Posts

Showing posts from January, 2020

ბედნიერი

Image
დილა გათენდა, მზის სხივები მოეფინენ პატარა ბაღში გაშენებულ ფერად და კეკლუც ყვავილებს, ყვავილებმაც მიუშვირეს ფურცლები მნათობს მოსაფერებლად... მზემ სითბო ჩაუღვარა ფერად-ფერად გულებში და დილა მშვიდობისა უსურვა... ბაღში კაცი გამოვიდა, თავისი კოხტა და პატარა სახლიდან, ხელში სარწყავი ეჭირა და ღიმილით უყურებდა მზისა და კეკლუცი ყვავლიების ალერსს... კაცი ყველა ყვავილთან სათითაოდ მივიდა, ყველას მიესალმა, წყალი დაუსხა და ნაზად გადაუსვა ხელის გული... ის ყვავილებს უვლიდა, ყვავილები მას ხალისს და ფერებს ჩუქნიდნენ... კ აცი შინ შევიდა, ყვავილებმა მზესთან კეკლუცი განაგრძეს... კაცი სოფელში ცხოვრობდა, როგორც უკვე გითხარით კოხტა და პატარა სახლი ჰქონდა, მის ეზოში კი კეკლუცი ყვავილებით სავსე ბაღი, ასე 50 წლის იყო, შეთხელებული თმა გაჭაღარავებოდა, არც ის მაღალსა და საშუალოდ გამხდარ კაცს ბაღში მზეზე მუშაობის გამო სახეზე მუდმივად რუჯი ჰქონდა და დიდი ყავისფერი თვალებით მუდმივად თითქოს სადღაც შორს, სივრცეში იყურებოდა, ბევრს არ ლაპარაკობდა, ხშირად იღიმოდა, ერთი შეხედვით დიდად არ გამოი