Posts

Showing posts from July, 2003

განთიადი

Image
როდესაც თვალი პირველად გაახილადა მიმოიხედა, ვერაფერი დაინახა, წყვდიადი იყო და არაფერი ჩანდა. აწრიალდა, რაღაცას დაუწყო ძებნა, ოღონდ რას თვითონაც არ იცოდა. ირგვლივ მისნაირები ირეოდნენ, ისინიც რაღაცას ეძებდნენ. ეძებდნენ სხვადასხვანაირად: დინჯად, ისტერიულად, ყურადრებით,უგულისყუროდ, მონდომებით, ტირილით, ხვეწნით, ჩხუბით, ყვირილით.საშინელი ღრიანცელი იდგა, ვერავინ ვერაფერს ვერ პოულობდა. ვერ პოულობდნენ, რადგან თვითონაც არ იცოდნენ რა უნდა ეძებნათ. უბრალოდ ხვდებოდნენ, რომ სიბნელეში სადღაც რაღაცა იქნებოდა დაფარული და ამ დაფარულისათვის აწყდებოდნენ უთავბოლოდ აქეთ-იქით. მათი შემხედვარე მიხვდა, რომ განსხვავებული გზა იყო საჭირო და გადაწყვიტა ჯერ ისეთი ვინმე მოეძებნა, ვისაც ეცოდინებოდა სინამდვილეში რა იყო საპოვნელი.  ვიღაცას ხომ უნდა სცოდნოდა, სადმე, თუნდაც შორს ყოფილიყო ის ვიღაც,და თუ არავინ იცოდა, მაშინ გამოდიოდა,რომ არაფერია დამალული და ყველა ტყუილად ირჯებოდა-ვერავის მიაგნო. ბევრი იარა, ბევრ მისნაირს შეხვდა, ბევრის ნააზრევი მოისმინადა თითქმის დაიჯერა, რომ ვერას