ნატატის

საკმაოდ საინტერესო ასაკს მივუახლოვდი - 30 უკვე თემაა და რაღაცეების შეჯამება გადაფასება და ანალიზიც შეიძლება, სულ ვფიქრობ წარსულზეც, მომავალზეც, დღევანდელ დღეზეც და იმაზეც თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, რა შეცდომა დავუშვი და რა გავაკეთე სწორად, ბევრი რამეა ყველა საკითხში, შეცდომაც ბევრია და კარგიც, გამოსასწორებელიც ბევრია და გასათვალისწინებელიც, საამაყოც და ტკბილად მოსაგონარიც, გულდასაწყვეტიც და სასიხარულოც, მაგრამ ყველაზე მაგარი და ტკბილი პატარა 1 წლის ბურთია რომელიც ჯერ კედელ-კედელ დადის, ლაპარაკს ახლა სწავლობს და სულ 3კიჭი აქვს, მაგრამ მოასწრო და ამ ერთ წელიწადში იქცა ყველაზე დიდ სიხარულად, იმედად და უდიდეს სტიმულად ცხოვრებაში, მადლობა ჩემო პატარა კნუტო შენ რომ არსებობ და ასე ძალიან რომ მიხარიხარ (შენი უკვე მობერებული თითქმის 30 წლის მამიკო)



Comments

marika said…
ტატო რა კარგია, რომ დაბრუნდი, შენ კი იცი როგრო მიყვარს შენი ნოველები, მაგრამ შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ მთელი 30 წლის მანძილზე შენი საუკეთესო ქმნილება ნატალია!!!! <3
ai magashi ki getanxmebi :))))))) mamas lekvia esa
funstar said…
მაა! უკვე დიდი ვარ და ჩემი ფოტო ყველას შეუძლია ნახოს! მე კიდევ არ მინდა! მარა როცა სელებრითი გავხდები ვიღაცეები ნახავენ იმ გოგოს ფოტოს ვისი ფანებიც არიან!!������������������������.

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *