* * *

- გამარჯობა

- გაგიმარჯოს...

- როგორ ხარ?

- არ ვიცი, მემგონი კარგად, შენ?

- მეც არამიშავს, დავდივარ გიყურებთ და ვფიქრობ...

- რაზე ფიქრობ?

- თქვენზე, ადამიანებზე...

- შენ რა ადამიანი არ ხარ?

- კი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში მიანც გარედან გიყურებთ...

- და რას ხედავ გარედან?

- ცოტათი ვიბნევი თქვენი შემხედვარე...

- რა გაბნევს?

- ადამიანების საქციელი. თავად არ იციან რა უნდათ, თითქოს იღწვიან რაღაცისთვის, შრომობენ, წვალობენ, ცდილობენ, უნდათ და რა უნდათ თვითონაც არ იციან, მთელი ცხოვრება რაღაცას დასდევენ, დასდევენ და მერე ერთ დღეს კვდებიან, ის რაღაც კი რჩება გაუკეთებელი და შეუსრულებელი, ან ისრულებენ და არ ჰყოფნით მაშინვე ახლის ძებნას იწყებენ და მთელი ცხოვრება დასდევენ ქიმერებს, არადა რატომ?!... ხომ შეგიძლია ფუჭად გატარებული დროის მაგივრად დატკბე მომენტით, ერთი დღით ერთი ბედნიერი წამით და უბრალოდ იცხოვრო....

- და ვის სჯერა მაგის? ადამიანებს ხომ ყოველთვის რაღაც უკეთესი უნდათ...

- რომ არ სჯერათ მაგიტომაც არიან უბედურები და წვალობენ, არადა ძალიან მარტივია: იცოხვრე დღეს, აკეთე სიკეთე, გიყვარდეს, გიხაროდეს, თუნდაც გტკიოდეს - ტკივილი აძლიერებს, მოგწონდეს, იფიქრე, გაერთე...

- და ხვალ? ხვალინდელზეც ხო უნდა იფიქრო?

- ხვალ არის ხვალ, ის შეიძლება აღარც იყოს, არავინ იცის ვის რა გველოდება და როდის მოგვიწევს სხვაგან წასვლა..

- იქ სხვაგან რა ხდება?...

- სხვაგან სხვანაირადაა ყველაფერი, მაგრამ იქაც ცხოვრობ, განიცდი, გიყვარს და გტკივა, ოღონდ სხვანაირად.....

- რომელი სჯობს?

- არცერთი, სჯობს, კარგი, ცუდი, კეთილი, ბოროტი და ასე შემგედ ეგ ყველაფერი პირობითია, სინამდვილეში ყველაფერი შენს სულზე და განწყობაზეა დამოკიდებული, როგორც აღიქვამ ისეთია...

- შენ სად იყავი ამდენ ხანს რატომ აღარ შემეხმიანე?

- მე სულ აქ ვიყავი, შენთან... შენ არ გეცალა ჩემთვის და სხვა რამეებით იყავი დაკავებული, მიხარია რომ გაგახსენდი...

- რატომ არ მითხარი აქ თუ იყავი, შეგეხმიანებოდი, მოგიკითხავდი...

- რად გინდა თქმა, მე ისედაც სულ შენთან ვარ, ძებნა არ მჭირდება, უბრალოდ გულში შემოიხედე ხოლმე...

- ძლიერი ხარ შენ და  ყოველთვის მეხმარები

- -აბა რისთვის ვარ :)

- და ახლა რა უნდა ვქნა?

- ახლა იცხოვრე..

- ...

- იცხოვრე დღეს და აქ, დატკბი დღევანდელი დღით, გიყვარდეს ადამიანი, მოგწონდეს ქალი, გიხაროდეს ახალი დღე, იფიქრე მარტივად, გტკიოდეს გულში, გჯეროდეს შენი თავის და იყავი მართალი ყველასთან, მოეფერე ბავშვს, დაარქვი ყველაფერს თავისი სახელი, თავი არ მოიტყუო და ყველაფერი კარგად იქნება

- მადლობა, შენ კარგი მეგობარი ხარ...

- მე უბრალოდ შენი ფიქრის ნაწილი ვარ, მადლობა შენ რომ არსებობ ადამიანო....


Tatsson
30.08.2014

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *