კიდევ ერთი ჩანაწერი ნამთვრალევზე...

ისევ ცოტა ალკოჰოლი, ისევ ღამე, ისევ ფიქრი, ისევ განსჯა, ისევ სინანული, ისევ სიხარული,  ისევ ოცნება, ისევ შენ...

რა ხდება?!... რატომ აღარ მძინავს? რატომ ვფიქრობ ამდენს? ვფიქრობ ადამიანზე, ადამიანობაზე, გრძნობებზე, ემოციებზე და განცდებზე და ყოველ განვლილ დღეზე?...
არ ვიცი, მართლა არ ვიცი, უბრალოდ მეფიქრება...

ალბათ ყველა ადმიანის ცხოვრებაში დგება ეს ეტაპი, ფიქრით რა თქმა უნდა ყოველთვის ვფიქრობთ (სხვანაირად ცხოველები ვიქნებოდით) მაგრამ ეს სხვანაირი ფიქრია, ბევრად უფრო შინაარსიანი და „მასწავლებელი“, ვიდრე ფიქრი ბიზნესზე, წარმატებაზე, გეგმაზე და ხვალინდელ „კეთილდღეობაზე“,

ეს არის ფიქრი ადამიანზე, სულზე და გულზე, გულზე რომელიც ალბათ მთავარია (ვიღაც იტყვის ტვინიაო და მართალი იქნება, ვიღაც სულიო და ისიც მართალი იქნება) ჩემთვის მასეა, ჩემთვის გული ყველაფერს ნიშნავს და წყვეტს, ალბათ ეტაპი მაქვს მასეთი მარა ახლა მასეა და ვერაფერს ვიზამ, ახლა მიხარია და ვგრძნობ, ახლა მტკივა და ვგრძნობ, ახლა პოზიტივი მჭირს და ვცდილობ ჩემს ირგვლივ არსებული პოზიტიურად დავინახო...

კი, ნეგატივიც იყო, საკმაოდ ბევრი, მარგამ ვერ ვნანობ, იმიტომ რომ ვიცი ამ ნეგატივმა გამაძლიერა, ამ ნეგატივმა მასწავლა იმის დაფასება რაც დღეს ჩემს ირგვლივ ხდება, ამ ნეგატივმა მასწავლა ბრძოლა, და ალბათ ესეც კარგია,

კარგი რატომ?!...

იმიტომ რომ ნეგატივი გასწავლის და ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა ის ნეგატვი რაც ჩემში და ჩემს ირგვლივ მოხდა, ძალიან მტკივა და მენატრეbა, ძალიან გული მწყდება ბევრ რამესა და ვინმეზე, მაგრამ ვიცი ვეღარაფერს შევცვლი  გარდა იმისა რომ ვისწავლო, გავითვალისწინო და მოვუფრთხილდე, მოვუფრთხილდე იმას და იმათ რაც ჩემს გარშემო ხდება და ვინც ჩემს გარშემო არიან...

მოდით შევეშვათ ნეგატივს და დავუბრუნდეთ იმას რისი თქმაც მინდა...

რისი თქმა მინდა?!...

ბევრს ვერც ვერაფერს გეტყვი, შენ საკმაოდ ბრძენი ხარ ადამიანო, იმისთვის რომ ვინმემ რამე გასწავლოს, შენში არის ის ინფორმაცია რა არის სწორი და მართალი, თუნდაც გრძნობის და ემოციის დონეზე - მაგრამ იცი, მე უბრალოდ კიდევ ერთხელ შეგახსენებ და გაგახსენებ, რომ:

ყველაზე დიდი სიხარული შენს ცხოვრებაში მორიგი დილის გათენებაა, მზის ამოსვლა და მისი პირველი სხივების დანახვა ...

ყველაზე დიდი ბედნიერება შენი შვილის ღუღუნია დილით რომ გესმის ძილში და  მისი ხმა ყველაზე ბედნიერ ადამიანად რომ გაქცევს, რომ გინდა ეს წამი დიდხანს გაგრძელდეს, ...

ყველაზე დიდი კმაყოფილება კარგად და სიყვარულით გაკეთებული საქმის მერე მასზე ფიქრი და მოვალეობის მოხდის შეგრძნება რომაა...

ყველაზე დიდი სიკეთე - მარტო რომ დარჩები ღამე შენ თავთან და ბალიშთან იმაზე ფიქრია შენ დღეს კარგი, შენი ფასეულობებისთვის მისაღები და საინტერესო რა გააკეთე...

ყველაზე დიდი სიყვარული კი, ისაა რომ სიყვარული შეგიძლია... ის რომ გულით გიყვარს და გიყვარს არა მხოლოდ საპირისპირო სქესი, არამედ ზოგადად გიყვარს და ბუნებამ ეს ნიჭი მოგცა...

ამიტომ, იცხოვრეთ, აკეთეთ, იფიქრეთ, იმოძრავეთ სიყვარულით და სამყარო აუცილებლად უკეთესი გახდება...

ისევ ცოტა ალკოჰოლი, ისევ ღამე, ისევ ფიქრი, ისევ განსჯა, ისევ სინანული, ისევ სიხარული,  ისევ ოცნება, ისევ შენ...

05.09.2014

Tatsson

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *