ზამთარი



აჰა ზამთარიც მოვიდა, თბილად ჩაცმის, თოვლის, არყის, ახალი წლის და თხილამურების სეზონი. ჰო, კიდევ, ამ ზამთარს საკმაოდ ცხელ ამბებს გვპირდებიან პოლიტიკოსები, მაგრამ ახლა ეგ დავიკიდოთ, ზამთარში სხვა რამეა მთავარი:
ძალიან გცივა, თბილად გაცვია, მაგრამ ლოყებზე, ცხვირზე და ყურებზე მაინც ძალიან გცივა, წამოწითლებული ხარ, მობუზულიდა სწრაფი ნაბიჯით მიდიხარ სახლისკენ. სადარბაზოში სანამ კარს გაგიღებენ ადგილზე ვერ ჩერდები, ცმუკავ და ხვანცალებ, სადარბაზოებში როგორც წესი ყველაზე ცუდად ცივა ხოლმე, მერე შედიხარ სახლში და იქ ძალიან თბილა, გაზი გაქვს მოპარული, მრიცხველი გაჩერებული და გკიდია ენთოს მთელი დღე რა შენგან რა მიდის, სასწრაფოდ შედიხარ სამზარეულოში და ჩაიდანს ადგამ გაზქურაზე, ჩაი ზამთარში ყველაზე კარგი სასმელია (მართალია ფიფია შემეკამათება არაყი ჯობიაო, მაგრამ მე მაინც ვთლი, რომ ჩაი ბევრად კარგი რამეა) სანამ მოწესრიგდები და სახლის ვიდზე მოხვალ(ფუმფულა ჩუსტები, ძველი, გარეთ რომ აღარ იცმევ ისეთი ჟაკეტი, თუ ძალიან გცივა პლედიც შეიძლება, მერე ძალიან ცხელი წყლით იბან ხელპირს, გაყინულ სახეზე ცხელი გსიამოვნებს) ჩაიც ადუღდება, დიდ ჭიქაში ასხამ, რა თქმა უნდა არც ლიმონი გავიწყდება, და ასე ჩაით ხელში პლედმოხურული მიდიხარ ტელევიზორთან, იქ ათას სისულელეს ანახებენ, რტავ ერთჳ არხიდან მეორეზე და არ იცი რას უყურო, მერე გბეზრდება, ნერვები გეშლება და საერთოდ თიშავ ტელევიზორს, მიდიხარ ფანჯარასთან გაიხედავ და...
ქუჩებში სიწყნარეა, აღარც მანქანები დადიან, საკმაოდ გვიანია და განათებულ ქალაქში თოვს, თოვს და გიჩნდება შეგრძნება, რომ ძალიან თბილა, ყველაფერი ირგვლივ ძალიან სუფთაა და ლამაზი, შენც შიგნით რაღაც გითბება, რა ზუსტად არ იცი.. ძალიან კრგ ხასიათზე დგები, ფარდებს წევ, რომ ოთახიდან კარგად ჩანდეს, შუქს აქრობ და საწოლში წვები, წინასწარ იცი, რომ ტკბილად დაგეძინება და სიზმრებიც თოვლთან, რომანტიკასთან და ხალისობასთან იქნება დაკავშირებული... ძილი ნებისა :)
p.s.
ოღონდ რო ჩაწვები ტელევიზორი არ ჩართო თორემ ყველარფერს გააფუჭებ
1დეკემბერი 2007

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *