* * *



- შენ კიდევ აქ ხარ?...

- კი, შენც რა თქმა უნდა მოხვედი..

- აბა სად წავიდოდი, მე ხომ სულ შენთან ვარ...

- კარგია შენ რომ სულ ჩემთან ხარ, შენთან ყოველთვის შემიძლია ვიყო გულწრფელი...

- და სხვებთან არა?..

- სხვებთანაც, მაგრამ ხანდახან ეს გულწრფელობა არ ესმით ხოლმე ადამიანებს, ან სუსტი ვგონივარ, ან მერე წამომაძახებენ ხოლმე და გული მტკივა...

- და მერე რას აკეთებ მასე რომ არ მოხდეს?...

- ვცადე რამოდენიმეჯერ აღარ ვყოფილიყავი გულწრფელი, მაგრამ მერე იმან შემაწუხა, რატომ არ ვარ მეთქი...

- საინტერესოა, და რომელი შეგრძნება უფრო მტკივნეულია?...

- რთულია როდესაც გულს გტკენენ, ხანდახან შეიძლება იფიქრო რომ დაუმსახურებლადაც, მაგრამ უფრო რთულია როდესაც რაღაცას ბოლომდე არ ამბობ, არ ხარ გახსნილი და თამაშობ, არ მიყვარს თამაში... ალბათ სჯობს იყო გულწრფელი და გეტკინოს, ვიდრე ბოლომდე არ ანახო ადამიანებს ის ვინც ხარ, ალბათ დაიმსახურე, შეცდომა დაუშვი და აქვთ სათქმელი... ვერავის მოსთხოვ გაგიგოს ბოლომდე, მიხვდეს და შემოვიდეს შენს მდგომარეობაში, რატომ უნდა მოიქცნენ მასე? რით დაიმსახურე?...

- ამას რად უნდა დამსახურება, შენ ხომ უბრალოდ ადამიანი ხარ და ხარ ისეთი როგორიც ხარ, შენი შეცდომებით, სიკეთეებით, დანაშულებით, სიხარულებით და ტკილივლებით ?...

- ისიც სხვაც მასეთია - მისნაირი, და ის სხვანაირად ფიქრობს, სხვა რამეებს განიცდის და სხვა რამეები აინტერესებს, შენ ხომ მხოლოდ შენი გადმოსახედიდან ხედავ და გრძნობ ასეა ისიც...

- მე მხოლოდ ჩემი გადმოსახედიდან არ ვხედავ...

- შენ ხო, შენ გამორჩეული ხარ, ალბათ მაგიტომაც ხარ ის ვინც ხარ, შენ შეგიძლია თავი სხვის მდგომარეობაშიც ჩააყენო, სხვისი ტკივილიც გტკიოდეს და სხვისი სიხარულიც გიხაროდეს...

- შენც არაფრით განსხვავდები ჩემგან, მე უბრალოდ ეს ყველაფერი გავლილი მაქვს, შენ ახლა გადიხარ...

- რთულია...

- რთულია გეთანხმები, არც ჩემთვის ყოფილა ადვილი, მაგრამ გასავლელია...

- ხო მაგრამ, რომ ვწვალობ?!...

- უნდა იწვალო, განიცადო და მიხვდე, პირველ რიგში შენ თავთან უნდა აღიარო, თუ მიხვდი უნდა შეცვალო, თუ ვერ მიხვდი ისევ იწვალებ, კარგია რომ გირჩევნია იწვალო ვიდრე ითამაშო, კარგია რომ გულწრფელი ხარ, კარგია რომ განიცდი და ფიქრობ ამ ყველაფერზე...

- ალბათ მართალი ხარ და ახლა რა უნდა ვქნა?

- იცი შენ რაც უნდა ქნა J

- ვცდილობ...

- ეცადე ეცადე, არაფერი მოგივა, ან კარგად იქნები, ან ჭკუას ისწავლი...  მაგრამ ერთი რამ გახსოვდეს, შეგიძლია შეცდომაც დაუშვა, შესცოდო, გეტკინოს, იტკინო, ატკინო, მაგრამ არასდროს გაჩერდე, აკეთე ის რაც გულში გაქვს, თქვი რაც გულში გაქვს და მიჰყევი მას, დანარჩენს დრო გაჩვნებს, მთავარია თავი არ მოიტყუო, უბრალოდ იცხოვრე და იფიქრე...

- ისევადაისევ, მადლობა შენ, ძალიან კარგი ბეგობარი ხარ...
- მადლობა შენ, ადამიანო...


Tatsson
04.09.2014

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *