Posts

Showing posts from August, 2007

...და სიმღერით ვკვდები

ციტატები ამავე ინტერვიუდან: რა არის მსახიობობა: სულერთია, ტრაგედიას თამაშობთუ კომედიას, მთავარია ის, რომ შენ მოემზადე იმუშავე და ახლა მაყურებლის წინაშე უნდა წარსდგე და ბოლომდე უნდა დაიხარჯო. მე ამას აბსოლიტურად ვეთანხმები, თუ შენ გადიხარ სცენაზე იმისათვის, რომ უბრალოდ შეასრულო ის მიზანსცენა,  რაც რეჟისორმა დაგავალა და ამ დროს არ გეზეიმება ის, რომ შენ მაყურებლის წინაშე დგახარ, მაშინ არ ხარ შემოქმედი, მაშინ შენ უბრალოდ გინდა იყო პოპულარული და ვალს იხდი, ამას მაყურებელიც აუცილებლად იგრძნობს... თეატრი კარგია, მაგრამ ამასთანავე არის საკმაოდ ცუდი. მთავარია, შენ რას იღებ მისგან, ან უნდა გაეხვე იმ ინტრიგებში, რაც იქ არის და გახდე ამ ყველაფრის მონაწილე, ან უნდა იყო შენთვის და იფიქრო შენს საქმეზე და მაყურებელზე, რომელსაც სულ არ აინტერესებს, რას აკეთებ შენ კულისებში. ის თეატრში მოდის სპექტაკლის სანახავად და შენც ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მას ღირსეულად დახვდე, იმიტომ, რომ თეატრში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაყრებელია. მე ვთამაშობ მაყურებლისთვის,

ურიელ აკოსტა მარჯანიშვილის სცენაზე