დეკემბერი













მაშ ასე, თითქმის გავიდა დეკემბერიც და 2007წელიც, სულ რაღაც ერთი დღე დარჩა მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ დღეს აქ წერისათვის ვერ მოვიცლი ამიტომ ახლავე შევაჯამებ გასულ თვეს:
როგორც შეგპირდით დეკემბერი საკმაოდ ცხელი და მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა, თან რაც მთავარია დაძაბული და საინტერესო, შეიძლება ითქვას ნოემბერზე მეტადაც კი, იქ ყველაფერი გარკვეული იყო, იყო მიტინგი, იყო გინება, იყო ბრძანება და იყო არაადამიანების ლუსტრაცია.
აი დეკემბერში კი ყველაფერი დეტექტიურ რომანს დაემსგავსა (ისე წესით წინა საარჩევნო მზადებას უნდა დამსგავსებოდა) ვერავინ მიხვდებოდა, რა მოხდებოდა მეორე დღეს, ვისი რიგი იყო ნაგიჟრობისა და ვინ ვის რა კომპრომატს დაუდებდა, ის კი არა ჩემ თავშიც კი შემეპარა ეჭვი, ამას წინათ მეგობარს ვესაუბრებოდი ტელეფონში ძილზე და მერე სხვათა შორის ვკითხე არჩევნებზე მიდიხარ მეთქი?, ჰოდა შემეშინდა (შემეშინდა რააა, დავეჭვდი თორემ ისე ჩვენ ხომ არ გვეშინია) ე მანდ მეც სახელმწიფო გადამტრიალებელი არ ვიყო მეთქი, მოკლედ ისე აირია ყველაფერი ვეღარ გავიგე ხმა ვის უნდა მივცეთ და ვინ უნდა ავირჩიოთ.
ისე სიმართლე რომ გითხრათ, ერთი რამ ნამდვილად მომწონს ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიაში, აი ის დაპირებები კანდიდატები რომ იძლევიან, ოღონდ ერთი რამეა გასათვალიწინებელი, მოდით ყველამ ერთად თითოეულ (და არა თითეულ როგორც ჩვენი მ.შ. იტყვის ხოლმე) მათგანს თავისი დაპირებების საბანკო გარანტია მოვთხოვოთ, თორემ რა იცი რა ხდება. მერე რომ დაავიწყდეთ რა ვქნათ? ვიცი რომ ეს გარანტია ძნელი წარმოსადგენია ორი კანდიდატის გარდა ყველასათვის, მაგრამ არა უშავს, შალვა ნათელაშვილს, ირინა სარიშვილსა და გია მაისაშვილს მაინც შანსი არ აქვთ და შეუძლიათ წყნარად იყვნენ, ნუ სააკაშვილს პრინციპში წარმოდგენილი ჰყავს უკვე თავისი გარანტია, აი ის სათვალიანი ვექტორი, ბადრი ბიძიას ცირკის, რიტუალების სასახლის და დინამოს ბაზების სახით აქვს ეს ყველაფერი წარმოდგენილი (მართალია ცოტაა, მაგრამ მაინც სულ არაფერს ნამდვილად სჯობს) აი რაც შეეხება ბატონ ლევანს, ძალიან ისიც ნუ შეწუხდება გარანტიაზე, მისი სიტყვა ხომ თავისთავად გარანტიაა და მეტი დამაჯერებლობისთვის უბრალოდ დაიგინოს და ეგეც საკმარისია.
დეკემბერში კიდე რა ხდებოდა საინტერესო? რა ხდებოდა და ტრადიციულად ახალი ფილმი შემოგვთავაზა ბატონმა გვარამიამ, თქვენ კიდე ამბობთ პროკურატურა არაფერს აკეთებსო, მართალა ამჯერად ფილმის მთავარი ღირსება იყო არა კადრები, არამედ აუდიო შინაარსი, მაგრამ ხომ გაგიგათ მასეთი ფილმებიც - მოსასმენი. ეგეთები ძირითადად ჟიზნენნი და ფსიქოლოგიური კინოებია, ჰოდა წინა თვეში სპეც ეფექტებითა და ცნობილი სახეებით გაჯერებული ფილმები რომ ვიხილეთ გვეყო (თან ორი იყო და ერთიც, ერთდღიანი 4 სერიიანი სერიალი) ახლა ცოტა მოსმენაც ვისწავლოთ... ისე ალალი არ არის გვარამიაზე ერთი ოსკარი? რას იტყვით?
ისე ამ თვეში კინაღამ ოცნებაც ამიხდა... რა ოცნება? რა და როგორც იცით ყველას გვყავს ფავორიტი მომღერლები, მსახიობები, სპორცმენები, პოლიტიკოსები და ა.შ. პირადად მე მყავს და თქვენი არ ვიცი, ჰოდა მასეთების რიცხვს განეკუთვნება ცნობილი მომღერალი შაკირაც.
აქამდე ვინც ჩამოვიდა ვერავის კონცერტზე ვერ წავედი-ფული არ მქონდა და რომ გავიგე შაკირას კონცერტი რიყეზეა და უფასოაო კინაღამ სიხარულისაგან გადავირიე, მაგრამ რად გინდა გამახსენდა რომ დეკემბრის ბოლო იყო და....
მერე რა?... რა და ის, რომ რიყეზე იმ ღამეს ისე ციოდა კოლუმბიელი ბანოვანი, რომელიც სამხრეთამერიკულ მზეს არის მიჩვეული - სცენაზე ჩაცმული გამოვიდა, დიახ ჩაცმული, როლინგი და ქურთუკი ეცვა და მაგის სიმღერა კიდე ვის რა ჯანდაბად უნდა.... ასე ავრჩი შაკირას კონცერტის გარეშე
ხუმრობა იქით იყოს და მგონი მივხვდი რატომ ჩართო მთავრობამ იმედი და მერე რატომ აიძულა ისევ გამორთულიყვნენ, ვერც წარმოიდგენთ და ეს სულ მარიო ჩიმაროს ბრალია,
დიახ დიახ, არც ბარკადის, არც მიშასი და არც იმ პოლონელის, გვარი დამავიწყდა, ევროპის პრესის სუბარი რომაა... რატომ? აი წარმოიდგინეთ: ათასობით სერიალს მოწყვეტილი დიასახლისი, თავისი იატაკის საწმენდი ჯოხებით, ცომის მოსაზელებით და სამურაბე ტაშტებით. ქვეყანაში დაძაბულობაა, მთელი სამი კვირაა მარიო ჩიმარო ეკრანზე არ გამოჩენილა, ოპოზიცია მიტინგს გეგმავს, ამ დიასახლისებს ემოცია დასახარჯი აქვთ... გაჩეჩილაძის, ან თუნდაც შალვას (გაჩეჩილაძეც კი არ არის საჭირო) ერთი დაძახილი და რა მოხდება?....
დიახ დიახ არც მეტი არც ნაკლები, სახელმწიფო გადატრიალება! როგორ? როგორ და ნახავთ თუ ერთ-ორ კვირაში იმედი არ ჩაირთო როგორაც..... პოლიცია? რა პოლიცია, რითი შეაშინებენ პოლიციელები ჩვენს სამზარეულოებში გამობრძმედილ დიასახლისებს? ცრემლი და გაზის სუნი გამოვრიცხოთ თავიდანვე, წყლის ჭავლი? აბა თქვენ თუ იცით რამდენ თეფშს რეცხავს დღეში ერთი დიასახლისი?.... ჭავლიც გამოირიცხა... ხელკეტები? ვის რას დააკლებს მაგათი რეზინის ხელკეტები? გაიხსენეთ დასაწყისში სამურაბე ტაშტები და პოლის ჯოხები (მაპატიეთ მარა ასე უფრო კარგად ჟღერს) ვახსენე, გაუხევენ თავებს იმ პოლიციელებს, თან რამდენი აღმოაჩენს მათში თავის შვილს, შვილიშვილს, დისშვილს ან ქმასსაც კი თქვენ წარმოიდგინეთ და რომელი გაუბედავს ხელის შებრუნებას დედას, დეიდას, ბებიას და ცოლს (თუ მასე აქვთ საქმე რომ მათი ცოლები იქ წავლენ, ესეგი ვერც ხელს შეუბრუნებენ) თქვენ მითხარით.... რეზინის ტყვიები? მაგ არგუმენტს ჩვენი დიასახლისების წონის გათავლისწინებით ვერ მივიღებ. რაღა დარჩა? იმედის ჩართვა და ჩართეს კიდეც, ჩართეს და მაშინვე მიწყნარდა ყველაფერი, მიუსხდნენ დიასახლისები ტელე ეკრანებს და დამყარდა წესრიგი, მაგრამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს (აი აქ კი ჩაერია ცოტათი ბადრი) საღამოობით როცა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მთავრობა ხალხთან შეხვედრებს ამთავრებდა და ტელევიზიებში ინაცვლებდა, მაგ დროს ბადრიც ჩნდებოდა იმედზე და რასაც ესენი იტყოდნენ ბადრი მაშინვე აორმაგებდა. დღისით კი როდესაც ბატონი მიხეილი და მისი მხარდამჭერები ხალხს ხვდებოდნენ, ეს საშინელი და მოღალატე ტელევიზია სწორედ მაშინ აჩვენებდა მარიო ჩიმაროს, (აი ასეთი ბინძური საქმის მკეთებელი აღმოჩნდა ბატონი მარიო) შესაბამისად ვიღა მივიდოდა 5 ოსნების შეკრებაზე? ასე დაემუქრა საფრთხე პრეზიდენტ ყოფილის ელექტორატის (შემოგევლე რა მაგარი სიტყვაა, მიყვარს) რიგებს, საჭირო იყო მოქმედება და აქ ავანსცენაზე გამოვიდა ბატონი გვარამია, რომელზეც ზევით უკვე გესაუბრეთ....
რომ ამოგვიჩემებია საქართველოში სიტყვის თავისუფლებააო ტყუილია. დიახ, ტყუილი და მეტი არაფერი, რას გავს ეს? დადიან ეს საცოდავი ჟურნალისტები ბრიფინგებზე და პრეს კონფერენციებზე და კითხვა ვერ დაუსვამთ რესპოდენტისათვის. მოვარდება ეს მოძალადე გაჩეჩილაძე და ყოველ კითხვას დაგინებით პასუხობს, მერე მისდგება ჟურნალისტებს და კიდე იქით აბრალებს რაღაცეებს, როგორ შეიძლება მასე?
ეს რო პრეზიდენტი გახდეს წარმოიდგინეთ რას უზამს ამ საცოდავებს. არ შეიძლება მასე, ჩამოვიდეს სასწრაფოდ ის პოლონელი მედია სუბარი და დაიცვას ეს საცოდავი გოგონები, ურჩიოს ტელევიზიების პატრონებს, ან გაჩეჩილაძე მოაშორონ აქედან და ან ეს უბედურები გაუშვან სახლში და ნუ დასტრესავენ ამ მოძალადეების ხელში, თორემ ისეთი შეუგნებლები არიან, რომ ერთსა და იმავე კითხვაზე სულ ერთნაირად პასუხობენ ან საერთოდ ვერ ხვდებიან რა უნდა უპასუხონ. არადა ბავშვებმა იშრომეს და მორიგი კითხვა მოამზადეს....
კონკრეტულად? კი ბატონო, მე არ მიყვარს ჭორაობა და რაც არ მინახავს ვერ მოვყვები, მერე შეიძლება არა ობიექტურობაში დამადანაშაულონ, ამიტომ ჩემი ყურით მოსმენილს გაიმბობთ:
ლ.გ.: ჩვენ ვგმობთ ბადრი პარარკაციშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ბინძურ თმაშებს, რომლის მიზანიც საქართველოს დამარცხებაა...
რ2.კ: ანუ თვენ ემიჯნებით ბადრი პატარკაციშვილს?
ლ..: ჩვენ არ ვემიჯნებით, რადგან არც ვყოფილვართ ერთად....
რ2.კ.: ანუ არ ემიჯნებით?
ლ.გ.: რას ქვია ვემიჯნებით? გამიჯვნა ხდება მაშინ როდესაც ერთ საქმეს აკეთებთ და ჩვენ ჩვენს ბრძოლაში საერთო მხოლოდ ერთი გვქონდა პატარკაციშვილთან, კონსულტაციები იმაზე რომ კანდიდატურა მოეხსნა..
რ2.კ: ანუ ემიჯნებით?
ლ.გ.: რას ქვია ვემიჯნებით..... და ა. შ.
