Posts

Showing posts from September, 2014

რატომ აქვს თბილისში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მასწავლებელზე მაღალი ხელფასი...

Image
საქართველოში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 400 ლარია, მასწავლებლის რომლის სამუშაოც ერთერთი (თუ არა ყველაზე) საპასუხისმგებლოა და დასაფასებელი, რაც ნამდვილად ძალიან ცოტაა და ნორმალურ ქვეყანაში სხვანაირად უნდა ხდებოდეს, თუმცა ამაზე სხვა დროს.. ერთ დღეს მეგობრისგან გავიგე და მერე სხვებმაც დამიდასტურეს, რომ ქალაქის დასუფთავების თანამშრომლების (აი იმათი მანქანებზე რომ შემოსკუპებულან) ანაზრაურება 700 ლარიდან იწყება და არ ვიცი რა კრიტერიუმით მარა 1 000 ლარამდეც ადის, თავიდან ძალიან გამიკვირდა, მერე დავაკვირდი სიტუაციას და ახლა პირიქით ვფიქრობ რომ უფრო მეტიც უნდა იყოს, რატომ ?... -          სკვერში წყვილი ზის, აშკარად ეტყობათ გულგრილები არ არიან ერთმანეთის მიმართ, საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურებიან, იღიმიან და ერთმანეთს ესაუბრბიან, ამ დროს მათ წინ ნაყინის გამყიდველმა ჩამოიარა, ბიჭმა ნაყინი იყიდა, ერთი გოგონას გაუწოდ, მეორე კი თავად დაიტოვა, გახსნეს ნაყინები და პოლიეთილენის პარკები იქვე დაყარეს... -        ...

რა გამიკეთა ამ მთავრობამ ?!....

„წინა ვიცით რაც იყო და როგორც იყო და ამათი იმედი გვქონდა ხალხს, მარა ამათმაც რა გამიკეთეს, ჩემი ფეხები... ისევე ისე ვწვალობ და ვჯახირობ როგორც მანამდე, არავინ არაა ხალხისთვინ, ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობს...“   ვიჯექი ჩემთვის მუსიკას ვუსმენდი და საქმეზე ვფიქრობდი, მაგრამ ტაქსისტის ამ ფრაზამ გამომაფხიზლა, მერე გამახსენდა რომ მსგავსი ფრაზები ხშირად მსმენია და სხვა რამეზე დავფიქრდი: - ნეტა მთავრობა უნდა გვიკეთებდეს რაღაცეებს? თუ მთავრობა იმით უნდა იყოს დაკავებული რითიც არის, ანუ ქმნიდეს კანონებს, ქმნიდეს გარემოს და შენ უნდა აკეთებდე, აკეთებდე საქმეს, აკეთებდე გულით და ხარისხიანად, არ გინდოდეს სხვისი ნაჩუქარი ლუკმა, უვლიდე შენს საცხოვრებელ ადგილს, იცოდე შენი ადგილი  ცხოვრებაში და უბრალოდ არ გეზარებოდეს?!... ალბათ მეორე, ყოველ შემთხვევაში მე მასე ვთვლი და სუბიექტური ვარ. როცა გაქვს ორი ხელი, ორი ფეხი, არ გაწუხებს ჯანმრთელობა და შეგიძლია შექმნა რაღაცა, რატომ უნდა ელოდებოდე მტავრობის, პეტრეს, პავლეს, ბიძინას, მიშას თუ სხვის გაკეთებულს? ადექი და გააკეთე დალოცვილო... რ...