Posts

Showing posts from June, 2021

10 წლის შემდეგ

Image
ქალი და კაცი ერთმანეთს პატარა , ვერანდიან კაფეში შეხვდნენ, გაზაფხულის თბილი დღე იყო, მზე ათბობდა, ვერანდიდან ქალაქის ხედი იშლებოდა... გემრიელი ყავა ჰქონდათ და ორივემ შეუკვეთა... რამოდენიმე წუთი ჩუმად ისხდნენ, ერთმანეთს მდუმარედ ათვალიერებდნენ... „საერთოდ არ შეცვლილა, სულ ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად მოუმატია წონაში, იგივე გამოხედვა, იგივე მიხვრა-მოხვრა, მანერები, ღიმილი...“ - გაიფიქრა კაცმა „გაჭაღარავდა და ნაოჭები აქვს ” - ფიქრობდა ქალი... დუმილი გრძელდებოდა, ორივე თავის ფიქრებში წასულიყო - ძირითადად იხსენებდნენ: ერთმანეთს, ერთად ყოფნას, ემოციებს რომლებიც აკავშირებდათ... დუმილი კაცმა დაარღვია: - როგორ ხარ?... - კარგად... - ათი წელი გავიდა... - კი, ცოტა მეტიც... - შენ ისევ ისეთი ხარ, არ იცვლები... - მადლობა, შენ კი ხარ ცოტათი შეცვლილი... - რას ვიზამთ, დროს ვერაფერს უზამ... აბა მიამბე, რა ხდება საინტერესო შენსკენ, როგორ ცხოვრობ, რას აკეთებ?... - რა ვიცი აბა ვცხოვრობ, ოჯახი მყავს, მშვიდად ვარ, ვუვლი ბავშვებს და ვაკეთებ ჩემს საქმეს... შენ?... - მე ისევ ისე ვარ, როგორც დამტოვე...