მოკლედ ეს ამბავი 5 წუთს გაგრძელდა და ეს ფაქტი რუსთავი 2 მა გაჩეჩილაძის მხრიდან ჟურნალისტზე თავდასხმად მონათლა. არადა თქვე კარგო, ხალხო რად უნდა ამას ამხელა აჟიოტაჟი, ერთის მხრივ გაჩეჩილაძე უნდა მიხვედრილიყო რა ეპასუხა (რუსთავი 2 ის კორესპოდენტებს ხომ მუდამ იმას პასუხობენ რაც ამათ უნდათ) უნდა ეთქვა ვემიჯნებითო და მორჩებოდა მაგით ყველაფერი, ის კორესპოდენტი სტენდაფს ჩაწერდა, დღეს ლევან გაჩეჩილაძე თავის თანამებრძოლ არკადი პატარკაციშვილს გაემიჯნა და მას მიხეილ სააკაშვილთან ალიანსში დასდო ბრალიო, რის შესხებაც მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადაო, კაცი პრეზიდენტობას აპირებს და ეგ ვერ უნდა გათვალოს? არადა იმუშავა ბავშვმა, ჩართვისთვის ტექსტი მანქანაში დაწერა, მერე პირდაპირ უნდა გასულიყო ეთერში და მაგის გადასაკეთებელი დრო ექნებოდა?... ისე ჟურნალისტიც კარგს იზამდა თუ ყოველი შემთხვევისთვის სათადარიგო კითხვას ან მოვლენების მისი სურვილის საწინააღმდეგოდ განვითარების შემთხვევისათვის (გასაგებია, რომ რუსთავი 2ის ჟურნალისტები მოვლენების მათი სცენარისაგან განსხვავებულად განვითარებას მიჩვეულები არ არიან მაგრამ მაინც) სთენდაფის განსხვავებულ ვარიანტსაც ჩაწერდა, პრობლემაც არ შეიქმნებოდა და სიუჟეტიც უფრო დამაინტრიგებელი გამოვიდოდა, მაგ:
დღეს ლევან გაჩეჩილაძემ ბრიფინგი გამართა რომელზეც განაცხადა, რომ თავის ყოფილ თანაგუნდელს არ გემიჯნა, მაგრამ ს გმობს მის და სააკაშვილის ბინძურ თამაშებს (პაუზა, ეს რა ვთქვი, რა გამოდის, რომ მე ვთქვი სააკაშვილის ბინძური თამაშები? ვაიმე დამენძრა) განაცხადა მან (მერე რა რომ სამჯერ ვთქვი განაცხადა, სამაგიეროდ მე ვეღარ მომედავებიან)
მორჩა ეგაა სულ და ლევან ჟურნალისტთმოძულესაც აღარ ექნებოდა თავდასხმის საფუძველი
ისე ბატონო ლევან, რა გინდათ რას ერჩით მაგ ჟურნალისტებს, რა ქნან თავის საქმეს აკეთებენ და მფლობელებს თავის ერთგულებას უმტკიცებენ, აბა ისაა კარგი? იმედის ჟურნალისტებმა რომ უღალატეს ბადრი პატარკაციშვილს? და რომ გამოაცხადეს მაგის ტელევიზიაში აღარ ვიმუშავებთო? მასე რომ ექცევით წარმოიდგინეთ თქვენ რომ იყოთ ეგეთი კარგი იქნება? ... დაანებეთ ჟურნალისტებს თავი თორემ ეგენიც დაიგინებენ გაჩეჩილაძეს ტელევიზორში აღარ ვაჩვენებთო და მერე კიდე იქით დაადანაშაულებთ...
მოკლედ ასე თუ ისე რაც უნდათ ის ქნან ამ ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა, თქვენ მოგმართავთ ჩემო მეგობრებო:
ახალი წელი მოდის და გილოცავთ ყველას. სიხარულს, ჯანმრთელობას, წარმატებას და წინსვლას გისურვებთ, მადლობას გიხდით რომ კითხულობთ ჩემს ნაცოდვილარს და ერთ-ორი სიტყვის გადმოგდებაც არ გეზარებათ ხოლმე
მომავალ წელს შეხვედრამდე გემშვიდობებით და გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! შობას ბედობას და დაბადების დღეებს, ვისაც ამ დღეებში გიწევთ :) :) :)
.
თვის ფრაზები:

