Posts

Showing posts from April, 2026

* * *

Image
  ადამიანებს უყვარდათ, პატივს სცემდნენ, კეთილი და ჭკვიანი ადამიანის რეპუტაცია ქონდა, ხანდახან აზრსაც ეკითხებოდნენ და ისიც რა თქმა უნდა არ იშურებდა... რენომე და რეპუტაცია არ აკლდა, ყველასთვის დადებითი და მისაღები იყო, თითქოს პრობლემები არ უდნა ქონოდა... მაგრამ ქონდა, თან ძალიან ბევრი... ერთი საქმის კეთება დაიწყო, არაფერი გამოუვიდა, ჩამოინგრა და გაფუჭდა - მერე მეორე სცადა, აქაც ვერაფერი... მესამე - იგივე... საკუთარი საქმის კეთებას თავი დაანება და მუშაობა დაიწყო... ცუდი თანამშრომელი გამოდგა, სულ რაღაც ავიწყდებოდა და რჩებოდა... სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ არ უშვებდნენ, რომ როგორც აქამდე ვახსენეთ კარგი რენომე ქონდა და ხელმძღვანელობა თვალს ხუჭავდა... პირადშიც არაფერი გამოუვიდა, რამდენჯერაც სცადა იმდენჯერ აქაც ყველაფერი დაინგრა...  „არ მიმართლებს, სულ არასწორი ადამიანები მხვდებიან“ ფიქრობდა და გული სტკიოდა, ვერ ხვდებოდა რატომ... კიდევ ერთი უცნაურობა ის იყო, რომ მის ირგვლივ სულ უცნაური და საეჭვო ადამიანები იყრიდნენ თავს, მოდიოდნენ იდეებით, შემოთავაზებებით, ხანდახან უბრალოდ სამეგობროდ, ...

* * *

Image
  - გამარჯობა! - გაგიმარჯოს!... - როგორ ხარ? - ახლა უკვე კარგად... - და მანამდე რა მოგსვლია?... - რაღაცები დავკარგე... - ?!... - ადამიანები, უფრო სწორად ადამიანების მიმართ რწმენა... ტრადიციულად, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა მათ მიღალატეს, მათ უარმყვეს და ვერ დაინახეს რაც მათთვის მინდოდა... - მერე?... - მერე მეწყინა, გავბრაზდი, გავსასტიკდი... ვიყვირე, ვიჩხუბე... ავირიე და ჩემს ირგვლივ გარემოც ავრიე... - ... - მერე იმედი დავკარგე, დავიბენი და ბრძოლა შევწყვიტე... - მანამდე იბრძოდი? - კი, ყველაფრისთვის ვიბრძოდი, თუ რამე მაქვს, ყველაფერი ბრძოლით მაქვს მიღწეული, მონდომებით და ძალისხმევით... - მერე რა მოხდა? - მერე ბრძოლა რომ შევწყვიტე, მივხვდი, რომ სწორედ ამ ბრძოლით ვუშვებდი შეცდომას, არასწორი რამეებისთვის და ვინმეებისთვის ვიბრძოდი, ბრძოლა არ მეზარება, მაგრამ არც ის ადმაიანები იმსახურებდნენ ჩემ ბრძოლას და არც ის ამბები რისთვისაც ვიბრძოდი...  - რისთვის და ვისთვის იბრძოდი?... - რისთვის და მატერიალური პრობლემების დასალაგებლად, რაღაც თემების მოსაგვარებ...