„გილოცავთ“ - დღეს თქვენ ეს ბავშვი მოკალით!...


 

მთელი დღეა აფრიკის დასახლების ამბები მესმის, ვუყურებ, ვკითხულობ და ვუსმენ...

ძალიან ბევრი ადამიანის კედელზე შემხვდა ეს ფოტო...

არ დავიწყებ ახლა იმ დისკუსიაში შესვლას, როგორ მოიქცა მერია, გამოასახლა თუ არ გამოასახლა, დაუმთავრებელი იყო შენობები თუ დამთავრებული და შესახლებული, კანონიერი თუ უკანონო, ამაზე მერე ვისაუბროთ, სხვა დროს...

ახლა მინდა ყველას მოგმართოთ, ვინც ეს ძალიან საყვარელი, ჩემი უმცროსი შვილისხელა ძალიან მაგარ თვალებიანი შეშინებული ბიჭუნა სახის დაუფარავად კედელ-კედელ „ათრიეთ“...

თქვენ ყველანი ხართ მისი მკვლელობის თანამონაწილეები...

გაუცნობიერებლად, სხვადასხვა მოტივით...  

ზოგს მართლა შეგეცოდათ (მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდით, რომ ამ ოჯახს სახლი აქვს და არც არავის დაუნგრევია, ის და მამამისი მეზობელბის საგულშემატკივროდ, ამბის გასარკვევად რა ხდებოდა მათ გარშემო ან თუნდაც სეირის საყურებლად იყვნენ იქ იმ დროს),
ზოგმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდით და „ქოცების“ არაადამიანური სახის საჩვენებლად გამოიყენეთ,
ზოგმაც კი უბრალოდ ჩათვალეთ, რომ რაღაც უნდა გეთქვათ და „სამოქალაქო პოზიცია დაგეფიქსირებინათ“...

მოგიტყანთ სამოქალაქო პოზიცია, მაშინ როდესაც გუშინ და გუშინწინ არც კი იცოდით ამ ბიჭუნას არსებობის შესახებ, არც გაინტერესებდათ და საკუთარი ოჯახის წევრებისთვის საახალწლო საჩუქრები უკვე დიდი ხნის შეკვეთილი გაქვთ... (მათ შორის მეც, რა თქმა უნდა)...

ზუსტად თქვენ მოკალით და გაწირეთ ეს ბიჭუნა და არა მერიამ...

მერიას რომც გამოეგდო სახლიდან, ნათესავი შეიფარებდა, თავშესაფარში მივიდოდნენ, სოფელში წავიდოდნენ სადმე და ღამეს გაათევდნენ, თან ექვსნი ყოფილან, ბოლოს და ბოლოს ჩაეხუტებოდნენ ერთმანეთს და გათბებოდნენ (ამით მერიას არ ვამართლებ და მაგაზე არ მეკამათოს არავინ, პირდაპირ აგრესიული გავხდები)...

ან თუნდაც ფზიკურად ევრ გადარჩებოდა, მაგრამ „ძლიერისგან დაჩაგრული“, საკუთარ გაჭირვებასთან დარჩენილი და თავისუფალი დაიღუპებოდა...

თქვენ კი რა ქენით?...

9 – 10 წლის ბიჭი წარუმატებლობის, ჩაგვრის, უმწეობის, ძალმომრეობის და შეურაცხყოფის სიმბოლოდ აქციეთ...

არ მოკვდება ფიზიკურად, გვიან გავრცელდა კალაძეს ბინაც უჩუქებია და თბილადაც შეხვდება ახალ - წელს, მაგრამ რა უქენით მის სულს?...

ხვალ გარეთ უნდა გავიდეს და თანატოლებს შეხვდეს, ისინი იცნობენ და მხოლოდ ორ რამეს ეტყვიან:

ერთი - შენ ის არ ხარ სახლი რომ დაგინგრიეს?...

მეორე - შენ ხომ ის ხარ სახლი რომ გაქვს და რატომ იტყუებოდი რომ გინგრევენ?...

ნაცნობიც და უცნობიც ამას ეტყვის....

 

იცით ამით ამ ბავშვს რა დაემართება?...

დაკომპლექსდება და გაბოროტდება, ან დაიჩაგრება და დაჩმორდება...

გაიზრდება და ისევ თქვენ და თქვენ შვილებს მოგიბრუნდებათ, აგრესიით, ტყუილით, ძარცვით, მათხოვრობით, მლიქვნელობით ან ქალზე ძალადობით, საკუტარ შვილებზე ძალადობით...

„გილოცავთ“ თქვენ დღეს მორიგი არაჯანსაღი ფსიქიკა აჩუქეთ ისედაც დაავადებულ საზოგადოებას..

ჩემი რა თქმა უნდა არ გჯერათ და თქვენთვის ავტორიტეტულ ფსიქოლოგებს ჰკითხეთ, რა მოუვიდა დღეს ამ ბიჭუნას ფსიქიკას - სულს - მენტალიტეტს?...

კითხეთ რა მოუვიდა დღეს მამამისს, რომელიც მასთან ერთად მოკალით?...

წარმოიდგინეთ თქვენი თავები ამ მამა-შვილის ადგილას (თუ ტყუილად დააბრალეს ის რაც დაბრალეს კიდევ უარესი) და მიხვდებით...

არა ვერ მიხვდებით თქვენ „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი“, სამოქალაქო პოზიცია და ქოცების ზიზღი გამოძრავებთ....

სიტყვები: თანაგრძნობა, თანაგანცდა, სოლიდარობა გაგიგიათ?.... კი?!...

ფოტოს კედელზე გამოჭენება არაა ეს სიტყვები....

ეს ყველაფერი არის გუშინდელი თქვენი გათენებული ღამე, ასეთი და მსგავსი ბავშვებისათვის წინდების ქსოვაში, ფუნთუშეულის ცხობაში, ან ფიზიკურად მუშაობაში, რომ დღევანდელი დღე მათთვის უკეთესი ყოფილიყო...

მაგრამ არა, ეს თქვენ გუშინ არ გიკეთებიათ...

დილის ოთხ საათთამდე ნეტფლიქსის ახალ სერიალს უყურებდით, დღეს გამოუძნებელი ხართ, ამის გამო თავი გტკიოდათ და გეგონათ, რომ „ეგზისტენციალურ კრიზისში იყავით“...

„სამოქალაქო პოზიცია გქონდათ და დააფიქსირეთ...“

გაუნათლებლობის და ხეპრეობის ბრალია ეგ...

პროვინციალიზმის (სულით) და არა რეალიზებულობის...

არცოდნის და არმოსმენის...

აღარაფეს ვამბობ, თავის თავს ჟურნალისტებს რომ უწოდებენ იმათზე, მათთვის ეს პროფესიული ეთიკის საკითხი უდნა იყოს, მაგრამ როგორც ჩემი ერთი უფროსი მეგობარი იტყვის ხოლმე...  - ტელეფონების წიგნი მაინც წააკითხეთ...

 

Ps. ვისაც არ ესიამოვნება და აეწვება, ოკ...

თუ გიდნათ მომაგიენეთ კიდეც თქვენთვის გულში (კომენტარად დაწერა არც იფიქროთ, ბილწი კახელი ვარ) და „unfriend“ „unfollow“ ან Block გამოიყენეთ, მეც მიყვარხართ და მიხარია თუ „მოგხვდათ“, მეც ავიტან თქვეგან წაშლას და თქვენც უჩემობას, მთავარია რაღაცაზე მაიცნ დაფიქრდებით... მთავარი შედეგია

 

გმადლობთ ყურადღებისათვის - ტატო

16.12.2020

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *