Posts

Showing posts from April, 2002

”როგორ ეძებდა კაცი ბედნიერებას...”

Image
არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, ერთ პატარა და წყნარ ქალაქში ცხოვრობდა ერთი გარეგნულად ჩვეულებრივი, საქციელითაც სხვებისგან არაფრით გამორჩეული კაცი. რომელსაც თითქოს არაფერი აკლდა; მშვიდი და მყუდრო ოჯახი, მეგობრები, ნათესავები, სამსახური და ფული, მაგრამ მაინც ყველა შეშლილს ეძახდა. რადგანაც ამბობდა ბედნიერი არ ვარო, უფრო მეტიც უბედურებას იბრალებდა. ვერავინ ხვდებოდა რით იყო ეს კაცი უბედური და შესაბამისად შეშლილადაც მონათლეს. კაცი თავის მდგომარეობაზე ბევრს ფიქრობდა, ცდილობდა თავის მრავალრიცხოვან კითხვებზე პასუხი ეპოვა, მაგრამ უშედეგოდ, მის ქალაქში ყველა კარგად ცხოვრობდა, არავის არაფერი აწუხებდა და ვერაფრით გაეგოთ რა იყო ახალი და მათთვის უცხო საძებარი, ამიტომაც სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა და მართლაც, ერთ მშვენიერ დილას ადრე ადგა და გზას გაუდგა... იარა კაცმა, იარა და ერთ დიდ მინდორზე აღმოჩნდა.... მინდორზე უამრავი ხალხი ირეოდა და ყველას სადღაც ეჩქარებოდა. მრავალგავრი ადამიანები ხვდებოდნენ აქ: მათგან ზოგიერთმა გამარჯობა უთხრა და გზა განაგრძო, ზოგიერთ