ინგა გრიგოლია: ბატონო დავით დღეს თქვენ კონსტრუქციულ ოპოზიციონერობაში დაგადანაშაულეს...(ფრთხილად იყოს გრიგოლია, ობიექტურობისა და დაბალანსებულობის გამო არ გაკიცხონ)

ლევან გაჩეჩილაძე: ჯერ ერთი მე აგიხსნით რა განსხვავებაა შეგინებასა და დაგინებას შორის... (ვიცით ბატონო ლევან ვიცით, თქვენ რაც გინდოდათ გეთქვათ მაგას კონკრეტული და საზოგადო ჰქვია)

გოგა ხაჩიძე: ახალციხეში გავიყვანეთ გაზი (12ჯერ)

ბადრი პატარკაციშვილი: ჩემი ბექგრაუნდი რუსეთში იკითხონ... (თბილისში შორთქათი აქვს გამოგზავნილი)

თანასწორობის ინსტიტუტი: ნუ დაიხუთებით... (გაზს მოუფრთხილდითო)

ლადო გურგენიძე: მომავალი წლის პროფიციტული ბიუჯეტი, ჩვენი ეკონომიკური ზრდის ვექტორს კიდევ უფრო მაღლა ასწევს ძალიან დროის მოკლე პერიოდში და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რაც ჩვენ გავაკეთეთ... (გააკეთა)

ეკა ტყეშელაშვილი: ბადრი კატარკ... ატარკ... პარტარკ.... კაციშვილმა (არ იცის რა გვარი თქვა მინისტრმა)

შალვა ნათელაშვილი: როდესაც მე პრეზიდენტი გავხდები... (უკომენტაროდ)

გიგი უგულავა: ქალბატონო სალომე, გთხოვთ კორექტულად ისაუბროთ..... პლახომუ ტანცორუ, იაიცა მეშაიუტ-ო ნათქვამია (ამ ფრაზას თურმე დიპლომატიის და დებატების წარმართვის სახელმძღვანელოებში ასწავლიან)

სალომე ზურაბიშვილი: ბიზნესი რაკეტის გარეშე... (ნამდვილად, და აქვე: ჯარი კორპორატიული ტელეფონს ნომრის გარეშე)

მიხეილ სააკაშვილი: ნუ გეშინიათ... (ელაპარაკე ახლა ამას, ადრე გეთქვა შე კაცო ეგ, სულ მკიდია მკიდიას რო გაიძახოდი და ატრც არჩევნები დაგჭირდებოდა და არც გაჩეჩილაძე დაიგინებდა პირდაპირ ეთერში, არც ნოემბრის მოვლენები მოხდებოდა და შენც შენ თბილ სავარძელში იჯდებოდი და არც ჩაცმული შაკირა ჩამოვიდოდა ჩემი გულის გასახეთქად, ნაგლი ტოოოო)
.
თვის ფოტო:

















..
პ.ს.
აი ეს ირინა სარიშვილი და გია მაისაშვილი ვიღას დაკარგვან?
.
პ.პ.ს.
მხატვრული ფილმი ”შერეკილები”

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *