***



გამოეღვიძა, ჩუმად წამოდგა, ფანჯარას მიუახლოვდა და გაიხედა - გარეთ წვიმდა...

წვიმის ხმა სიამოვნებდა, ცოტათი ცელქ, ცოტათი სევდიან, რომანტიულ და არეულ განწყობაზე აყენებდა, მისი მონოტონური ხმა კი ნერვებს უწყნარებდა...
ბნელოდა. თითქმის ყველა ფანჯარაში შუქი ჩაექროთ და მხოლოდ მოშორებით ცენტრალურ ქუჩაზე ღამის განათების ბოძები ანათებდა ღამეულად ნაცრისფერ ქალაქს, წვიმა არ წყდებოდა...
ფანჯარა გამოაღო, გარეთ გრილოდა და სიგრილე მაშჳნვე შემოიჭრა ოთახში, ესიამოვნა სიგრილეც და მას მოყოლილი სისუფთავის სუნიც, გაზაფხულის წვიმის დროს რომ ასდის ხოლმე ქალაქს...
სიგარეტს მოუკიდა დაჩაფიქრდა. კონკრეტული არაფერი, უბრალოდ აზრებს გაჰყვა...

მის ცხოვრებაში ყოველდღიურად უამრავი რამ ხდებოდა, კარგიც და ცუდიც, სასიხარულოც და საწყენიც, კეთილიც და ბოროტიც... ყველაფერს განიცდიდა და გულთან მიჰქონდა, ზოგჯერ გამოხატავდა, ხანდახან - არა, მერე ეს გამოუხატავი ემოცია აწუხებდა და ხასიათს უფუჭებდა, მაგრამ რა ექნა მასეთი იყო, ხანდახან მასე ამჯობინებდა ხოლმე...

ძილის საბოლოოდ გაუტყდა, აბაჟური აანთო და ოთახი მოათვალიერა, ყველგან რაღაც ეყარა: წიგნები, გაზეთები, გაურეცხავი ყავის ჭიქები, ტანსაცმელი და უამრავი დაჭმუჭნული ფურცელი...

ადრე წერა უყვარდა, მოდიოდა საღამოობით სახლში, დაიდგამდა ფინჯან ცხელ ჩაის, მოუჯდებოდა მაგიდას და წერდა და წერდა. წერდა ყველაფერზე, მთელი დღის მანძილზე ნანახსა და განცდილზე, ნაფიქრზე, მოგონილსა თუ ნაოცნებარზე...
დრო გადიაოდა, ნაწერების უმეტესობა იკარგებოდა, ზოგს არ ამთავრებდა, ზოგს ხევდა, ზოგს ინახავდა და მერე ვეღარ პოულობდა, რამოდენიმე შემორჩა მხოლოდ...

მაგიდასთან მივიდა, ერთ-ერთი დაჭმუჭნული ფურცელი აიღო და კითხვა დაიწყო:

” დღეს საკმაოდ მოსაწყენი დღე იყო, სამსახურში არაფერი ხდებოდა, ძლივს გავიდა სამუშაო დრო, როგორც იქნა გამოვაღწიე და ქალაქში გამოვედი. უაზრო ამინდი იყო, მოღრუბლული და ნაცრისფერი, ყველას სადღაც ეჩქარებოდა...”
გაეღიმა: “ხანდახან რა სისულელეებს ვაქცევ ყრადღებასო” გაიფიქრა და ფურცელი ისევ დაჭმუჭნა...

ბოლო დროს წერა აღარ გამოსდიოდა, ვერცერთ ნაწერს ვეღარ ამთავრებდა, უფრო სწორად ვერც იწყებდა, დაწერდა რამოდენიმე უშინაარსო სტრიქონს და მერე კალამს მიაგდებდა, რომელიმე მეგობარს ურეკავდა და სახლიდან გადიოდა, ან ტელევიზორს ჩართავდა და მთელ საღამოს უაზრო საინფორმაციო გამოშვების ყურებასა და მთქნარებაში ატარებდა ხოლმე...

კვლავ ფანჯარასთან მივიდა, კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა ღრმად სუფთა ჰაერი და კვლაფ ფიქრებს მიეცა...

ნორმალურად ცხოვრობდა, ბევრი მეგობარი ჰყავდა, სამსახური, შემოსავალი, გართობა, მოგზაურობა, მძაფრი შეგრძნებები - ეს ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ:
მაგრამ მაინც რაღაც არ ასვენებდა, ყველაფერი მალე ბეზრდებოდა და მერე აღიზიანებდა ხოლმე, თითქოს დაღლილიყო კიდეც... ”ნეტავ რატომ?” ფიქრობდა და პასუხს ვერ პოულობდა, უნდოდა ვინმესთვის ეკითხა, მაგრამ არ იცოდა ვისთვის...
ძმაკაცები ეტყოდნენ: -შენ ხომ არ გადარეულხარ, ყველაფერი მაგრადაა და რაებს ბოდავო...
დედა ეტყოდა: - ეგ მოუსვენრობა ცხოვრების არაჯანსაღი წესის ბრალია, დროზე დაიძინე, წესიერად იკვებე და ყველაფერი მოგვარდებაო...
მამა ეტყოდა: ... იმას რა უნდა ეთქვა, თავისი გასჭირვებოდა და იქით თუ ეტყოდი რამეს...
ეკლესია ეტყოდა: - ეგ ცოდვები არ გასვენებს და მაგის გამო ხარ ცუდადო... არადა თვითონ ხომ იცოდა რომ ეგ არაფერ შუაში არ იყო....
რაღაც პერიოდი იფიქრა და დაასკვნა რაც სჭირდა - მარტოობა...
მარტოობა მიუხედავად იმისა, რომ გარშემო უამრავი ადამიანი ჰყავდა, მართლაც ერთგული და თანამგრძნობი, მაგრამ მაინც...
შეყვარებული?... საყვარელი?... სექსი?... - ეს არ იყო მისთვის პრობლემა.
არც სექსის და არც რომანტიული ურთიერთობების ნაკლებობას არ განიცდიდა, საინტერესო ადამიანი იყო და ბევრს უნდოდა მასთან, მაგრამ თავად ბეზრდებოდა ძალიან მალე, ხანდახან იმდენად რომ, რომანი დაწყებული არ იყო და უკვე აღარ უნდოდა, ეტყობა არ უყვარდებოდა...

”რაებზე ვფიქრობ”- გაეცინა გულში და ფანჯარას მოშორდა.
საწოლს დაუბრუნდა, ბალიშებში კომფორტულად მოეწყო და დაძინება გადაწყვიტა.
თვალები დახუჭა და კვლაფ ფიქრი მოეძალა...

არა, ეს ფიქრი არ იყო, ეს იყო სიზმარი – ძალიან ხალხმრავალი და ხმაურიანი...
ქუჩაში იდგა და გამვლელებს ათვალიერებდა, გამვლელებს რომლებსაც ის სულაც არ აინტერესებდათ და თავთავის საქმეებზე ეჩქარებოდათ,
ისე ზოგიერთი მაინც აპარებდა თვალს ქუჩაში უსაქმოდ მდგომისაკენ...
არადა უსაქმოდ არ იდგა, ვიღაცას ელოდებოდა...
ვის ჯერ თვითონაც არ იცოდა, უფრო სწორად იცოდა ვიზუალურად, მაგრამ არ იცოდა შინაარსი...
რა თქმა უნდა ვარაუდები ჰქონდა, მანამდე ბევრი იფიქრა, მრავალგავრად წარმოიდგინა; ისეთად როგორაც მას სურდა და ისეთადაც როგორსაც საერთოდ არ მოელოდა...
ისიც მალე გამოჩნდა, ნაცრისფერ ერთფეროვნებაში პატარა ნათელ წერტილად:
გულწრფელი ღიმილი, სუფთა და კეთილი თვალები,ჰქონდა ცოტათი ეშმაკური...
მოუახლოვდა, გაუღიმა:
-გამარჯობა!...
უთხრა და მის გულში მოკალათდა....


p.s.
მერე?
მერე არაფერი, ჩვენს გმირს დილით ბედნიერს გაეღვიძა, მიხვდა რომ შეყვარებული იყო.....



ტატო
2 ივნისი 2006 წელი

Comments

Dv0rsky said…
საკაიფოა.

მეგონა რომ ჩემზე ვკითხულობდი, ისეა დაწერილი - განსაკუთრებით სიმარტოვეზე რაც წერია.
ალბათ ყველას გაგვივლია მსგავსი შეგრძნებები და მაგიტომაც, მისტერ დვორსკ ;)
Anonymous said…
აი მესმის, ძველი ტატო დაბრუნდა, არ ვიცი ეს სიყავრულის ბრალია თუ არა;), მაგრამ ძალიან ,ძალიან მომეწონა

ტაკ დეჟატ!
რა გითხრა აბა მარო :) მეც იმედი მაქვს რომ დაბრუნდა :)
Anonymous said…
kaia tat,momewona ,gansakutrebit is rom shens gulshi sikvaruli mokalatda da tanac komportulad:D magari xarrr dzaan :)
Anonymous said…
au es verifikeiSen vordebi ra jandabaaa....

მოაშთე რა! ძლივას ჩავწერე ბლიად.


ბარემ შემოღობე და ეკლიანი მავთული გააბი...

ეს მაგარია.


მაგარი რა პაჭოსი არ იყოს მეც გავითავისე. ეს გავითავისე ბოლდით და ანდერლაინდ მიწერია ჩათვალე.
Tako said…
mec dzalian momecona. ragac etapze albat kvelas hkonia msgavsi shegrdznebebi."gulshi mokalateba" ki dzaan magaria:):)Gisurveb carmatebebs:)
jaco said…
კარგია ტატო, მომეწონა ძალიან!
© said…
უუუ, როგორი გასაგებია ეს ყველაფერი... ხანდახან მიუღებელი, მაგრამ მაინც გასაგები. ძალიან ნაცნობი და ”ვიცი”, ”მესმის”...

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *