Posts

Showing posts from May, 2003

"ფილოსოფიური ჩანახატი"

ლადოს დილით ჩვეულებრივზე მთელი ერთი საათით ადრე გაეღვიძა. ადგა, ისაუზმა, მოწესრიგდა, მიხედ-მოიხედა და აღმოაჩინა, რომ მთელი ერთი საათი ჰქონდა თავისუფალი. გადაწყვიტა ინსტიტუტში ფეხით წასულიყო. სადრბაზოდან გამოვიდა, ქუჩას გაუყვა და ძალიან მალე ფიქრებში ჩაიძირა. ფიქრი ძალიან უყვარდა, ფიქრობდა ყველგან და ყოველთვის; სახლში, ლექციებზე, ტრანსპორტში, სადილობისას, ტელევიზორის ყურებისას და ძილის წინ, ხომ თავისთავად. რაზე ფიქრობდა ხოლმე?!... რაზეც გნებავთ. მაგალითად: როგორი საგარეო პოლიტიკური კურსის გატარება იქნებოდა მართებული, ბურუნდის რესპუბლიკისათვის, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში... როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო ბრაზილიის საგადასახადო კანონმდებლობა... რომელი უფრო დიდი ფეხბურთელი იყო: ბეკენბაუერი თუ კრუიფი, ან რომელ ფილოსოფიურ მიმდინარეობაში შეიძლებოდა სალვადორ დალის სიურელისტური იდეების ფესვების ძიება, პლატონისეულ იდეალიზმში, თუ ენგელსისეულ მატერიალიზმში... მოკლედ ლადოსათვის ფიქრი, ჩვეული მდგომარეობა იყო. ამჯერად ინსტიტუტისაკენ მიმავალი ახალგაზრდის ინტერესის საგანს საკმაოდ ბანა