* * *
ადამიანებს უყვარდათ, პატივს სცემდნენ, კეთილი და ჭკვიანი ადამიანის რეპუტაცია ქონდა, ხანდახან აზრსაც ეკითხებოდნენ და ისიც რა თქმა უნდა არ იშურებდა...
რენომე და რეპუტაცია არ აკლდა, ყველასთვის დადებითი და მისაღები იყო, თითქოს პრობლემები არ უდნა ქონოდა... მაგრამ ქონდა, თან ძალიან ბევრი...
ერთი საქმის კეთება დაიწყო, არაფერი გამოუვიდა, ჩამოინგრა და გაფუჭდა - მერე მეორე სცადა, აქაც ვერაფერი... მესამე - იგივე...
საკუთარი საქმის კეთებას თავი დაანება და მუშაობა დაიწყო... ცუდი თანამშრომელი გამოდგა, სულ რაღაც ავიწყდებოდა და რჩებოდა... სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ არ უშვებდნენ, რომ როგორც აქამდე ვახსენეთ კარგი რენომე ქონდა და ხელმძღვანელობა თვალს ხუჭავდა...
პირადშიც არაფერი გამოუვიდა, რამდენჯერაც სცადა იმდენჯერ აქაც ყველაფერი დაინგრა...
„არ მიმართლებს, სულ არასწორი ადამიანები მხვდებიან“ ფიქრობდა და გული სტკიოდა, ვერ ხვდებოდა რატომ...
კიდევ ერთი უცნაურობა ის იყო, რომ მის ირგვლივ სულ უცნაური და საეჭვო ადამიანები იყრიდნენ თავს, მოდიოდნენ იდეებით, შემოთავაზებებით, ხანდახან უბრალოდ სამეგობროდ, მაგრამ მერე სადღაც ქრებოდნენ, ძირითადად რაღაც მიქონდათ, ან მატერიალური, ან დრო, ან ენერგია... სულ არასწორ ვინმეებს იზიდავდა...
მიუხედავად მუდმივი წარუმატებლობისა, საკუთარი თავი ძალიან მოსწონდა, სოციუმის გადმოგდებული სატყაურა მუშაობდა და ეგოს უკვებავდა, ტკბებოდა საკუთარი სიკარგით და ხიბლში იყო, მაგრამ როცა მარტო რჩებოდა, მერე ხვდებოდა, რომ ეს ყველაფერი ფარსია და რეალურად მის გარშემო ნგრევა და წარუმატებლობა ტრიალებდა...
გამოსავალის ძიება დაიწყო...
რელიგია სცადა, არაფერი შეიცვალა, ფსიქოლოგია - არც ამან შეცვალა რეალობა, ეზოთერიკა - აქ თითქოს რაღაც იპოვა, მაგრამ აქ უფრო მეტ ხიბლში ჩავარდა, რეალობა კი არ იცვლებოდა - ნგრევა გრძელდებოდა...
აქამდე ვახსენეთ მის ირგვლივ უცნაური და არასწორი ადამიანები ირეოდნენ მეთქი, მაგრამ იყვნენ ნამდვილებიც, რომლებიც ხედავდნენ ნამდვილ ამბავს, ცდილობდნენ ეთქვათ და მიზეზის პოვნაში დახმარებოდნენ, მაგრამ მათ არ უსმენდა, საეჭვო ტიპებისგან განსხვავებით მისთვის მოსაწონ რამეებს არ ეუბნებოდნენ.... ეს მისი ეგოსთვის მისაღები არ იყო, ამიტომ ასეთ ადამიანებს თავად იშორებდა...
გადიოდა დრო, იცვლებოდა გარემო, მაგრამ არ იცვლებოდა ის რაც უკვე მის ირგვლივ დამკივდრდა და ვერც შეიცვლებოდა....
რატომ?...
იმიტომ რომ მისი ხედვა, ფიქრი და საქციელი გულწრფელი არ იყო, არ ახლდა სიმართლე და ნამდვილობა... სინამდვილეში თავს იტყუებდა და გარშემო მყოფებსაც ატყუებდა...
არ იყო რეალურად არც კეთილი, არც ჭკვიანი და არც დადებითი... სინამდვილეში ნაწყენი და გაბოროტებული ბავშვი იყო...
ერთ დღეს გულის არეში ტკივილი იგრძნო, თავიდან ყურადღება არ მიაქცია, იფიქრა მალე გამივლისო, მაგრამ ტკივი არ დაცხრა და უფრო და უფრო შემაწუხებელი ხდებოდა… ცოტა შეშინდა, საშველად დაუძახა… ახლობლები მოცვივდნენ, პულსი და წნევა გაუზომეს, წვეთები დაალევინეს და გულის აბები ენის ქვეშ ამოუდეს, სასწარაფო გამოიძახეს…
სასწრაფო მოვიდა - გასინჯეს, სტენოკარდიული შეტევა ქონდა და გადაწყვიტეს კლინიკაში გადაეყვანათ…
კლინიკისკენ გზად კატასტროფის ბრიგადამ ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო, შედეგი მალე დადგა…
მოკვდა…

Comments