობაზე, ფიქრობდა სიკვდილზე, საკუთარ პანაშვიდზე და ატირებულ ახლობლებზე, ძალით სახეშეწუხებულ შორეულ ნათესავებზე და ყოფილ თანამშრომლებზე, მოვალეობის მოხდის გამო რომ მოვიდოდნენ პანაშვიდზე... ფიქრობდა იმაზე თუ, რა დახვდებოდა იმქვეყნად, თუ არსებობდა საერთოდ იქაურობა და თუ ელოდნენ უკვე მისი ადრე წასული ახლობელი ადამიანები იქ. -ნეტა როგორ შემხვდებიან, თუ ვახსოვვარ ნეტა იმათ მაინც?... გაიფიქრა და გაეღიმა. მიხვდა, რომ ეს ფიქრი უკვე სიგიჟის ზღვარი იყო... -ნეტა მართლა თუ შევძლებ თავის მოკვლას, თუ მაგის ძალაც არ მეყოფა?!... გაიფიქრა და იქვე დასძინა: -მეყოფა, მეყოფა... აბა აქ ვის რაში ვჭირდები, მე არც ფუნქცია მაქვს, აღარც სურვილები და